ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

ნებისმიერი თეთრი ნივთი ისეთივე სუფთა და ქათქათა გახდება, როგორც შეძენის დღეს. გთავაზობთ მარტივ ინსტრუქცია.

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

თუ გსურთ, თეთრ ნივთებს, განსაკუთრებით წინდებს, დაუბრუნოთ სიქათქათე, უმარტივესი ინგრედიენტებით მოამზადეთ ხსნარი და ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღეთ მაქსიმალური შედეგი.

ხსნარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 2-3 ლ ადუღებული წყალი
  • სოდა 2 ს. კ.
  • ძმარი (9%-იანი) 50 მლ
  • ჭურჭლის სარეცხი საშუალება 2 ს. კ.
  • მარილი 2 ს. კ.

ინგრედიენტების პროპორციები დამოკიდებულია ნივთების რაოდენობაზე.

ინსტრუქცია:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ თასში და ჩაალბეთ თეთრი ნივთები. გააჩერეთ 2 საათი. შემდეგ ამოწურეთ და გარეცხეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით.

მარტივი და ეფექტური საშუალებით მიიღებთ მაქსიმალურ შედეგს.

გაზიარება: