ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“ახლახანს ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ტრაგიკულად გარდაიცვალა – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია, ვინ არის გარდაცვლილი.”

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

არდაიცვალა ჟურნალისტი აკაკი სიხარულიძე. ამის შესახებ ინფორმაციას სიხარულიძის ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

აკაკი სიხარულიძემ 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ცენტრალურ აპარატში – ხელმძღვანელობდა ახალგაზრდული და საყმაწვილო ჟურნალ-გაზეთების, ტელერადიოგადაცემათა რედაქციების სექტორს; 1987 წლიდან ჟურნალისტთა ფედერაციაშია (ყოფილი კავშირი); იყო საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციისი თავმჯდომარე. რედაქტორობდა გაზეთ „საქმეს“; 1994 წელს გამოსცა აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი „უკვდავება“; 1993 წელს ჩამოაყალიბა ეროვნული თანხმობის დარბაზი; 1997 წელს საფუძველი ჩაუყარა ქართული ჟურნალისტიკის დღის (21 მარტი) აღნიშვნის ტრადიციას; იყო საერთაშორისო ჟურნალისტიკის, სამართლისა და ბიზნესის ინსტიტუტის დამაარსებელი, მისი რექტორი.

1998 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, აქტუალური, ცხოვრებისეული თემების მაღალკვალიფიციურ დონეზე წარმოჩენაში, აქტიური, შემოქმედებითი მოღვაწეობისა და ახალგაზრდა პროფესიული კადრების მომზადებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის.

2013 წელს დაინიშნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად.

საქართველოს პირველი არხი აკაკი სიხარულიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
“საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის” – რა განმარტება კეთდება ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემდეგ?
March 6, 2026
საზოგადოება
ირანის დაზვერვაში აცხადებენ, რომ მზად არიან, მოლაპარაკებები დაიწყონ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ომის დასასრულებლად – „ევრონიუსი“
March 4, 2026
საზოგადოება
უმძიმესი დანაშაული თბილისში – დედა 11 წლის შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ყინვებში
February 28, 2026
საზოგადოება
ლოცვა, რომელიც მიტევების კვირას უნდა წავიკითხოთ
February 22, 2026