🔻 ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში 20 დღის ჩვილი ხელიდან გაუვარდათ – ახალშობილს თავის ძვლის მოტეხილობა აქვს | ინფორმაციას TV პირველი ახალშობილის ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ბათუმში მდებარე კლინიკა ფაქტის დამალვას ცდილობდა და ტრავმის მიუხედავად ჩვილის საავადმყოფოდან სასწრაფოდ გაწერას გეგმავდა.
🔴 ახალშობილი კლინიკაში რესპირატორული ჩივილებით შეიყვანეს, თუმცა მდგომარეობა მალევე დამძიმდა. მშობლების მოთხოვნით, ბავშვს თავზე კვლევა ჩაუტარდა და აღმოჩნდა რომ თავის ქალა დაზიანებული იყო. ჩვილი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს.
🔴 ფაქტს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციის სააგენტო სწავლობს.