ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

რა არის სტენტირება და რა გართულებებია მოსალოდნელი სტენტირების შემდეგ!

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

სტენტირება კრიტიკულად შევიწროებული სისხლძარღვის ლითონის კონსტრუქციით – სტენტით გაფართოებაა, რომელიც გულის მკვებავი სისხლძარღვების ნორმალური მუშაობის აღდგენას და გულის ჟანგბადით ნორმალური მომარაგების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

რა გართულებებია მოსალოდნელი სტენტირების შემდგომ?

ყველაზე ხშირი გართულება თრომბოზია, რომელიც შესაძლოა განვითარდეს როგორც ადრეულ, ისე მოგვიანო სტადიაზე, მას თან ახლავს ინფარქტის მსგავსი ტკივილი გულმკერდის არეში.
სწორედ ამ გართულების პროფილაქტიკისთვის მანიპულაციის შემდგომ პაციენტებს უნიშნავენ საკმაოდ მძლავრ დეზაგრეგანტულ პრეპარატებს და ანტიკოაგულანტებს, რომლებიც თრომბოზის რისკის შემცირების საშუალებას იძლევა.
ხშირი გართულებაა სტენტის რესტენოზი, ანუ მდგომარეობა, როდესაც უკვე ჩადგმული სტენტი ხელახლა იფარება ათეროსკლეროზული ფოლაქით ან ითრომბება.

მანიპულაციისას მოსალოდნელია ალერგიული რეაქციების განვითარება კონტრასტულ ნივთიერებაზე, რომელიც ამ დროს გამოიყენება.
სტენტირების შემდგომ გართულებანი შედარებით ხშირია ქრონიკულად მოავადე პირებში, ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია შაქრიანი დიაბეტით მოავადეები, თირკმელების დაავადების და სისხლის შემადედებელი სისტემის პათოლოგიების მქონე პირები.

სწორედ ამიტომ სტენტირების კანდიდატები საკმაოდ დეტალურ და საგულდაგულო სამედიცინო შემოწმებას გადიან. სტენტირების შემდგომ ისინი ასევე სპეციალურ დისპანსერულ მეთვალყურეობას ექვემდებარებიან.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
“საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის” – რა განმარტება კეთდება ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემდეგ?
March 6, 2026
საზოგადოება
ირანის დაზვერვაში აცხადებენ, რომ მზად არიან, მოლაპარაკებები დაიწყონ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ომის დასასრულებლად – „ევრონიუსი“
March 4, 2026
საზოგადოება
უმძიმესი დანაშაული თბილისში – დედა 11 წლის შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ყინვებში
February 28, 2026
საზოგადოება
ლოცვა, რომელიც მიტევების კვირას უნდა წავიკითხოთ
February 22, 2026