მამა – იმის მაგივრად რომ დამიდგეს გვერდში და ბავშვი ვიპოვო, აქეთ მიწასთან მასწორებს“ – ამბობს 12 წლის გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა სოფო ბიბილაშვილი რევაზ დადიანიძეზე გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“.
როგორც სოფო ბიბილაშვილმა აღნიშნა, მას გარკვეული ეჭვები უჩნდება.
„საგინებელი გამიხადა ოჯახიო, რას აკეთებსო, უნდა რომ შევჩერდე ეტყობა და ბავშვი არ ვიპოვო. ჩემს დეიდაშვილსაც უთხრა დაკითხვაზე რომ დაიბარეს, მიწასთან გასასწორებელი გამიხადა ოჯახიო. მაშინ ეჭვი თავისთავად მიჩნდება, რომ მან იცის ბავშვზე რამე,“ – აღნიშნა სოფო ბიბილაშვილმა