ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“მარიხუანას მოხმარება 6-ჯერ ზრდის მიოკარდიუმის ინფარქტის და 4-ჯერ – იშემიური ინსულტის რისკს” – ახალი კვლევა: რა წეს ექიმი-ინფექციონისტი?

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვას ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბის მზარ­დი ტენ­დენ­ცი­ის ფონ­ზე, მის უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მა­ზე ადას­ტუ­რებს. ბუ­წაშ­ვი­ლი ცი­ტი­რებს მას­შტა­ბურ ამე­რი­კულ კვლე­ვას, რო­მე­ლიც 50 წლამ­დე, შე­და­რე­ბით ჯან­მრთელ ადა­მი­ა­ნებ­ზე ჩა­ტარ­და და სტა­ტის­ტი­კას აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა 6-ჯერ ზრდის მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტის და 4-ჯერ – იშე­მი­უ­რი ინ­სულ­ტის რისკს.

“მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში იზ­რდე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბა­ში უფრო და უფრო მე­ტად მკვიდ­რდე­ბა აზრი მისი უვ­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ. თუმ­ცა არა­ერ­თი კვლე­ვა ადას­ტუ­რებს მის მავ­ნე გავ­ლე­ნას ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე.წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა აშშ-ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი, მულ­ტი­ცენ­ტრუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი კა­ნა­ბი­სის მიერ გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კის მკვეთ­რად გაზ­რდის შე­სა­ხებ.

კვლე­ვა ჩა­ტარ­და 50 წლამ­დე ადა­მი­ა­ნებ­ში, რო­მელ­თაც გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის სხვა რის­კე­ბი არ ჰქონ­დათ (ანუ არ იყ­ვნენ თამ­ბა­ქოს მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, ქო­ლეს­ტე­რი­ნი და წნე­ვა ჰქონ­დათ ნორ­მა­ლუ­რი და ა.შ).ეს იყო რეტ­როს­პექ­ტი­უ­ლი კოჰორ­ტუ­ლი კვლე­ვა, რო­მე­ლიც ერ­თმა­ნეთს ადა­რებ­და კა­ნა­ბი­სის მომ­ხმა­რებ­ლებ­სა და არა­მომ­ხმა­რებ­ლებს შო­რის (92 ათა­სი მომ­ხმა­რე­ბე­ლი და 4 მი­ლი­ო­ნი არა­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი) გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის სიხ­ში­რეს.
კვლე­ვამ გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ კა­ნა­ბი­სის მომ­ხმა­რებ­ლებ­ში ინ­ფარ­ქტის რის­კი 6-ჯერ მა­ღა­ლია არა­მომ­ხმა­რებ­ლებ­თან შე­და­რე­ბით და მათ­ში ინ­ფარ­ქტის შემ­თხვე­ვა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის რის­კი 5-ჯერ მა­ღა­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა ინ­სულტს, მომ­ხმა­რებ­ლებს 4.3-ჯერ მა­ღა­ლი აქვთ რის­კი და გა­დარ­ჩე­ნის შან­სი 5-ჯერ ნაკ­ლე­ბი არა­მომ­ხმა­რებ­ლებ­თან შე­და­რე­ბით”, – წერს ის.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
“სიყვარულის ქალაქში… მაგრამ სად არის სიყვარული?!” – რას წერს ლიზა იასკო პარიზიდან
December 9, 2025
საზოგადოება
იმაზე მეტია ვიდრე ბევრი წარმოიდგენდა – ცნობილია ჯამურად რა თანხა გამოუმშავეს მერაბ დვალიშვილმა და პიოტრ იანმა
December 8, 2025
საზოგადოება
საშიში ცვლილებები ბავშვის ტვინში, რაზეც მშობელს ხშირად წარმოდგენაც არა აქვს – რა შედეგი დგება, როცა ბავშვის მთავარი გასართობი ეკრანია!
December 6, 2025
საზოგადოება
პირველკლასელთა რეგისტრაციას ახალი ეტაპი დაემატება – საყოველთაო რეგისტრაციამდე ბავშვის საცხოვრებელი ადგილის პრინციპით დარეგისტრირება იქნება შესაძლებელი
December 5, 2025