ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“ჯერ სხვა მანქანას დაეჯახა, მერე ავარდა ტროტუარზე… დააობლეს შვილები” – რას ჰყვება თვითმხილველი გლდანში მომხდარ ავარიაზე, რომელსაც ქვეითი, ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

გუ­შინ გლ­დან­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა ქა­ლის, ლალი პა­პი­აშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

  • სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლში მი­მა­ვალ ახალ­გაზ­რდა ქალს მან­ქა­ნა ტრო­ტუ­არ­ზე და­ე­ჯა­ხა. მისი გა­დარ­ჩე­ნა ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლებ­მა და ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზე მი­სულ­მა სას­წრა­ფოს ბრი­გა­დამ სცა­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ ვერ მო­ხერ­ხდა.
  • მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლით არის და­წყე­ბუ­ლი, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს. რო­გორც ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, მძღო­ლი დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და, მან­ქა­ნა ჯერ ავ­ტო­მო­ბილს და­ე­ჯა­ხა, მერე ტრო­ტუ­არ­ზე მყოფ ახალ­გაზ­რდა ქალს. ამ ფაქტს გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც შე­ეს­წრნენ, ისი­ნი ერ­თად გა­მო­ვიდ­ნენ სამ­სა­ხუ­რი­დან და სახ­ლებ­ში მი­დი­ოდ­ნენ. ძა­ლი­ან უჭირთ ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლებს მომ­ხდარ­ზე სა­უ­ბა­რი.

    მსუბუქი ავტომობილი ტროტუარზე ავარდა და ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა. მძღოლი “ბასლაინზე” მოქროდა გიჟივით, ჯერ სხვა მანქანას დაეჯახა, მერე ავარდა ტროტუარზე, საშინელება იყო ამ კადრების ნახვა. მთელი ღამე ამ გოგოს საცოდაობაზე და მის ოჯახზე მეფიქრებოდა. სამსახურიდან გამოვიდა, იქვე “კარფურში” მუშაობდა თურმე. 2 მეტრის მოშორებით მოდიოდა თანამშრომლებთან და ეს ტრაგედია დატრიალდა. მძღოლი ძალიან ახალგაზრდა იყო, ალბათ – სრულწლოვანი, მაგრამ რომ შეხედავდი, ძალიან ბავშვური. ცდილობდნენ გოგოს გადარჩენას. ხელოვნურ მასაჟს უტარებდნენ კარგა ხანს, რომ გული აემუშავებინათ, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. თქვეს რომ დაოჯახებულია, ძალიან კარგი ოჯახი ჰქონდაო და ასე დააობლეს მისი შვილები. ვუსამძიმრებ ოჯახს. საუბარიც მიჭირს, მიკანკალებს ახლაც მთელი ორგანიზმი”, – ამბობს ჩვენთან საუბარში ფაქტის თვითმხილველი.ლალი პაპიაშვილი “კარფურში” მუშაობდა, მას ყველა დადებითად ახასიათებს. ამბობენ, რომ სიცოცხლით სავსე გოგო იყო.“სულ გაღიმებული სახით შეგხვდებოდა. ძალიან თბილი, კეთილი, მშვიდი, წყნარი, გაწონასწორებული გოგო იყო. არაჩვეულებრივი ოჯახის დედა. არ ვიცი, მასზე წარსულში როგორ უნდა ვილაპარაკო. ეს რა გავიგე, ამის დაჯერება მიჭირს. სახლამდე ვერ მიაღწია. როგორ საშიშია ქუჩაში გადაადგილებაც კი. ტროტუარზე იდგა და იქ მოუსწრაფა სიცოცხლე”, – ამბობს ახლობელი.“გუშინ, ასე, 9 საათი იქნებოდა, სამსახურში შევუარე. კარგა ხანს ვსაუბრობდით, გავიხსენეთ ჩვენ შვილებთან ერთად განვლილი წლები. სულ კადრებად მიტრიალებს მისი თვალები, ახლა გული მიკვდება, სიტყვებს ვერ ვპოულობ. რატომ ღმერთო, რატომ?”, – წერს სოციალურ ქსელში მომხდარით შეძრული ახლობელი.”კვირის პალიტრა” სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს მომხდარი ტრაგედიის გამო. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

    გაზიარება: