ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

მამა გაბრიელს კელიაში ჰქონდა კოკა-კოლა, რომელზედაც იყო შტრიხკოდი. მაშინ არ იყო პროდუქტებზე შტრიხკოდები

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

მამა გაბრიელს კელიაში ჰქონდა კოკა-კოლა, რომელზედაც იყო შტრიხკოდი. მაშინ არ იყო პროდუქტებზე შტრიხკოდები.

“შეხედეთ, ეს ანტიქრისტეს ნიშანია. მალე ყველა პროდუქტს დაედება და მისი ნომერი იქნება. მაგრამ არ შეგეშინდეთ, ჯვარი გადასახეთ და მიიღეთ, არ გავნებთო. არ დაგავიწყდეთ, პროდუქტზე ჯვრის გადასახვა სანამ მიიღებთ საკვებსო.”

ჰყვებოდა, რომ ამის შემდეგ უკვე ადამიანებს დაედებათ ეს შტრიხკოდი, დაინომრებიანო. აცრის შემდეგ ხომ დაგვედო კიდეც შტრიხკოდები. არც ამან შეგაშინოთ. მაგრამ აი, შემდეგ მოდის ჩიპის ჩადგმაო. ვინც მას ჩაიდგამს, არ ჰქონდეს წილი არასოდეს უფალთან. მხოლოდ სამი წელი იქნებიან ბედნიერები. მესამე წელს მთელ სხეულზე ისეთი წყლულები გაუჩნდებათ, ვერავინ ვერ უშველისო. საყოველთაო შიმშილი დაიწყება, ეცადეთ, ყველანი ერთად იყოთ, ჯგუფ-ჯგუფად და ბოროტი ვერ მოგერევათო. ანტიქრისტეს საქართველოში არაფერი გამოუვა, მიატოვებს და წავა აქედანო.

ამბობდა – წმინდანთა ჯაჭვი საქართველოს საზღვრებს გარს შემოევლება და ვერავინ გადმოვა. როცა მთელ დედამიწაზე უბედურება დატრიალდება, ივერია გაბრწყინება. საქართველოში უდიდესი ბედნიერება მოვაო.

ჩემი მეგობარი მონაზონი, რომელსაც სულიერი ხილვები აქვს, მეუბნება, დროზე დაბრუნდი საქართველოში, თორემ მერე ვეღარ შემოხვალ საზღვარზეო.

ბოლო ჟამს, ქართველ ერს მხოლოდ სიყვარული გადაარჩენსო, მამა გაბრიელი ამბობდა.

ღვთიური სიყვარულის ლამპარი დაგენთოთ გულებში, სხვაგვარად შეუძლებელია იყოს მშვიდობა… ..”

🔖 მანანა ხორბალაძის მოგონებები, ღირს გაბრიელ აღმსარებელსა და სალოსზე

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საინტერესო
გაიჩერეთ ნიორი პირში 30 წუთის განმავლობაში და გაიგე, რას უწყობს ხელს ეს უცნაური, მაგრამ ეფექტური ხერხი!
March 7, 2026
საინტერესო
მომილოცეთ ❤️ ელის მარიას ”ძამიკო” ეყოლება, მიშას საჩუქარია… 😱😱 ნახეთ სოფოს ნიჟარაძის ოჯახში მატება.
February 18, 2026
საინტერესო
“ერთი ადამიანი მოკვლით დამემუქრა…“ – ზალიკო ბერგერის სკანდალური განცხადება
February 12, 2026
საინტერესო
დიდი ხნის ნაცნობმა მამა გაბრიელთან რამდენიმე კაცი მიიყვანა გასაცნობად, თან განუმარტა მათ, რომ გაბრიელი წმინდა მამა იყო და არაფერს ჭამდა. სტუმრების გამოჩენისთანავე მამა გაბრიელმა ყვირილი და უცნაური სიტყვების წარმოთქმა დაიწყო. ჯამს ეცა და გაიძახოდა:
February 12, 2026