ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

მაღალი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი ხეს შეეჯახა: მძღოლი ადგილზე დაიღუპა – ავარია ხობში!

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარ ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი ხეს შეეჯახა, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას კი მძღოლი გარდაცვლილი დახვდა.

გავრცელებული ცნობით, იგი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება: