ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“ძლივს გაარკვიეს, რა იყო. ერთი თვე კლინიკაში იწვა, კიდევ 3 თვე მკურნალობა სჭირდება“ – ბრუცელოზის შემთხვევები: როგორ გადადის დაავადება ცხოველიდან ადამიანზე და როგორ დავიცვათ თავი?

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ბრუ­ცე­ლო­ზი (Brucellosis) ზო­ო­ნო­ზუ­რი ინ­ფექ­ცი­აა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ძი­რი­თა­დად, მსხვილ­ფე­ხა და წვრილ­ფე­ხა რქო­სან პი­რუ­ტყვთან კონ­ტაქ­ტით ან არა­სა­თა­ნა­დოდ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი რძის პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბით გა­და­დის ადა­მი­ან­ზე. ბოლო დროს და­ფიქ­სი­რე­ბულ­მა შემ­თხვე­ვებ­მა, მათ შო­რის თბი­ლის­ში, კი­დევ ერთხელ წა­მოჭ­რა ამ და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის რის­კე­ბი და პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა.
სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია 80 წლის თბი­ლი­სე­ლი პა­ცი­ენ­ტის ბრუ­ცე­ლო­ზით ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის მი­ზე­ზა­დაც პა­ცი­ენ­ტის ახ­ლობ­ლე­ბი ფერ­მე­რე­ბის­გან ნა­ყიდ თერ­მუ­ლად და­უ­მუ­შა­ვე­ბელ (ჭყინტ) ყველს ასა­ხე­ლე­ბენ.

პა­ცი­ენ­ტის ახ­ლობ­ლის თქმით, დი­აგ­ნო­ზის დად­გე­ნას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დრო დას­ჭირ­და:

3 ემ-ერ-ტე, კატე, რენტგე­ნი, ანა­ლი­ზე­ბი, ძლივს გა­არ­კვი­ეს, რა იყო. ერთი თვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იწვა და ახლა კი­დევ 3 თვე მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა“ – გვიყ­ვე­ბა რეს­პონ­დენ­ტი.

ამ თე­მა­ზე პა­რა­ზი­ტო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის პა­რა­ზი­ტო­ლოგ მა­ნა­ნა მუ­რუ­სი­ძეს ვე­სა­უბ­რეთ, რო­მე­ლიც გან­მარ­ტავს, რომ თბი­ლის­ში ბრუ­ცე­ლო­ზის შემ­თხვე­ვე­ბი ერ­თე­უ­ლია და ინ­ფი­ცი­რე­ბის ძი­რი­თა­დი წყა­რო რე­გი­ო­ნე­ბი­დან მო­სუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი, უპირ­ვე­ლე­სად კი, მწყემ­სე­ბი და ცხო­ვე­ლებ­თან უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტში მყო­ფი პი­რე­ბი არი­ან:

“ძი­რი­თა­დი ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო მა­ინც ცხო­ვე­ლებ­თან კონ­ტაქ­ტია. ვინც უვ­ლის ცხო­ვე­ლებს, ასე­ვე მწვე­ლა­ვე­ბი, ვინც არი­ან. და­ა­ვა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა ასე­ვე გავ­რცელ­დეს ჭყინ­ტი ყვე­ლის მირ­თმე­ვით, ასე­ვე და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი რძის და­ლე­ვით. თუ რძე პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლია არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ცივს და­ლევს თუ ცხელს ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ თუ რძე აუ­დუ­ღა­რია და ცხო­ვე­ლი ბრუ­ცე­ლო­ზით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მა­შინ გა­და­ე­დე­ბა ადა­მი­ან­საც..”
კლი­ნი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა და დი­აგ­ნოს­ტი­კა:

ბრუ­ცე­ლოზს ახა­სი­ა­თებს არას­პე­ცი­ფი­კუ­რი სიმპტო­მა­ტი­კა, რაც დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბას არ­თუ­ლებს. მა­ნა­ნა მუ­რუ­სი­ძის თქმით, და­ა­ვა­დე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე ვლინ­დე­ბა და­ბა­ლი ან მა­ღა­ლი სი­ცხე­ე­ბი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ად იყოს შე­ფა­სე­ბუ­ლი. და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია სახ­სრე­ბის ან­თე­ბა, ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი და გა­და­ად­გი­ლე­ბის გაძ­ნე­ლე­ბა. გარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს ბრუ­ცე­ლო­ზუ­რი მე­ნინ­გი­ტე­ბი ან მი­ო­კარ­დი­ტი.

“ამ დროს გა­მო­ხა­ტუ­ლია და­ბა­ლი სი­ცხე­ე­ბი, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა მა­ღა­ლი სი­ცხის პე­რი­ო­დიც ჰქონ­დეს პა­ცი­ენტს და ექიმ­მა ეს ვირუ­სად ჩათ­ვა­ლოს. ასე­ვე ახა­სი­ა­თებს სახ­სრე­ბის ან­თე­ბა, ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი, შე­იძ­ლე­ბა პა­ცი­ენტს გა­და­ად­გი­ლე­ბაც უჭირ­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა გარ­თუ­ლე­ბას, შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს ბრუ­ცე­ლო­ზუ­რი მე­ნინ­გი­ტე­ბი, ბრუ­ცე­ლო­ზუ­რი მი­ო­კარ­დი­ტი.

ამ და­ა­ვა­დე­ბა­ზე აცრა ადა­მი­ა­ნებ­ში არ ხდე­ბა, მაგ­რამ ცხო­ვე­ლე­ბის აცრა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ამ და­ა­ვა­დე­ბის გა­დამ­ტა­ნე­ბი არი­ან ძრო­ხე­ბი, ცხვრე­ბი, თხე­ბი, ხარ-კა­მე­ჩი. ღო­რის ფორ­მაც არ­სე­ბობს, მაგ­რამ ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია…“ – გვიხ­სნის პა­რა­ზი­ტო­ლო­გი.

დი­აგ­ნო­ზის დად­გე­ნა ხდე­ბა რამ­დე­ნი­მე კვლე­ვის, მათ შო­რის სე­რო­ლო­გი­უ­რი ტეს­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით.

რო­გორც ფერ­მე­რი და ბიზ­ნეს­მე­ნი ბექა გო­ნაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, მძი­მე შემ­თხვე­ვის დროს ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა საგ­რძნობ­ლად მა­ტუ­ლობს:

“ვიცი, შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც იმ­დე­ნი იკ­ვლი­ეს ადა­მი­ა­ნი, რო­დე­საც და­უ­დას­ტურ­და, ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი 400-ზე იყო ასუ­ლი.”

ბექა გო­ნაშ­ვი­ლი ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს და­ა­ვა­დე­ბის ქრო­ნი­კუ­ლო­ბა­ზე:

“მკურ­ნა­ლო­ბა ხდე­ბა, მაგ­რამ გა­ცი­ე­ბის შემ­დეგ, მა­ინც გა­გახ­სე­ნებს თავს, ქრო­ნი­კუ­ლია ბრუ­ცე­ლო­ზი”, – ის ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ბრუ­ცე­ლოზ­მა ადა­მი­ა­ნებ­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს უნა­ყო­ფო­ბა და მუც­ლის მოშ­ლა.

პრე­ვენ­ცია და პრო­დუქ­ტე­ბის თერ­მუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბა

ბრუ­ცე­ლო­ზის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ცხო­ველ­თა ვაქ­ცი­ნა­ცი­ას, რად­გან ადა­მი­ა­ნებ­ში აცრა არ ტარ­დე­ბა.

ბექა გო­ნაშ­ვი­ლი და­დე­ბი­თად აფა­სებს სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მას, რო­მელ­მაც ცხო­ველ­თა უფა­სო აც­რე­ბი და­ი­წყო:

ბრუ­ცე­ლო­ზის შემ­თხვე­ვე­ბი ძა­ლი­ან ბევ­რია, მაგ­რამ გა­მო­სა­ვა­ლია, რომ სა­ხელ­მწი­ფომ ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია და­ი­წყო ცხო­ველ­თა აცრა. ჩემი პი­რა­დი დაკ­ვირ­ვე­ბით სხვა წლებ­თან შე­და­რე­ბით შემ­ცი­რე­ბუ­ლია. მაგ­რამ მე თა­ვად ვარ მომსწრე, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ქო­ნელს მა­ლა­ვენ და არ ცრი­ან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აცრა უფა­სოა…”

ის ასე­ვე ხაზს უს­ვამს რძის პრო­დუქ­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას:

“ზო­გა­დად ბრუ­ცე­ლას ბაქ­ტე­რია ად­ვი­ლად კვდე­ბა, უბ­რა­ლოდ, თერ­მუ­ლად უნდა იყოს პრო­დუქ­ტი და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. ბრუ­ცე­ლო­ზი­ა­ნი ხორ­ცის მოხ­მა­რე­ბაც კი და­საშ­ვე­ბია, მაგ­რამ არა ამ ცხო­ვე­ლის ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბი. მა­გა­ლი­თად, აუ­დუ­ღა­რი რძე და ჭყინ­ტი ყვე­ლი ამ კუ­თხით სა­ში­შია. რძე და­ახ­ლო­ე­ბით 75 გრა­დუს­ზე უნდა ადუ­ღო 2-3 წუთი და მოკ­ვდე­ბა ბრუ­ცე­ლას ბაქ­ტე­რია.”

“მე უკვე წლე­ბია არ­ცერთ რეს­ტო­რან­ში სულ­გუ­ნის გარ­და ყვე­ლის ნა­წარმს არ ვჭამ“, – ამ­ბობს ბექა გო­ნაშ­ვი­ლი, რომ­ლის თქმი­თაც სულ­გუ­ნის წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სი გა­მო­რი­ცხავს, რომ ბაქ­ტე­რია ცო­ცხლად გა­დარ­ჩეს.

პრე­ვენ­ცი­ის

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
“სიყვარულის ქალაქში… მაგრამ სად არის სიყვარული?!” – რას წერს ლიზა იასკო პარიზიდან
December 9, 2025
საზოგადოება
იმაზე მეტია ვიდრე ბევრი წარმოიდგენდა – ცნობილია ჯამურად რა თანხა გამოუმშავეს მერაბ დვალიშვილმა და პიოტრ იანმა
December 8, 2025
საზოგადოება
საშიში ცვლილებები ბავშვის ტვინში, რაზეც მშობელს ხშირად წარმოდგენაც არა აქვს – რა შედეგი დგება, როცა ბავშვის მთავარი გასართობი ეკრანია!
December 6, 2025
საზოგადოება
პირველკლასელთა რეგისტრაციას ახალი ეტაპი დაემატება – საყოველთაო რეგისტრაციამდე ბავშვის საცხოვრებელი ადგილის პრინციპით დარეგისტრირება იქნება შესაძლებელი
December 5, 2025