ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

ბებია აგროვებდა და ინახავდა ბროწეულის ქერქსბროწეულის სამკურნალო თვისებები პირველად ძველმა ბერძენმა ექიმმა ჰიპოკრატემ აღმოაჩინა.

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ბებია აგროვებდა და ინახავდა ბროწეულის ქერქს
ბროწეულის სამკურნალო თვისებები პირველად ძველმა ბერძენმა ექიმმა ჰიპოკრატემ აღმოაჩინა. ჰიპოკრატე ბროწეულის წვენს იყენებდა კუჭის ტკივილის დროს, ხოლო ქერქს ნაწლავური დარღვევების სამკურნალოდ.

ავიცენა ბროწეულის ყვავილს იყენებდა სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, ყელის ტკივილისა და დიზენტერიის სამკურნალოდ, სიცხის დამწევ საშუალებად.

ბროწეულის წვენს იყენებენ კუჭისა და ნივთიერებათა ცვლის ფუნქციების გასაუმჯობესებლად, ჰემოგლობინის ასამაღლებლად, არის შარდმდენი, ქოლეტური, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, მატონიზირებელი და სიცხის დამწევი საშუალება.

ბროწეულის სამკურნალო თვისებები განპირობებულია მანგანუმის მაღალი შემცველობით.

შემოგთავაზებთ ბროწეულის ქერქის ნაყენის მომზადებისა და გამოყენების წესებს:

ჭიქაში ჩაყარეთ ბროწეულის 12 გრ გამომშრალი ქერქი და დაასხით ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. დაახურეთ ლამბაქი, გააჩერეთ ნახევარი საათი და სამკურნალო ნაყენი მზად არის.

გაითვალისწინეთ, სხვადასხვა დაავადების დროს განსხვავებული დოზით უნდა მიიღოთ.

დიზენტერიის სამკურნალოდ გამოიყენეთ შემდეგი წესის მიხედვით: ნაყენის მომზადებიდან 30 წუთის შემდეგ, დალიეთ მომზადებული მასის ნახევარი, ანუ ნახევარი ჭიქა. დარჩენილი ნაყენი არ გადაწუროთ, დაახურეთ ლამბაქი და გააჩერეთ მომდევნო გამოყენებამდე. თუ მიღებიდან 10-20 წუთის შემდეგ, თავს უკეთ იგრძნობთ ე. ი. ჩვეულებრივი ფაღარათია.
თუ ნაყენის მიღებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ვერ იგრძნობთ შვებას, დარჩენილი მასა დალიეთ 3 საათის შემდეგ.
კუჭის წყლულის, ნაწლავის წყლულის, დისბაქტერიოზის დროს ბროწეულის ქერქი გამოიყენეთ შემდეგი წესის მიხედვით: როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, დაყენებიდან 25-30 წუთის შემდეგ დაიწყეთ ნაყენის მიღება. მომზადებული ნაყენის 100 მლ გაყავით 4 ნაწილად და დალიეთ დღეში 4-ჯერ. პირველად დალიეთ უზმოზე, მეორედ და მესამედ_ თქვენთვის ხელსაყრელ დროს, ხოლო მეოთხედ აუცილებლად_ ძილის წინ.
ნაყენი მიიღეთ აუცილებლად დღეგამოშვებით. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 7 დღე.

ერთი კვირის შემდეგ მიიღებთ სასურველ შედეგს. თუ გსურთ, სამკურნალო პროცედურების გაგრძელება, დაისვენეთ ერთი კვირა და შემდეგ კვლავ მიიღეთ ბროწეულის ქერქის ნაყენი. აუცილებლად დაიცავით ზემოთ მითითებული მიღების წესები.

მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება.

ბროწეულის ქერქის ინფუზია შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭრილობების შესახორცებლად. ჭრილობაზე დაიდეთ ბროწეულის ქერქის ნაყენით დატენიანებული სუფთა (ბამბის) ქსოვილი და შეიხვიეთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საინტერესო
გაიჩერეთ ნიორი პირში 30 წუთის განმავლობაში და გაიგე, რას უწყობს ხელს ეს უცნაური, მაგრამ ეფექტური ხერხი!
March 7, 2026
საინტერესო
მომილოცეთ ❤️ ელის მარიას ”ძამიკო” ეყოლება, მიშას საჩუქარია… 😱😱 ნახეთ სოფოს ნიჟარაძის ოჯახში მატება.
February 18, 2026
საინტერესო
“ერთი ადამიანი მოკვლით დამემუქრა…“ – ზალიკო ბერგერის სკანდალური განცხადება
February 12, 2026
საინტერესო
დიდი ხნის ნაცნობმა მამა გაბრიელთან რამდენიმე კაცი მიიყვანა გასაცნობად, თან განუმარტა მათ, რომ გაბრიელი წმინდა მამა იყო და არაფერს ჭამდა. სტუმრების გამოჩენისთანავე მამა გაბრიელმა ყვირილი და უცნაური სიტყვების წარმოთქმა დაიწყო. ჯამს ეცა და გაიძახოდა:
February 12, 2026