ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“ტიკ-ტოკის” ტრენდმა 9 წლის გოგონა იმსხვერპლა, ათობით მოზარდი კი კლინიკაში გაგზავნა – “ჟანგბადის შეზღუდვა” და “სახალისო აბები”: რა უნდა ვიცოდეთ ციფრულ ხაფანგზე

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

“ეს არ არის თა­მა­ში, ეს სი­ცო­ცხლი­სა და სიკ­ვდი­ლის სა­კი­თხია!“ – ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თავს მთელ მსოფ­ლი­ოს კერ­ტის ბლექ­ვე­ლი, მამა, რო­მელ­მაც ერთ ჩვე­უ­ლებ­რივ დღეს, ეზო­ში სა­თა­მა­შოდ გა­სუ­ლი 9 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვა.

ჯეკ­ლინ ქეი ბლექ­ვე­ლის ტრა­გე­დია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ალ­გო­რით­მე­ბის მიერ და­გეგ­მი­ლი უხი­ლა­ვი მკვლე­ლო­ბის მხო­ლოდ ერთი ეპი­ზო­დია. სა­ნამ ჩვენ მშვი­დად ვართ, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი ეკ­რან­თან „მხო­ლოდ მულ­ტფილ­მებს უყუ­რე­ბენ“, ინ­ტერ­ნე­ტი მათ­თვის სა­სიკ­ვდი­ლო ხა­ფან­გებს ამ­ზა­დებს.

ეი­ფო­რია” სიკ­ვდი­ლის ზღვარ­ზე

9 წლის ჯეკ­ლი­ნი ისე­თი­ვე იყო, რო­გორც ათა­სო­ბით სხვა ბავ­შვი: უყ­ვარ­და ხატ­ვა, ვე­ლო­სი­პე­დით სე­ირ­ნო­ბა და თავ­სა­ტე­ხე­ბის აწყო­ბა. ერთ დღე­საც, ეზო­ში უჩ­ვე­უ­ლო სი­ჩუ­მემ და­ი­სად­გუ­რა. როცა მა­მამ შვი­ლი იპო­ვა, ყვე­ლა­ფე­რი უკვე გვი­ა­ნი იყო. მი­ზე­ზი? ე.წ. Blackout Challenge – “ტრენ­დი”, რო­მე­ლიც ბავ­შვებს ჟანგბა­დის შე­ზღუდ­ვით „ეი­ფო­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის“ მი­ღე­ბას ჰპირ­დე­ბა. რე­ა­ლო­ბა­ში კი, ეს არის სწრა­ფი გზა ტვი­ნის შე­უქ­ცე­ვა­დი და­ზი­ა­ნე­ბი­სა და სიკ­ვდი­ლის­კენ.

ჯეკ­ლინ­მა ეს ვი­დეო ტიკ-ტოკ­ზე შემ­თხვე­ვით ნახა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბე­ბი­ამ მკაც­რად გა­აფრ­თხი­ლა, ბავ­შვუ­რი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა უფრო ძლი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა. დღეს კერ­ტის ბლექ­ვე­ლი სა­ჯა­როდ აცხა­დებს: „ზედ­მე­ტად ბევ­რი ბავ­შვი და­ი­ღუ­პა იმის­თვის, რომ კომ­პა­ნი­ე­ბი არ და­ვა­კის­როთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა“.

როცა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წა­მა­ლი ნარ­კო­ტი­კად იქ­ცე­ვა

9 წლის გო­გო­ნას შემ­თხვე­ვა მარ­ტში მოხ­და, მაგ­რამ ამას ცხა­დია ტრენ­დი არ შე­უ­ჩე­რე­ბია და ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით ამ ტრენ­დით 30-მდე ბავ­შვია გარ­დაც­ვლი­ლი. ახა­ლი „ჩე­ლენ­ჯი“ კი მა­ის­ში გავ­რცელ­და. სან დი­ე­გო­ში მა­ი­სის ბოლო კვი­რას Rady Children’s Hospital-ის კლი­ნი­კა­ში სულ მცი­რე ხუთი მო­ზარ­დი აღ­მოჩ­ნდა. მი­ზე­ზი? კი­დევ ერთი ვირუ­სუ­ლი ტრენ­დი – „Benadryl Challenge“.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი მო­ზარ­დებს „ას­წავ­ლი­ან“, რომ 12 ტაბ­ლე­ტი ერთ-ერთი და­სახ­ლე­ბე­ბის წამ­ლის მი­ღე­ბა მათ „კარგ ხა­სი­ათ­ზე“ და­ა­ყე­ნებთ და ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ებს გა­მო­იწ­ვევს. ექი­მი შაჰ­ფარ ხანი, პე­დი­ატ­რი, რო­მე­ლიც ამ ბავ­შვებს მკურ­ნა­ლობ­და, გან­გაშს ტეხს:

რო­დე­საც ამ მე­დი­კა­მენტს ასე­თი რა­ო­დე­ნო­ბით იღე­ბენ, შე­დე­გი კა­ტას­ტრო­ფუ­ლია: გუ­ლის­ცე­მის აჩ­ქა­რე­ბა, რო­მე­ლიც კარ­დი­ულ გა­ჩე­რე­ბამ­დე მი­დის, კრუნ­ჩხვე­ბი და ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი. ეს არ არის ექ­სპე­რი­მენ­ტი, ეს პირ­და­პი­რი საფრ­თხეა სი­ცო­ცხლის­თვის“.

რა­ტომ ვერ ვი­ცავთ შვი­ლებს?

ბევ­რი მშო­ბე­ლი შეც­დო­მით ფიქ­რობს, რომ თუ შვი­ლი “უსაფრ­თხო“ კონ­ტენტს უყუ­რებს, ის და­ცუ­ლია. რე­ა­ლო­ბა კი უფრო მწა­რეა:

  • საკ­მა­რი­სია ბავ­შვმა ერთი მსგავ­სი ვი­დეო ბო­ლომ­დე ნა­ხოს, რომ პლატ­ფორ­მის ალ­გო­რით­მი მას „მსგავ­სი ში­ნა­არ­სის“ სა­სიკ­ვდი­ლო ვი­დე­ო­ე­ბის მთელ სე­რი­ას „შეს­თა­ვა­ზებს“.
  • 9-12 წლის ბავ­შვებს არ გა­აჩ­ნი­ათ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი საფრ­თხის შეგ­რძნე­ბა. მათ ჰგო­ნი­ათ, რომ თუ ცუ­დად გახ­დე­ბი­ან, უბ­რა­ლოდ გა­ჩერ­დე­ბი­ან, მაგ­რამ გო­ნე­ბის და­კარ­გვა წა­მი­ე­რად ხდე­ბა და დახ­მა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ რჩე­ბათ.
  • რო­გორც კი პლატ­ფორ­მე­ბი კონ­კრე­ტულ ჰეშ­თეგს ბლო­კა­ვენ, ტრენ­დის შემ­ქმნე­ლე­ბი მა­შინ­ვე ცვლი­ან სა­ხელს და ვი­დე­ო­ებს ახა­ლი, „უსაფრ­თხო“ შე­ნიღბვით ავ­რცე­ლე­ბენ.

რა უნდა გა­ა­კე­თოს მშო­ბელ­მა ახლა?

ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ფილტრე­ბი 100%-იან გა­რან­ტი­ას არ იძ­ლე­ვა. ექ­სპერ­ტე­ბი გვირ­ჩე­ვენ:

1. ბავ­შვმა უნდა იცო­დეს, რომ „გა­მოწ­ვე­ვა“ არის ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა სა­კუ­თარ ორ­გა­ნიზ­მზე.

2. გა­ერ­კვი­ეთ, რო­გორ მუ­შა­ობს პლატ­ფორ­მის ალ­გო­რით­მი.

3. თუ თქვე­ნი შვი­ლი იზო­ლი­რე­ბუ­ლი ხდე­ბა, ან უც­ნა­უ­რი, და­ხუ­რუ­ლი თე­მე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბა – ეს უკვე გან­გა­შის სიგ­ნა­ლია.

ჯეკ­ლი­ნის ოჯა­ხის­თვის ეს ტრა­გე­დია არის გაკ­ვე­თი­ლი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის. სა­ნამ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გი­გან­ტე­ბი მო­გე­ბა­ზე ზრუ­ნა­ვენ, მშობ­ლე­ბის­თვის ერ­თა­დერ­თი ია­რა­ღი სი­ფხიზ­ლე და შვი­ლებ­თან ღია, გულ­წრფე­ლი სა­უ­ბა­რი რჩე­ბა.

გახ­სოვ­დეთ: თქვე­ნი შვი­ლის მო­ბი­ლუ­რი შე­საძ­ლოა მის­სა­ვე ჯი­ბე­ში ჩა­დე­ბუ­ლი სა­ში­ში ია­რა­ღი იყოს. შე­ა­მოწ­მეთ ის დღეს­ვე!

გაზიარება: