- ლობიო – 500 გ
- ხახვი – 2 ცალი
- ნიორი – 5 კბილი
- ქინძი
- ოხრახუში
- პრასი
- ნიახური
- კვაწარახი – 0.5 ჩკ
- პილპილი
- მარილი
- მეგრული აჯიკა – 1 ჩკ
- დაფნის ფოთოლი – 2 ცალი
- უცხო სუნელი – 1 ჩკ
- დაფქული ქინძი – 1 ჩკ
- ქონდარი – 1 ჩკ
მომზადების წესი
ლობიო გავარჩიოთ, გავრეცხოთ და დავალბოთ მთელი ღამით. დილით წყალი გამოვუცვალოთ და მოვხარშოთ ქოთანში, დაფნის ფოთოლთან ერთად. 15 წუთის დუღილის შემდეგ ლობიოს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, პრასი და სხვა დანარჩენი მწვანილები. (ცოტაოდენ მწვანილს ვიტოვებთ). დავახუროთ თავზე და ვხარშოთ კიდევ 30-35 წუთით. მანამ, სანამ ლობიო იხარშება ხახვთან და მწვანილებთან ერთად, გავარჩიოთ ნიორი. დავნაყოთ მარილთან, დაღერღილ წიწაკასთან და ქინძთან ერთად. მოხარშულ ლობიოს დავუმატოთ სუნელები, მარილი, აჯიკა, კვაწარახი და დანაყილი ნიორი. ამოვურიოთ და ისევ შემოვდგათ 5-10 წუთით. მზა ლობიო მსუბუქად ამოვზილოთ (თუ თვლით, რომ წყალი მეტია, ამოიღეთ და შემდეგ დაუმატეთ სასურველი სისქის მისაღებად) და დავუმატოთ მორჩენილი ცოცხალი მწვანილები.გემრიელად მიირთვით ღომთან, ან მჭადთან ერთად!