ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“თანამშრომელმა დამირეკა, რომ ექიმმა ვენები გადაიჭრაო… ყვე­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლია, ეს ქალ­ბა­ტო­ნი ძა­ლი­ან გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლია… ” – რას ამბობს ქუთაისში, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რ ინ­ცი­დენ­ტზე კლინიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი?

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის ფაქ­ტზე, რომ­ლის დრო­საც ექიმ­მა ქალ­მა თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ყე­ნა, შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, აღ­ნიშ­ნულ შემ­თხვე­ვას წინ უძღო­და ხან­გრძლი­ვი სა­მარ­თლებ­რი­ვი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი დავა კლი­ნი­კის მე­სა­კუთ­რე­ებ­სა და მე­ნე­ჯმენტს შო­რის.

მა­რი­ამ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი კლი­ნი­კის 33%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი და კლი­ნი­კის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია, თუმ­ცა, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, სა­კუ­თა­რი აშე­ნე­ბუ­ლი კლი­ნი­კი­დან ატი­რე­ბუ­ლი გა­მო­უშ­ვეს.

– მა­რი­ამ, რა ხდე­ბო­და კლი­ნი­კა­ში დღე­ვან­დელ ინ­ცი­დენ­ტამ­დე?

კლი­ნი­კა­ში არის გა­უ­საძ­ლი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა. მე თა­ვად, დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, რად­გან დი­რექ­ტო­რი, კახა ნუ­რა­ლი­ძე, ისეთ პი­რო­ბებ­ში მა­ყე­ნებ­და, რომ გა­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვი­ყა­ვი და უბ­რა­ლოდ, ატი­რე­ბუ­ლი წა­მო­ვე­დი იქი­დან. მან მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და გა­მა­თა­ვი­სუფ­ლა სამ­სა­ხუ­რი­დან, რა­საც ახლა ქუ­თა­ი­სის სა­სა­მარ­თლო იძი­ებს.

მე­უბ­ნე­ბო­და, – მერე რა, რომ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ხარ, აქ შენი საქ­მე არა­ფე­რი­აო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ჩემს სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში შეს­ვლა ამიკ­რძა­ლა და თა­ნამ­შრომ­ლებს ეუბ­ნე­ბო­და, – ვინც მა­რი­ამს ოთახ­ში შე­მო­უშ­ვებთ, ყვე­ლას სამ­სა­ხუ­რი­დან მოგხსნი­თო. ამის ჩა­ნა­წე­რე­ბი მაქვს.

ვყავ­დი ფსი­ქო­ლო­გი­ურ სტრეს­ში. პირ­და­პირ მე­უბ­ნე­ბო­და, – “ენა ტლი­კი­ნა ხარო“. ზო­გა­დად, ექი­მე­ბის კა­ბი­ნე­ტებ­ში შეს­ვლა ამიკ­რძა­ლა. მერე თა­ნამ­შრომ­ლებს ეუბ­ნე­ბო­და, რომ, ვინც მა­რი­ამს თქვენს ოთახ­ში შე­მო­უშ­ვებთ, ყვე­ლას მოგხსნით სამ­სა­ხუ­რე­ბი­და­ნო. და რა თქმა უნდა, ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი ყვე­ლა­ფე­რი მაქვს, იმი­ტომ რომ სხვა გზა არ იყო, რომ არ ჩა­მე­წე­რა.

29 ივ­ნისს ჩემი და­ბა­დე­ბის დღე იყო. თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სი­ურპრი­ზი მო­მი­წყვეს, ტორ­ტი და ყვა­ვი­ლე­ბი მო­მი­ტა­ნეს. ამ დროს შე­მო­ვი­და დი­რექ­ტო­რი, ვი­თომ სა­დღეგ­რძე­ლოს თქმა და­ა­პი­რა და მკი­თხა: “რამ­დე­ნი წლის გახ­დიო?“. ვუ­პა­სუ­ხე – 33-ის-მეთ­ქი. “უი, ქრის­ტეს ასაკ­ში ყო­ფილ­ხარ და ფრთხი­ლად იყა­ვი, ჯვარ­ზე არ გა­გაკ­რა­თო“, – მი­თხრა ყვე­ლას თან­დას­წრე­ბით. ეს იყო ბოლო წვე­თი. ამის შემ­დეგ იქ ვე­ღარ გავ­ჩერ­დი.

ჩემი ქმა­რი იყო ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ამ კლი­ნი­კის, შოთა მა­რუ­აშ­ვი­ლი, რო­მელ­თა­ნაც თა­ვად არა­ნა­ი­რი კო­მუ­ნი­კა­ცია არ ჰქო­ნია, იმი­ტომ რომ შოთა არის სა­პყრო­ბი­ლე­ში – ქრთა­მის გა­ცე­მის მუხ­ლით აქვს ბრალ­დე­ბა წა­ყე­ნე­ბუ­ლი.

– ექიმ­ზე, რო­მელ­მაც თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ყე­ნა, რას გვე­ტყვით? ჰქონ­და თუ არა მას თქვენ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ინ­ცი­დენ­ტამ­დე?

კი, ინ­ცი­დენ­ტამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 10 დღით ადრე და­მი­რე­კა კი­ვი­ლით: “აქა­უ­რო­ბის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ხარ და მიშ­ვე­ლეთ, ამ კაცს მი­ხე­დეთ, აღარ შე­მიძ­ლია, თავს მო­მაკ­ვლე­ვი­ნებ­სო!“. ის ყვე­ლას ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტე­რორ­ში ამ­ყო­ფებს. სა­თი­თა­ოდ ჰყავს ყვე­ლა კა­ბი­ნეტ­ში და­ნა­ბა­რე­ბი და ეუბ­ნე­ბა – აქ ორი მხა­რეა, თუ ჩემს მხა­რეს არ დად­გე­ბით, ყვე­ლას გა­გა­თა­ვი­სუფ­ლებ­თო. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩემს პოს­ტებ­ზე “ლა­ი­ქის“ და­წე­რა­საც კი უშ­ლი­და თა­ნამ­შრომ­ლებს. ვი­საც და­ლა­ი­ქე­ბუ­ლი ჰქონ­და, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე გა­ნი­ხი­ლავ­და და შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და.

– დღეს რა მოხ­და? აი, თქვენ რო­გორ შე­ი­ტყვეთ ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ?

თა­ნამ­შრო­მელ­მა და­მი­რე­კა, რომ ექიმ­მა ვე­ნე­ბი გა­და­იჭ­რაო. მა­ნამ­დეც ვე­სა­უბ­რე იქა­ურ ექი­მებს და მი­თხრეს, – ცუ­დად არის, მის გაშ­ვე­ბას აპი­რებს სამ­სა­ხუ­რი­და­ნო. მე, რა თქმა უნდა, აზრს არა­ვინ არ მე­კი­თხე­ბო­და, მაგ­რამ დღეს რა მოხ­და კონ­კრე­ტუ­ლად, მარ­თლა არ ვიცი.

ყვე­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლია, რად­გან ეს ქალ­ბა­ტო­ნი ძა­ლი­ან კარ­გი ექი­მია. მშვი­დი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან ბევრ კლი­ნი­კა­ში უმუ­შა­ვია და არ­ცერთ კლი­ნი­კა­ში არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნია. ისე­თი ადა­მი­ა­ნია, რომ წყო­ბი­დან გა­მო­სუ­ლი არ მი­ნა­ხავს.

ახლა, რო­გორც ვი­ცით, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ჰყავთ წაყ­ვა­ნი­ლი. მეც და­მი­კავ­შირ­დნენ და ვუ­თხა­რი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მივ­ცემ ჩვე­ნე­ბას.

  • “ეს არის კას­ტა, რო­მელ­საც კლი­ნი­კის გა­ძარ­ცვა უნდა – მე ამას არ და­ვუშ­ვებ“

კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი, კახა ნუ­რა­ლი­ძე, რო­მე­ლიც წლე­ბია სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობს, ბრალ­დე­ბებს “უნი­ჭო პრო­ვო­კა­ცი­ას“ უწო­დებს.

ბა­ტო­ნო კახა, მა­რი­ამ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი გა­და­ნა­შა­უ­ლებთ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­სა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ტე­რორ­ში. რას უპა­სუ­ხებთ მას?

– ეს არის გრძე­ლი ის­ტო­რია. კლი­ნი­კა 2024 წლის დე­კემ­ბერ­ში იყო სრუ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით უნდა გა­ყი­დუ­ლი­ყო. მე მომ­მარ­თეს მის გა­და­სარ­ჩე­ნად და ჩემ­მა გუნ­დმა ეს ბრწყინ­ვა­ლედ შე­ას­რუ­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა მა­რი­ამ ბო­ჭო­რიშ­ვილს, ის გა­თა­ვი­სუფ­ლდა პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი და დესტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გამო.

ეს არის ადა­მი­ა­ნე­ბის კას­ტა, რომ­ლებ­საც სხვა გზა აღარ დარ­ჩათ და ყვე­ლაფ­რის მკად­რებ­ლე­ბი არი­ან. მათ უნ­დათ ხე­ლის ფა­თუ­რი ისევ კლი­ნი­კის ფი­ნან­სებ­ში, რა­მაც და­აქ­ცია ეს სა­ა­ვად­მყო­ფო თა­ვის დრო­ზე. ვერ ეგუ­ე­ბი­ან იმას, რომ კლი­ნი­კა წინ მი­დის. “ლა­ი­ქე­ბის“ აკ­რძალ­ვა და მსგავ­სი რა­მე­ე­ბი არის სრუ­ლი აბ­სურ­დი და ტყუ­ი­ლი. 21-ე სა­უ­კუ­ნეა, ყვე­ლამ იცის ვინ ვინ არის.

– დღე­ვან­დელ ინ­ცი­დენტზე რას გვე­ტყვით? რა­ტომ მი­ი­ყე­ნა ექიმ­მა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი?

ეს ქალ­ბა­ტო­ნი წინა კვი­რა­ში გა­ვაფრ­თხი­ლე, რომ არას­წო­რად იქ­ცე­ო­და – სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აწარ­მო­ებ­და კა­ნონ­დარ­ღვე­ვით ქმე­დე­ბებს, რაც ასე­ვე გა­მო­ძი­ე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­აა უკვე. გა­ვაფრ­თხი­ლე, რომ არ მინ­და შენი სამ­სა­ხუ­რი­დან გაშ­ვე­ბა და ნუ მა­ი­ძუ­ლებ-მეთ­ქი.

მე­ო­რე დღეს კი­დევ უფრო უა­რე­სი გა­ა­კე­თა. მე ეს სა­კი­თხი ეთი­კის კო­მი­სი­ას გა­და­ვე­ცი გან­სა­ხილ­ვე­ლად, მეტს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი… თუმ­ცა, კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, – კლი­ნი­კა არის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის რე­ჟიმ­ში, მი­დის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია, მე სრუ­ლი უფ­ლე­ბა მაქვს გა­ვუშ­ვა ვინც მინ­და და დავ­ტო­ვო ვინც მინ­და.

ამათ რომ სხვა გზა აღარ დარ­ჩათ, წა­მო­ვიდ­ნენ მსგავს პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე.

ვი­თომ ვე­ნე­ბის გა­დაჭ­რა და ოპე­რა­ცია – ტყუ­ი­ლია! არა­ვი­თა­რი ოპე­რა­ცია არ დას­ჭირ­ვე­ბია, თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ყე­ნა ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლას. მე არა­ფე­რი არ მით­ქვამს შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი, მან კი მი­პა­სუ­ხა – “თქვენ ხართ არა­კა­ციო…” ის აუ­ცი­ლებ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სი­ე­რე­ბით.

– გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ზეც…

რა თქმა უნდა, პო­ლი­ცია უკვე იყო მო­სუ­ლი, დამ­კი­თხეს, და­კი­თხეს სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც და ამ ეტაპ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით ვამ­ბობ, ვენ­დო­ბი გა­მო­ძი­ე­ბას, მშვი­დად ვარ და არ ვნერ­ვი­უ­ლობ…

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საინტერესო
გაიჩერეთ ნიორი პირში 30 წუთის განმავლობაში და გაიგე, რას უწყობს ხელს ეს უცნაური, მაგრამ ეფექტური ხერხი!
March 7, 2026
საინტერესო
მომილოცეთ ❤️ ელის მარიას ”ძამიკო” ეყოლება, მიშას საჩუქარია… 😱😱 ნახეთ სოფოს ნიჟარაძის ოჯახში მატება.
February 18, 2026
საინტერესო
“ერთი ადამიანი მოკვლით დამემუქრა…“ – ზალიკო ბერგერის სკანდალური განცხადება
February 12, 2026
საინტერესო
დიდი ხნის ნაცნობმა მამა გაბრიელთან რამდენიმე კაცი მიიყვანა გასაცნობად, თან განუმარტა მათ, რომ გაბრიელი წმინდა მამა იყო და არაფერს ჭამდა. სტუმრების გამოჩენისთანავე მამა გაბრიელმა ყვირილი და უცნაური სიტყვების წარმოთქმა დაიწყო. ჯამს ეცა და გაიძახოდა:
February 12, 2026