ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

8 სასწაულმოქმედი წვენი თქვენი სხეულის სიჯანსაღისთვის – რას გვირჩევენ სპეციალისტები?

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ჯან­სა­ღი კვე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის გა­რე­შე, თუმ­ცა დი­ე­ტო­ლო­გე­ბი სულ უფრო ხში­რად გვირ­ჩე­ვენ, რომ აქ­ცენ­ტი არა მხო­ლოდ მთლი­ან ნა­ყოფ­ზე, არა­მედ მათ­გან მი­ღე­ბულ ნა­ტუ­რა­ლურ წვე­ნებ­ზეც გა­ვა­კე­თოთ. 100%-იანი ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნე­ბი მდი­და­რია მიკ­რო­ნუტ­რი­ენ­ტე­ბით, რომ­ლებ­საც ან­ტი­ოქ­სი­დან­ტუ­რი და ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მოქ­მე­დე­ბა აქვთ. ისი­ნი არა მხო­ლოდ გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მას ეხ­მა­რე­ბი­ან, არა­მედ გა­დამ­წყვეტ როლს ას­რუ­ლე­ბენ ნაწ­ლა­ვის მიკროფ­ლო­რის ბა­ლან­სში.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რჩე­ვით, უპი­რა­ტე­სო­ბა ბოსტნე­უ­ლის წვე­ნებს უნდა მი­ვა­ნი­ჭოთ. წარ­მო­გიდ­გენთ 8 ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო სას­მელს თქვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის:

1. ალუბ­ლის წვე­ნი – უჯრე­დე­ბის მცვე­ლი

ალუ­ბა­ლი ან­ტო­ცი­ა­ნე­ბი­თა და ფლა­ვო­ნო­ი­დე­ბი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი, რაც უჯრე­დებს ოქ­სი­და­ცი­უ­რი სტრე­სის­გან იცავს. გარ­და იმი­სა, რომ იგი ვი­ტა­მი­ნე­ბის (A, C, E) და კა­ლი­უ­მის სა­ბა­დოა, მას­ში შე­მა­ვა­ლი მე­ლა­ტო­ნი­ნი მშვი­დი ძი­ლის გა­რან­ტი­აა. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ: ალუბ­ლის წვე­ნი საკ­მა­ოდ ბევრ შა­ქარს შე­ი­ცავს, ამი­ტომ დი­ა­ბე­ტის მქო­ნე პი­რებ­მა სიფრ­თხი­ლე უნდა გა­მო­ი­ჩი­ნონ.

2. ჭარხლის წვე­ნი – ენერ­გია და წნე­ვის კონ­ტრო­ლი

ჭარ­ხა­ლი ნამ­დვი­ლი “სუ­პერპრო­დუქ­ტია“. მას­ში არ­სე­ბუ­ლი ნიტ­რა­ტე­ბი არ­ტე­რი­ულ წნე­ვას არე­გუ­ლი­რებს, ხოლო ბე­ტა­ლა­ი­ნე­ბი და პო­ლი­ფე­ნო­ლე­ბი ან­თე­ბით პრო­ცე­სებს ებ­რძვის. კა­ლი­უ­მი კუნ­თე­ბის მუ­შა­ო­ბას უწყობს ხელს, ხოლო C ვი­ტა­მი­ნი კო­ლა­გე­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­სა და რკი­ნის ათ­ვი­სე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა. სა­უ­კე­თე­სო ეფექ­ტის­თვის შე­გიძ­ლი­ათ იგი ვაშ­ლის ან სტა­ფი­ლოს წვენს შე­უ­რი­ოთ.

3. სტა­ფი­ლოს წვე­ნი – იმუ­ნი­ტე­ტი­სა და თვა­ლე­ბის­თვის

ბეტა-კა­რო­ტი­ნი­თა და ფო­ლი­უ­მის მჟა­ვით მდი­და­რი სტა­ფი­ლოს წვე­ნი შე­უც­ვლე­ლია სის­ხლის წი­თე­ლი უჯრე­დე­ბის ფორ­მი­რე­ბის­თვის. იგი იცავს თვა­ლის, კა­ნის, ღვიძ­ლი­სა და გუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბას. ორ­სუ­ლე­ბის­თვის კი ეს სას­მე­ლი ნამ­დვი­ლი აღ­მო­ჩე­ნაა ხერ­ხემ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის დე­ფექ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის.

4. ლი­მო­ნის წვე­ნი – ბუ­ნებ­რი­ვი დე­ტოქ­სი

ლი­მო­ნი მდი­და­რია კალ­ცი­უ­მით, კა­ლი­უ­მი­თა და ვი­ტა­მი­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც ძვლე­ბის სიმ­ტკი­ცე­სა და ჰორ­მო­ნა­ლურ ბა­ლანსს უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. დი­ე­ტო­ლო­გე­ბი გვირ­ჩე­ვენ, ნა­ხე­ვა­რი ლი­მო­ნის წვე­ნი თბილ წყალ­ში გავ­ხსნათ და ისე მი­ვი­ღოთ – ეს სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა C ვი­ტა­მი­ნის მაქ­სი­მა­ლუ­რი ათ­ვი­სე­ბის­თვის.

5. პო­მიდვ­რის წვე­ნი – გუ­ლის მე­გო­ბა­რი

ლი­კო­პი­ნი და ბეტა-კა­რო­ტი­ნი, რომ­ლებ­საც პო­მი­დო­რი შე­ი­ცავს, ამ­ცი­რებს ქრო­ნი­კუ­ლი და გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის რისკს. გარ­და ამი­სა, იგი ორ­გა­ნიზმს რკი­ნი­თა და ფო­ლი­უ­მის მჟა­ვით ამა­რა­გებს.

. სა­ზამ­თროს წვე­ნი – და­ტე­ნი­ა­ნე­ბა და ელას­ტი­კუ­რო­ბა

ეს წვე­ნი შე­ი­ცავს L-ციტ­რუ­ლინს, რო­მე­ლიც სის­ხლძარ­ღვე­ბის ელას­ტი­კუ­რო­ბა­სა და არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის რე­გუ­ლი­რე­ბას უწყობს ხელს. სა­ზამ­თრო ასე­ვე იცავს თვა­ლებს ასა­კობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბის­გან (კა­ტა­რაქ­ტა) და აუმ­ჯო­ბე­სებს კა­ნის სტრუქ­ტუ­რას.

7. წი­თე­ლი კომ­ბოს­ტოს წვე­ნი – ნაწ­ლა­ვე­ბის მკურ­ნა­ლი

კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ წი­თე­ლი კომ­ბოს­ტოს წვე­ნი საგ­რძნობ­ლად ზრდის სა­სარ­გებ­ლო ბაქ­ტე­რი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას ნაწ­ლა­ვის მიკ­რო­ბი­ო­ტა­ში. იგი აძ­ლი­ე­რებს ნაწ­ლა­ვის ბა­რი­ე­რულ ფუნ­ქცი­ას და ეფექ­ტუ­რად ებ­რძვის მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის ან­თე­ბას.

გაზიარება: