ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“გაგვიფრინდა ანგელოზი” _ ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე ლუკა სიხარულიძე გარდაიცვალა, _ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ წილოსანი ავრცელებს.

“ჩემი მოსწავლე, ჩემი ლუკა ჩხიკვიშვილი, უფალს ებარებოდე შვილო…” _ წერს სკოლის დირექტორი.

არსებული ინფორმაციით, ლუკამ ხელი მოიტეხა და ოპერაცია მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში უნდა გაეკეთებინა.

უნდა გაკეთებოდა.

“ხელი მოიტეხა და ოპერაცია უნდა გაკეთებოდა. როგორც კი შეუყვანიათ ნარკოზი, გული გაუჩერდა”, _ წერენ სოციალურ ქსელში ლუკას გარდაცვალებით შეძრწუნებული ადამიანები.

“გურია ნიუსი” მწუხარებით თანაუგრძნობს ლუკას მშობლებს, ოჯახს, ახლობლებს, კლასელებს, სკოლას და გამძლეობას უსურვებს მათ.

გაზიარება: