ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

5 თებერვალი ~ ღირსი სალამან მდუმარეს, ხსენება (+ 400)

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ღირსი სალამან მდუმარე IV-V საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწეობდა. ის გახლდათ კაპერსანის დასახლებიდან, რომელიც მდინარე ევფრატის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. სალამანს მარტოობა უყვარდა, ამიტომ მდინარის მეორე ნაპირზე მოძებნა პატარა ქოხი და იქ განმარტოვდა.

წმინდა მამამ ქოხს კარიც და ფანჯარაც დაულუქა. წელიწადში მხოლოდ ერთხელ ქოხის კედლის ქვეშ გათხრილი გვირაბით გადიოდა გარეთ, რათა საკვები მოემარაგებინა. როდესაც ადგილობრივმა ეპისკოპოსმა მისი მოღვაწეობის შესახებ შეიტყო, მისი მონახულება და პატივის მიგება განიზრახა. ეპისკოპოსის ბრძანებით, მამა სალამანის ქოხის ერთი კედელი მოშალეს, ასე შეაღწია მღვდელმთავარმა მდუმარე ბერთან. ეპისკოპოსმა მღვდლად დაასხა ხელი სალამანს, თუმცა ბერს დუმილის აღთქმა არც მაშინ დაურღვევია. მღვდელმთავარმა დატოვა სალამანის ქოხი და ბრძანა, დარღვეული კედელი აღედგინათ.

კაპერსანის მოსახლეობას სურდა ღვთისმსახური ჰყოლოდა, ამისთვის მათ ბერი სალამანის მარტოობა დაარღვიეს და აიძულეს თავისი ქოხი დაეტოვებინა. სოფელში აუშენეს კელია და იქ შეასახლეს მდუმარე მღვდელი, თუმცა სალამანს არც იქ დაურღვევია მდუმარების აღთქმა. ბოლოს, სოფლის მოსახლეობა იძულებული გახდა, მდუმარე მამა ძველ სამყოფელში დაებრუნებინა. ასეთ ღვაწლში იმყოფებოდა ღირსი სალამანი აღსასრულამდე (+ 400).
უფალოშეგვიწყალენ

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საინტერესო
გაიჩერეთ ნიორი პირში 30 წუთის განმავლობაში და გაიგე, რას უწყობს ხელს ეს უცნაური, მაგრამ ეფექტური ხერხი!
March 7, 2026
საინტერესო
მომილოცეთ ❤️ ელის მარიას ”ძამიკო” ეყოლება, მიშას საჩუქარია… 😱😱 ნახეთ სოფოს ნიჟარაძის ოჯახში მატება.
February 18, 2026
საინტერესო
“ერთი ადამიანი მოკვლით დამემუქრა…“ – ზალიკო ბერგერის სკანდალური განცხადება
February 12, 2026
საინტერესო
დიდი ხნის ნაცნობმა მამა გაბრიელთან რამდენიმე კაცი მიიყვანა გასაცნობად, თან განუმარტა მათ, რომ გაბრიელი წმინდა მამა იყო და არაფერს ჭამდა. სტუმრების გამოჩენისთანავე მამა გაბრიელმა ყვირილი და უცნაური სიტყვების წარმოთქმა დაიწყო. ჯამს ეცა და გაიძახოდა:
February 12, 2026