ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

ბიომეტრიულ პასპორტებში ცვლილებები იგეგმება

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ბი­ო­მეტ­რი­ულ პას­პორ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ცვლი­ლე­ბე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მთავ­რო­ბამ პარ­ლა­მენტს წა­რუდ­გი­ნა პრო­ექ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვით:
პი­რა­დო­ბის (ბი­ნად­რო­ბის) ელექტრო­ნუ­ლი მოწ­მო­ბა უნდა შე­ი­ცავ­დეს მოწ­მო­ბის წვდო­მის კოდს, რო­მე­ლიც უკონ­ტაქ­ტო მიკ­რო­ს­ქე­მი­დან მო­ნა­ცემ­თა ამო­კი­თხვი­სათ­ვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა

QR კოდს, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბით პირს შე­უძ­ლია გა­და­ა­მოწ­მოს ინ­ფორ­მა­ცია დო­კუ­მენ­ტის ან მისი მფლო­ბე­ლის შე­სა­ხებ (შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რის სტა­ტუ­სი, სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სი, მოქ­მე­დია თუ არა დო­კუ­მენ­ტი და სხვ.).

სხვ.).

პი­რა­დო­ბის (ბი­ნად­რო­ბის) ელექტრო­ნულ მოწ­მო­ბა­ზე და­ი­ტა­ნე­ბა თი­თის ანა­ბეჭ­დი.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბით, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი იქ­ნე­ბა შეც­ვა­ლოს პი­რა­დო­ბის (ბი­ნად­რო­ბის) მოწ­მო­ბა, პას­პორ­ტი, სამ­გზავ­რო პას­პორ­ტი და სამ­გზავ­რო დო­კუ­მენ­ტი, თუ დო­კუ­მენ­ტის მოქ­მე­დე­ბის ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე დარ­ჩე­ნი­ლია 6 თვე­ზე ნაკ­ლე­ბი.
პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, მუდ­მი­ვი ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბა 18 წლამ­დე პირ­ზე 4 წლის ვა­დით გა­ი­ცე­მა, ხოლო 18 წელს მიღ­წე­ულ პირ­ზე – 5 წლის ვა­დით. რაც შე­ე­ხე­ბა დრო­ე­ბი­თი ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბის მოქ­მე­დე­ბის ვა­დას, ის გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის ვა­დით, მაგ­რამ 18 წლამ­დე პირ­ზე გა­ი­ცე­მა არა­უ­მე­ტეს 4 წლის ვა­დით, ხოლო 18 წელს მიღ­წე­ულ პირ­ზე – არა­უ­მე­ტეს 5 წლის ვა­დით.
ცვლი­ლე­ბე­ბი “სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა და სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ უცხო­ელ­თა რე­გის­ტრა­ცი­ის, პი­რა­დო­ბის (ბი­ნად­რო­ბის) მოწ­მო­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტის გა­ცე­მის წე­სის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში შე­დის.
რო­გორც იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ირაკ­ლი დგე­ბუ­ა­ძემ ინი­ცი­ა­ტი­ვის სა­კო­მი­ტე­ტო გან­ხილ­ვი­სას გან­მარ­ტა, კა­ნო­ნის პრო­ექ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის სა­ბეჭ­დი ტექ­ნი­კის, პას­პორ­ტე­ბი­სა და სამ­გზავ­რო დო­კუ­მენ­ტის პერ­სო­ნა­ლი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ტექ­ნო­ლო­გი­ი­სა და მისი ფუნ­ქცი­ო­ნა­ლის მოძ­ვე­ლე­ბის გამო, რად­გან ისი­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვევებს ვეღარ პასუხობენ!

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
“სიყვარულის ქალაქში… მაგრამ სად არის სიყვარული?!” – რას წერს ლიზა იასკო პარიზიდან
December 9, 2025
საზოგადოება
იმაზე მეტია ვიდრე ბევრი წარმოიდგენდა – ცნობილია ჯამურად რა თანხა გამოუმშავეს მერაბ დვალიშვილმა და პიოტრ იანმა
December 8, 2025
საზოგადოება
საშიში ცვლილებები ბავშვის ტვინში, რაზეც მშობელს ხშირად წარმოდგენაც არა აქვს – რა შედეგი დგება, როცა ბავშვის მთავარი გასართობი ეკრანია!
December 6, 2025
საზოგადოება
პირველკლასელთა რეგისტრაციას ახალი ეტაპი დაემატება – საყოველთაო რეგისტრაციამდე ბავშვის საცხოვრებელი ადგილის პრინციპით დარეგისტრირება იქნება შესაძლებელი
December 5, 2025