ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“2 წლის ბავშვი, რომელიც ბაღში საღ-სალამათი მიიყვანეს, უცბად გარდაიცვალა – გამოძიება შეწყვიტეს და დედამ დაიწყო ბრძოლა, ძალიან ბევრი საეჭვო გარემოებაა” – რას ჰყვება ეკა ბესელია ახალციხის საბავშვო ბაღში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტზე?

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სახ­ლის” დამ­ფუძ­ნებ­ლის, ეკა ბე­სე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კვე­ბის სა­კი­თხებ­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სხვა­დას­ხვა უწყე­ბა­ზეა გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, თუმ­ცა პრო­ცეს­ში პარ­ლა­მენტს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი აქვს.

კერ­ძოდ, რო­გორც ბე­სე­ლი­ამ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა­ში “360 გრა­დუ­სი” გა­ნა­ცხა­და, სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ 2016 წელს მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი გან­სა­ზღვრუ­ლია და შე­სა­ბა­მი­სი ფუნ­ქცი­ე­ბი სხვა­დას­ხვა უწყე­ბა­ზეა გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი.

დღე­ვან­დე­ლი ინ­ფორ­მა­ცია გვაჩ­ვე­ნებს პრობ­ლე­მებს, რომ­ლე­ბიც ნაკ­ლე­ბად აქვთ გა­აზ­რე­ბუ­ლი უწყე­ბებს, ვი­საც ეხე­ბა. აქ არის პარ­ლა­მენ­ტის როლი ამ პრო­ცეს­ში. სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ზე პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც 2016 წელს მი­ვი­ღეთ პარ­ლა­მენ­ტში, გან­სა­ზღვრავ­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა აეღო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს, შემ­დეგ კი ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი­ყო სხვა­დას­ხვა უწყე­ბებ­ზე. რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ნენ­ტია: უსაფრ­თხო­ე­ბის, ჯან­დაც­ვის, კვე­ბის, მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზის და შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი კომ­პლექ­სუ­რად არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ბავ­შვის უსაფრ­თხო გა­რე­მო­ზე, კვე­ბა­ზე, აღ­ზრდა­ზე და ა.შ. პარ

ეს ფუნ­ქცია პარ­ლა­მენტს დარ­ჩა, იმი­ტომ, რომ მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა პარ­ლა­მენტზე გად­მო­ვი­ტა­ნეთ. დღეს ვე­რა­ვის მხრი­დან ვერ და­ვი­ნა­ხე ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა”, – გა­ნა­ცხა­და ბე­სე­ლი­ამ.

  • მი­სი­ვე თქმით, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სფე­რო­ე­ბი მო­ი­ცავს უსაფრ­თხო­ე­ბას, ჯან­დაც­ვას, კვე­ბა­სა და მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კურ სა­კი­თხებს. ბე­სე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის კონ­ტრო­ლის პირ­ვე­ლა­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თა­ვად ბაღს ეკის­რე­ბა, შემ­დეგ კი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­სა და მერს.

“ერთ-ერთი საქ­მე გვაქვს იუ­რის­ტე­ბის ჯგუფს – ახალ­ცი­ხის ერთ-ერთ ბაღ­ში 2 წლის დაჩი გარ­და­იც­ვა­ლა ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლად. ბავ­შვი, რო­მე­ლიც ბაღ­ში საღ-სა­ლა­მა­თი მი­იყ­ვა­ნეს, უც­ბად გარ­და­იც­ვა­ლა. ახლა გა­მო­ძი­ე­ბა გა­ნახ­ლდა. რა გვაჩ­ვე­ნა ამ ის­ტო­რი­ამ? – რე­გი­ო­ნებ­ში კი­დევ უფრო მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა: არა­ნა­ი­რი სტან­დარ­ტი, არა­ნა­ი­რი სა­მე­დი­ცი­ნო გა­რან­ტი­ე­ბი და არა­ნა­ი­რი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი.

ეს საქ­მე გვაქვს ჩვენ. მომ­ხდა­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წე­ლია გა­სუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა შე­წყვი­ტეს და დე­დამ და­ი­წყო ბრძო­ლა. დე­დამ სა­ო­ცა­რი სიმ­ტკი­ცე გა­მო­ი­ჩი­ნა, რო­მე­ლიც დაგ­ვი­კავ­შირ­და.

  • გა­ჩე­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლებს რომ გა­დავ­ხე­დე, ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბა აღ­მოჩ­ნდა იქ – ერ­თნა­ი­რი ჩვე­ნე­ბე­ბი, გა­ურ­კვე­ვე­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, ბევ­რი ბუნ­დო­ვა­ნი კი­თხვა. დედა არ ეთან­ხმე­ბა დას­კვნას.
გაზიარება: