ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ნატოელ მოკავშირეებს განუცხადეს, რომ თუ ზელენსკი სამშვიდობო შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, გაცილებით უარესი შეთანხმების წინაშე აღმოჩნდება” – მედია

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

აშშ-ის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა ნატო-ელ მო­კავ­ში­რე­ებს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბა­ზე უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­თან­ხმე­ბის­კენ მო­უ­წო­დონ, რად­გან, თუ კი­ე­ვი მას ხელს არ მო­ა­წერს, მო­მა­ვალ­ში გა­ცი­ლე­ბით უა­რე­სი შე­თან­ხმე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბა, – ინ­ფორ­მა­ცი­ას The Guardian-ი ავ­რცე­ლებს.
გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, აშშ-ის არ­მი­ის მდი­ვან­მა დენ დრის­კოლ­მა პა­რას­კევს, გვი­ან ღა­მით, ზე­ლენ­სკის­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სა და თეთ­რი სახ­ლი­დან სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის შემ­დეგ, კი­ევ­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე ნატო-ს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩებს ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და.

არც ერთი შე­თან­ხმე­ბა არ არის იდე­ა­ლუ­რი, მაგ­რამ ეს რაც შე­იძ­ლე­ბა მალე უნდა გა­კეთ­დეს“, – გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა პირ­მა, რო­მე­ლიც შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბო­და.

წყა­როს ცნო­ბით, შეხ­ვედ­რის დროს რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პელ ელჩს კი­თხვის ნიშ­ნე­ბი ჰქონ­და შე­თან­ხმე­ბის ში­ნა­არსთან და იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ აწარ­მოა აშშ-მა რუ­სეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მო­კავ­ში­რე­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის გა­რე­შე.

“ეს იყო კოშ­მა­რუ­ლი შეხ­ვედ­რა. კვლავ იყო “თქვენ არ გაქვთ კო­ზი­რის“ არ­გუ­მენ­ტი”, – აღ­ნიშ­ნა წყა­რომ.

შე­გახ­სე­ნებთ, ამ­ჟა­მად შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი 28-პუნ­ქტი­ა­ნი შე­თან­ხმე­ბა შე­ი­ცავს რიგ დე­ბუ­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც კი­ე­ვის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, მათ შო­რის რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დათ­მო­ბას, ასე­ვე იმ ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლის დათ­მო­ბა­საც, რო­მელ­საც ჯერ კი­დევ კი­ე­ვი აკონ­ტრო­ლებს. შე­თან­ხმე­ბის ტექ­სტის პრო­ექ­ტში კონ­ფლიქ­ტის დროს ჩა­დე­ნი­ლი ყვე­ლა ომის და­ნა­შა­უ­ლის­თვის ამ­ნის­ტი­ა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
“სიყვარულის ქალაქში… მაგრამ სად არის სიყვარული?!” – რას წერს ლიზა იასკო პარიზიდან
December 9, 2025
საზოგადოება
იმაზე მეტია ვიდრე ბევრი წარმოიდგენდა – ცნობილია ჯამურად რა თანხა გამოუმშავეს მერაბ დვალიშვილმა და პიოტრ იანმა
December 8, 2025
საზოგადოება
საშიში ცვლილებები ბავშვის ტვინში, რაზეც მშობელს ხშირად წარმოდგენაც არა აქვს – რა შედეგი დგება, როცა ბავშვის მთავარი გასართობი ეკრანია!
December 6, 2025
საზოგადოება
პირველკლასელთა რეგისტრაციას ახალი ეტაპი დაემატება – საყოველთაო რეგისტრაციამდე ბავშვის საცხოვრებელი ადგილის პრინციპით დარეგისტრირება იქნება შესაძლებელი
December 5, 2025