ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

უარი ბო­ლო­ნი­ის პრო­ცეს­ზე, უარი ემიგ­რან­ტე­ბის სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბა­ზე, იზო­ლა­ცია და ქვეყ­ნის ჩა­კეტ­ვა! – სსრკ სხვა კი არა­ფე­რი იყო! – ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის მსგავ­სად, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნებ­ზეც ხმის მი­ცე­მას მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრებ­ში შეძ­ლე­ბენ.

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

მი­სი­ვე თქმით, რეპ­რე­სი­ე­ბი, ტე­რო­რი, ელი­ტა­რუ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

“უარი ბო­ლო­ნი­ის პრო­ცეს­ზე! უარი „ერაზ­მუ­სის“ პროგ­რა­მებ­ზე: “სტუ­დენ­ტებ­მა აქ ის­წავ­ლონ“. უარი ემიგ­რან­ტე­ბის სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბა­ზე – “აქ დაბ­რუნ­დნენ და ხმა აქ მის­ცენ“. იზო­ლა­ცია და ქვეყ­ნის ჩა­კეტ­ვა! რეპ­რე­სი­ე­ბი, ტე­რო­რი, ელი­ტა­რუ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი და დუ­მი­ლი! სსრკ სხვა კი არა­ფე­რი იყო“,- წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუქ­ზე“.

შე­გახ­სე­ნებთ, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ახალ „სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსზე“ მუ­შა­ო­ბას იწყებს. რო­გორც დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, კო­დექ­სი სრუ­ლად გა­და­მუ­შავ­დე­ბა, ერთ-ერთი ცვლი­ლე­ბე­ბით კი, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის მსგავ­სად, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნებ­ზეც ხმის მი­ცე­მას მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრებ­ში შეძ­ლე­ბენ.
ასე­ვე, დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და რომ ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­რო, პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი და ბიზ­ნე­სომ­ბუდსმე­ნის ინ­სტი­ტუ­ტი უქ­მდე­ბა. გარ­და ამი­სა, 2026 წლის 1-ელი იან­ვრი­დან უქ­მდე­ბა ბიზ­ნე­სომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტიც, რომ­ლის ფუნ­ქცი­ე­ბიც ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გა­და­ვა.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
“სიყვარულის ქალაქში… მაგრამ სად არის სიყვარული?!” – რას წერს ლიზა იასკო პარიზიდან
December 9, 2025
საზოგადოება
იმაზე მეტია ვიდრე ბევრი წარმოიდგენდა – ცნობილია ჯამურად რა თანხა გამოუმშავეს მერაბ დვალიშვილმა და პიოტრ იანმა
December 8, 2025
საზოგადოება
საშიში ცვლილებები ბავშვის ტვინში, რაზეც მშობელს ხშირად წარმოდგენაც არა აქვს – რა შედეგი დგება, როცა ბავშვის მთავარი გასართობი ეკრანია!
December 6, 2025
საზოგადოება
პირველკლასელთა რეგისტრაციას ახალი ეტაპი დაემატება – საყოველთაო რეგისტრაციამდე ბავშვის საცხოვრებელი ადგილის პრინციპით დარეგისტრირება იქნება შესაძლებელი
December 5, 2025