ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს – შსს

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც კონფლიქტის ნიადაგზე მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით მუცლის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მათივე ცნობით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2005 წელს დაბადებული გ.ჯ.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მუცლის არეში დაზიანება მიაყენა – 1997 წელს დაბადებულ ო.კ-ს. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

სამართალდამცველებმა გ.ჯ მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება: