ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

როგორ უნდა დაიკლოთ წონაში 3-4 საათიანი შიმშილის ინტერვალებით – მანანა მგალობლიშვილი ვრცელ ინსტრუქციას

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე საუბრობს, როგორ უნდა ვიკვებოთ, რომ წონაში დავიკლოთ:

  • დღეში 4-ჯერ უნდა იკვებოთ. შეგიძლიათ, სამჯერაც. დილით, როდესაც გაიღვიძებთ, 1-2 ჭიქა წყალს დალევთ. 20-30 წუთის შემდეგ შეგიძლიათ, საუზმედ მიირთვათ ის, რაც თქვენ გესიამოვნებათ და გნებავთ. ამის შემდეგ, 3-4 საათი არაფერს მიირთმევთ, გარდა იმისა, რომ სვამთ წყალს. შემდეგ წახემსების დროა. წახემსება მცირე რაოდენობით მსუბუქ კვებას ნიშნავს. ეს ყველაზე კარგი პერიოდია იმისათვის, რომ ხილი მიირთვათ. შეგიძლიათ, ხილი ხაჭოსთან, ან მაწონთან ერთად მიიღოთ, როგორც თქვენ გსურთ. ამის შემდეგ, 3-4 საათი კვლავ არაფერს მიირთმევთ, მხოლოდ სითხეს სვამთ. შემდეგ კი სადილი მოდის. სადილი სამი ძირითადი კომპონენტისაგან შედგება. ესენია: ცილები, ხორცეულის, თევზის, სახით. შეგიძლიათ, მცენარეული ცილებიც გამოიყენოთ. ლობიო, პარკოსნები, ოსპი მიირთვათ. ასევე, კვერცხი. მეორე კომპონენტი ნახშირწყლებია. შეგიძლიათ, 1 ნაჭერი პური მიირთვათ, ასევე, წიწიბურა, კარტოფილი მიიღოთ. მესამე კომპონენტი ბოსტნეულია. ცოცხალი ბოსტნეულის სალათი შეგიძლიათ შეაზავოთ გემოვნებით, ეს იქნება წიწაკით, ძმრით, სოუსით, ზეთით თუ სხვა. ამის შემდეგ ისევ სვამთ წყალს. 3-4 საათში კი, თუ სურვილი გექნებათ, 1 ჭიქა კეფირი ან მაწონი შეგიძლიათ, დალიოთ.
გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
“საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის” – რა განმარტება კეთდება ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემდეგ?
March 6, 2026
საზოგადოება
ირანის დაზვერვაში აცხადებენ, რომ მზად არიან, მოლაპარაკებები დაიწყონ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ომის დასასრულებლად – „ევრონიუსი“
March 4, 2026
საზოგადოება
უმძიმესი დანაშაული თბილისში – დედა 11 წლის შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ყინვებში
February 28, 2026
საზოგადოება
ლოცვა, რომელიც მიტევების კვირას უნდა წავიკითხოთ
February 22, 2026