ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“ბავშვი ვირუსზე სამკურნალოდ მივიყვანეთ და თავი აქვს გატეხილი“ – ოჯახის თქმით, 20 დღის ჩვილს კლინიკაში დაზიანება მიაყენეს:

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ბა­თუმ­ში მცხოვ­რე­ბი ოჯა­ხი ექი­მებს და­უ­დევ­რო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და აცხა­დე­ბენ, რომ 20 დღის ჩვი­ლი, რო­მე­ლიც ბა­თუ­მის იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ა­ზე სამ­კურ­ნა­ლოდ შე­იყ­ვა­ნეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ძირს და­უ­ვარ­დათ და ფაქ­ტის და­მალ­ვა სურთ.

რო­გორც ისი­ნი “ტვ პირ­ველ­თან“ აცხა­დე­ბენ, მას შემ­დეგ რაც ჩვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და, ის თბი­ლი­სის იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ, რე­ა­ნი­მო­ბი­ლით გად­მო­იყ­ვა­ნეს.

  • მშობ­ლე­ბის თქმით, ბავ­შვს თა­ვის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა.

“ბავ­შვს გა­ურ­თულ­და ბრონ­ქე­ბი და სამ­კურ­ნა­ლოდ მი­ვიყ­ვა­ნეთ ბა­თუ­მის იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში. შემ­დეგ ექი­მებ­მა გვი­თხრეს რომ თავი აქვს გა­ტე­ხი­ლი და აბ­რა­ლე­ბენ ოჯახს.

ბავ­შვს გვა­ტა­ნენ სახ­ლში, რო­გორ წა­ვიყ­ვა­ნოთ? გან­სა­კუთ­რე­ბულს არა­ვინ არა­ფერს ითხოვს, მო­არ­ჩი­ნონ. კვი­რა დღეს გა­წე­რეს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს?! და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს და ოჯახს აბ­რა­ლე­ბენ.

არა­ფე­რი არ ჰქონ­და ბავ­შვს. იყო ჯან­მრთე­ლი, ვირუ­სი ჰქონ­და, შე­ვი­და სამ­კურ­ნა­ლოდ, და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს და ოჯახს აბ­რა­ლე­ბენ. თავ­გა­ტე­ხი­ლია ბავ­შვი,“ – აცხა­დე­ბენ ჩვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი.

გაზიარება: