ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“საოპერაციოდან ორი საათის მერე გამოვიდნენ და თქვეს, რომ დაიღუპაო…”

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ჩო­ხა­ტა­ურ­ში. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ზარდს ოპე­რა­ცი­ის დროს გული გა­უ­ჩერ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც AMBEBI.GE-ს ლუკა ჩხიკ­ვიშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი უყ­ვე­ბი­ან, ბიჭს ძვა­ლი ჰქონ­და გა­ტე­ხი­ლი და შე­სა­ბა­მი­სი ოპე­რა­ცია იყო ჩა­ნიშ­ნუ­ლი. ისი­ნი ექი­მე­ბის მკაც­რად დას­ჯას ითხო­ვენ.

“ოჯა­ხის პო­ზი­ცია ისა, რომ ყვე­ლა პა­სუხს აგებს. ბავ­შვი ახლა ექ­სპერ­ტი­ზა­ზეა და არა­ვის შერ­ჩე­ბა ის, რაც ჩა­ი­დი­ნეს. ლუკა რომ შე­იყ­ვა­ნეს სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში, ნარ­კო­ზის შეყ­ვა­ნის შემ­დეგ რე­აქ­ცია მოხ­და, რო­გორც ვი­ცით. სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში რა გა­ა­კე­თეს, და­ნამ­დვი­ლე­ბით არ ვი­ცით. ორი სა­ა­თის მერე გა­მო­ვიდ­ნენ და თქვეს, რომ და­ი­ღუ­პაო. ექი­მე­ბი გა­ი­პარ­ნენ. წი­ნა­სა­ო­პე­რა­ციო კვლე­ვე­ბიც ჩა­უ­ტა­რეს, მაგ­რამ რა კვლე­ვე­ბი ზუს­ტად არც ეგ ვი­ცით. ერთი ძვა­ლი ჰქონ­და გა­ტე­ხი­ლი, ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი და­ღუ­პეს” – გვიყ­ვე­ბა მო­ზარ­დის ახ­ლო­ბე­ლი.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭის დე­დაც: “ექი­მებ­მა ჩემი ლუკა მო­მიკ­ლეს” – წერს ნინო სი­ხა­რუ­ლი­ძე.

ასე­ვე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს მისი დაც: “არ ვიცი, ეს ყველაფერი როგორ აღვწერო, ახლაც ვერ ვიაზრებ, რა მოხდა. ჩემი ნერვების მომშლელი, ჯიუტი ბიჭი უკვე აღარ არის… საშინელი ზაფხული დაგვიდგა ჩვენს ცხოვრებაში. ჩემი ჯანმრთელი ძმა უბრალოდ მომიკლეს თვალის დახამხამებაში.ხშირად ვჩხუბობდით, ვკამათობდით, მაგრამ ახლა დავაფასე ძმის ფასი. მიყვარხარ და მენატრები, ჩემო ანგელოზო!…

გაზიარება: