ივნისის ბოლო და ივლისი წლის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული, დინამიკური და აქტიური პერიოდია. ასტროლოგ ნინა ხომერიკის პროგნოზით, ჩვენ ერთდროულად რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კოსმოსური მოვლენის თანხვედრას გავივლით, რაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში სერიოზულ ცვლილებებსა და ახალ შესაძლებლობებს მოიტანს.
ამ პერიოდის მთავარი ასტროლოგიური ამინდი ოთხი ძირითადი ფაქტორით განისაზღვრება:
მარსისა და ურანის მძაფრი შეერთება ტყუპებში (4-14 ივლისი): ეს არის მოულოდნელი ცვლილებების, გეგმების სწრაფი ტრანსფორმაციისა და იდეების გიჟური ნაკადის დრო. ასპექტი მოითხოვს მაქსიმალურ სიფრთხილეს მგზავრობისას, ელექტროენერგიასთან და ტექნიკასთან, ასევე ემოციების კონტროლს ცხარე დებატებისა და კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად. ამ პერიოდში მკაცრად რეკომენდებულია გეგმური ოპერაციების გადადება.
რეტროგრადული მერკური (30 ივნისი – 23 ივლისი): კოსმოსი წარსულის გადახედვის, ძველი საქმეების დასრულებისა და შეცდომების გამოსწორების შანსს გვაძლევს. კომუნიკაციაში მოსალოდნელია გაუგებრობები, ამიტომ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებასა და მსხვილ შენაძენებს სჯობს დროებით მოერიდოთ.
სავსემთვარეობა თხის რქაში: ეს ფაზა პირდაპირ უკავშირდება კარიერულ მიზნებს, პასუხისმგებლობებსა და ხარჯების ოპტიმიზაციას. დროა დავინახოთ კონკრეტული შედეგები და გავთავისუფლდეთ ზედმეტი ტვირთისგან.
იუპიტერის გრანდიოზული გადასვლა ლომის ნიშანში (30 ივნისიდან): წარმატებისა და მასშტაბების მომტანი პლანეტა ლომში ინდივიდუალიზმის, შემოქმედებითი აფეთქებისა და ახალი, ქარიზმატული ლიდერების გამოჩენის წინაპირობაა. მსოფლიო დონეზე მოსალოდნელია მსხვილი საკადრო ცვლილებები მედიასა და პოლიტიკაში, თუმცა პლუტონთან დაძაბული ასპექტის გამო, ეგოსა და ამპარტავნების გამოვლენა ამჯერად ცუდ ტონად ჩაითვლება.
ეს არის დრო, როდესაც სამყარო გადარჩენის რეჟიმიდან განვითარებისა და თვითრეალიზაციის ეტაპზე გადაგვიყვანს.
გთავაზობთ დეტალურ ასტროლოგიურ პროგნოზს თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის – გაიგეთ, ცხოვრების რომელ სფეროში გელოდებათ წარმატება და სად გმართებთ მეტი სიფრთხილის გამოჩენა:
ვერძი:
იუპიტერის ტრანზიტი ხვდება თქვენს მე-5-ე სახლში. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ეს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და შემოქმედებით პერიოდად ითვლება. ეს ტრანზიტი ორ ცეცხლოვანი სტიქიის ნიშანი, უკავშირდება სიყვარულს, შემოქმედებას, შვილებს, ჰობისა და თვითგამოხატვის სფეროებს და ყველაზე სასიამოვნო და ნაყოფიერი ტრანზიტია. იუპიტერის ენერგია, რომელიც გაფართოების, ზრდისა და შესაძლებლობების მომტანია, თქვენს ნიშანს ჰარმონიულად ერწყმის.
მისი ძირითადი თემებია:
სიყვარული და რომანტიკა – ახალი ნაცნობები, ურთიერთობების გაღრმავება და მეტი სიხარული პირად ცხოვრებაში. თუ მარტო ხართ, შეიძლება საინტერესო ადამიანი გამოჩნდეს. თუ ურთიერთობაში ხართ, მეტი სითბო და საერთო ბედნიერი გამოცდილებებია მოსალოდნელი.
შემოქმედება და თვითგამოხატვა – კარგი პერიოდია ახალი პროექტების, ხელოვნების, ბიზნეს-იდეების ან ნებისმიერი საქმიანობისთვის, სადაც საკუთარი ნიჭის წარმოჩენა გსურთ.
ბავშვები – თუ შვილები გყავთ, მათთან დაკავშირებული სასიხარულო მოვლენები შეიძლება განვითარდეს. ზოგისთვის ეს ტრანზიტი ბავშვის გაჩენის ან ოჯახის გაფართოების თემასაც ააქტიურებს.
ფინანსური შესაძლებლობების ზრდა – განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შემოსავალი თქვენს შემოქმედებით საქმიანობას, ჰობს ან საკუთარ ბიზნესს უკავშირდება.
თავდაჯერებულობა – იუპიტერი ლომში ხშირად აძლიერებს ლიდერულ თვისებებს, ოპტიმიზმსა და სურვილს, საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოიყენოთ.
არსებობს უარყოფითი რისკების განვითარების ალბათობაც, რადგან იუპიტერი ზრდის ყველაფერს, ამიტომ შეიძლება გამოვლინდეს:
ზედმეტი თავდაჯერებულობა, დაუფიქრებელი რისკები, ფულის უხვად ხარჯვა, საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება.
კურო:
იუპიტერის ტრანზიტი ხვდება თქვენს მე- 4-ე სახლში და ასტროლოგიური თვალსაზრისით, ყურადღებას ამახვილებს სახლის, ოჯახის, ფესვებისა და შინაგანი სტაბილურობის თემებზე.
მისი ძირითადი თემებია თქვენთვის:
საცხოვრებელთან დაკავშირებული ცვლილებები – ახალი სახლის შეძენა, რემონტი, საცხოვრებლის გაფართოება ან საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება;
ოჯახური ურთიერთობების გაძლიერება – ოჯახში მეტი მხარდაჭერა, შერიგება ან მნიშვნელოვანი ოჯახური მოვლენები;
უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ შესაძლებლობები – ხელსაყრელი პერიოდი ყიდვა-გაყიდვის, ინვესტიციის ან მემკვიდრეობის საკითხებისთვის დასალაგებლად;
შინაგანი სიმშვიდის პოვნა – შეიძლება გაგიჩნდეთ სურვილი, მეტი დრო გაატაროთ სახლში, შექმნათ კომფორტი და ემოციური უსაფრთხოება.
რას უნდა ერიდოთ: ზედმეტ ხარჯებს სახლსა და რემონტზე; ოჯახურ საკითხებში გადაჭარბებულ მოლოდინებს; უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ძალიან დიდ ან ფინანსურად მძიმე ვალდებულებების აღებას.
რაც შეეხება კარიერას, იუპიტერი ასევე ააქტიურებს ბალანსს სახლსა და კარიერას შორის. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ, სად და როგორ გსურთ ცხოვრება ან მუშაობა.
რაც შეეხება პირადს, ეს ტრანზიტი სიყვარულზე პირდაპირ არ არის ორიენტირებული, თუმცა მას შეუძლია დადებითი განვითარება მოგიტანოთ არსებული ურთიერთობების, მაგალითად: ოჯახის შექმნის ან ერთად ცხოვრების კუთხით.
ტყუპები:
იუპიტერის ტრანზიტი ხვდება თქვენს მე- 3-ე სახლში და ასტროლოგიური თვალსაზრისით, ააქტიურებს ისეთ თემებს, რაც უკავშირდება ძირითადად სწავლას, კომუნიკაციებს, გადაადგილებასა და ახალი კავშირების გაფართოებას. ეს ერთი წელი თქვენთვის საკმაოდ დინამიკური და პროდუქტიული პერიოდი იქნება.
მისი მთავარი თემებია:
სწავლა და ცოდნის გაფართოება – ხელსაყრელი დროა ახალი პროფესიის, ენის, კურსების ან უნარების შესასწავლად;
კომუნიკაციები – გაიზრდება კონტაქტების რაოდენობა, ახალი ნაცნობები, საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები. თქვენი სიტყვა უფრო ფასეული და გავლენიანი გახდება.
მოკლე მოგზაურობები – მოსალოდნელია უფრო ხშირი გადაადგილებები, მივლინებები ან მოგზაურობები ახლო მანძილებზე.
წერა, მედია და სოციალური ქსელები – კარგი პერიოდია ბლოგის, წიგნის, პოდკასტის, კონტენტის შექმნის ან საკუთარი იდეების ფართო აუდიტორიამდე მისატანად.
და-ძმებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობა – შესაძლოა ურთიერთობები გაუმჯობესდეს ან მნიშვნელოვანი და პოზიტიური მოვლენები განვითარდეს ამ მიმართულებით.