ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

11 წლის ბიჭმა მშობლების ავტომობილი წაიყვანა, მართვაზე კონტროლი დაკარგა და ბუდისტი ბერების ჯგუფს გადაუარა – დაღუპულია 9 ბერი: ტრაგედია ტაილანდში

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ცხრა ბუ­დის­ტი ბერი და­ი­ღუ­პა და რამ­დე­ნი­მე და­შავ­და მას შემ­დეგ, რაც მსვლე­ლო­ბის დროს, მათ 11 წლის ბიჭ­მა მშობ­ლე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­უ­ა­რა. ტრა­გე­დია ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ტა­ი­ლან­დში მოხ­და.

35 ბე­რი­სა და ხუთი სა­ე­რო მიმ­დევ­რის­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფი მუკდა­ჰა­ნის პრო­ვინ­ცი­ა­ში მსვლე­ლო­ბას აწყობ­და.

ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კად­რებ­ში ჩანს რო­გორ შე­ვარ­დე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლი ამ ჯგუფ­ში, ასე­ვე შემ­დეგ ჩანს მი­მო­ფან­ტუ­ლი ნივ­თე­ბი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი. პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, ხუთი ბერი ად­გილ­ზე, ხოლო ოთხი მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

“ფრანს პრე­სის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, 11 წლის ბიჭ­მა მშობ­ლე­ბის პი­კა­პი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე წა­იყ­ვა­ნა. მან მარ­თვა­ზე კონ­ტრო­ლი და­კარ­გა და ბე­რე­ბის ჯგუფს შე­ე­ჯა­ხა.


ბრალ­დე­ბუ­ლი ბავ­შვია, რო­მე­ლიც წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე მო­ზარ­დია, თუმ­ცა და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლე­ბი ცნო­ბი­ლი არ არის.

არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, და­შა­ვე­ბუ­ლი ბე­რე­ბი­დან სა­მის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია.

11 წლის ბიჭ­მა მშობ­ლე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლი წა­იყ­ვა­ნა, მარ­თვა­ზე კონ­ტრო­ლი და­კარ­გა და ბუ­დის­ტი ბე­რე­ბის ჯგუფს გა­და­უ­ა­რა – და­ღუ­პუ­ლია 9 ბერი: ტრა­გე­დია ტა­ი­ლან­დში

გაზიარება: