ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

უხვმა ნალექმა იმერეთის რეგიონში პრობლემები შექმნა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, დაიტბორა გზები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, საცხოვრებელი სახლების ეზოები

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

24-25 მაისს უხვმა ნალექმა იმერეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა.

წყალდიდობის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, დაიტბორა გზები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, საცხოვრებელი სახლების ეზოები. ასევე, დაზიანდა ნაპირდამცავი გაბიონები, სოფლის ხიდები და დაირეცხა შიდა სასოფლო ქვიშა-ხრეშოვანი გზები.

ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში მძიმე ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს ხიდ-ბოგირების გაწმენდა, არხების დაღრმავება და სხვა სახის სამუშაოები, თუმცა უამინდობის გამო მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება ვერ ხერხდება.

მუნიციპალიტეტების სამსახურები აქტიურ სამუშაოებს ამინდის გაუმჯობესებისთანავე განახორციელებენ.

გაზიარება: