ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

14 თებერვალს კორკოტობაა – დღე, როდესაც ქრისტიანები სახლში კორკოტს, იგივე ხორბლის ფლავს ან წანდილს ამზადებენ… 🍲🤎

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

14 თებერვალს კორკოტობაა – დღე, როდესაც ქრისტიანები სახლში კორკოტს, იგივე ხორბლის ფლავს ან წანდილს ამზადებენ… 🍲🤎

კორკოტი მარილით და ერბოთი ზავდება, წანდილი – თაფლით, ქიშმიშითა და ნიგვზით.

მომზადების წესები: 👇

კორკოტი:
დაბეგვილი კორკოტი დავალბოთ და მოვხარშოთ კარგად. შევფუთოთ და გავაჩეროთ რამდენიმე საათი, უმჯობესია მეორე დღემდე. ისევ შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე, შევაზილოთ წინასწარ წამოდუღებული რძე და მარილი. მაგიდასთან მიტანის წინ დავუმატოთ ერბო ☦️

წანდილი:
ხორბალს დავასხათ წყალი და ვხარშოთ რამდენიმე საათის განმავლობაში. შემდეგ გადმოვდგათ და შევფუთოთ. ნელთბილს ჩავაყაროთ გარეცხილი, დარჩეული ქიშმიში, თაფლი და დანაყილი ან წვრილად დაჭრილი ნიგოზი ☦️

რომელი გიყვართ – კორკოტი თუ წანდილი? 🤔❤️

გაზიარება: