ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“ბროწეული – შიგნით დამალული სამკურნალო ძალა!”

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ბროწეულის სამკურნალო თვისებები პირველად ძველმა ბერძენმა ექიმმა ჰიპოკრატემ აღმოაჩინა. ჰიპოკრატე ბროწეულის წვენს იყენებდა კუჭის ტკივილის დროს, ხოლო ქერქს ნაწლავური დარღვევების სამკურნალოდ.

შემოგთავაზებთ ბროწეულის ქერქის ნაყენის მომზადებისა და გამოყენების წესებს:

ჭიქაში ჩაყარეთ ბროწეულის 12 გრ გამომშრალი ქერქი და დაასხით ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. დაახურეთ ლამბაქი, გააჩერეთ ნახევარი საათი და სამკურნალო ნაყენი მზად არის.

გაითვალისწინეთ, სხვადასხვა დაავადების დროს განსხვავებული დოზით უნდა მიიღოთ.

დიზენტერიის სამკურნალოდ გამოიყენეთ შემდეგი წესის მიხედვით: ნაყენის მომზადებიდან 30 წუთის შემდეგ, დალიეთ მომზადებული მასის ნახევარი, ანუ ნახევარი ჭიქა. დარჩენილი ნაყენი არ გადაწუროთ, დაახურეთ ლამბაქი და გააჩერეთ მომდევნო გამოყენებამდე. თუ მიღებიდან 10-20 წუთის შემდეგ, თავს უკეთ იგრძნობთ ე. ი. ჩვეულებრივი ფაღარათია.
თუ ნაყენის მიღებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ვერ იგრძნობთ შვებას, დარჩენილი მასა დალიეთ 3 საათის შემდეგ.
კუჭის წყლულის, ნაწლავის წყლულის, დისბაქტერიოზის დროს ბროწეულის ქერქი გამოიყენეთ შემდეგი წესის მიხედვით: როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, დაყენებიდან 25-30 წუთის შემდეგ დაიწყეთ ნაყენის მიღება. მომზადებული ნაყენის 100 მლ გაყავით 4 ნაწილად და დალიეთ დღეში 4-ჯერ. პირველად დალიეთ უზმოზე, მეორედ და მესამედ_ თქვენთვის ხელსაყრელ დროს, ხოლო მეოთხედ აუცილებლად_ ძილის წინ.
ნაყენი მიიღეთ აუცილებლად დღეგამოშვებით. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 7 დღე.

ერთი კვირის შემდეგ მიიღებთ სასურველ შედეგს. თუ გსურთ, სამკურნალო პროცედურების გაგრძელება, დაისვენეთ ერთი კვირა და შემდეგ კვლავ მიიღეთ ბროწეულის ქერქის ნაყენი. აუცილებლად დაიცავით ზემოთ მითითებული მიღების წესები.

მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება.

ბროწეულის ქერქის ინფუზია შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭრილობების შესახორცებლად. ჭრილობაზე დაიდეთ ბროწეულის ქერქის ნაყენით დატენიანებული სუფთა (ბამბის) ქსოვილი და შეიხვიეთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
“საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის” – რა განმარტება კეთდება ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემდეგ?
March 6, 2026
საზოგადოება
ირანის დაზვერვაში აცხადებენ, რომ მზად არიან, მოლაპარაკებები დაიწყონ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ომის დასასრულებლად – „ევრონიუსი“
March 4, 2026
საზოგადოება
უმძიმესი დანაშაული თბილისში – დედა 11 წლის შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ყინვებში
February 28, 2026
საზოგადოება
ლოცვა, რომელიც მიტევების კვირას უნდა წავიკითხოთ
February 22, 2026