📌 გორში, კვერნაკის დასახლებაში ენერგობლოკს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ.
👉 დასახლებაში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეწყვეტილია.
📌ადგილზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. პრევენციის მიზნით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც იმყოფება.