- ფქვილი – 190 გ
- კაკაო – 3 სკ
- შაქარი – 125 გ
- გამაფხვიერებელი – 1 ჩკ
- მარილი – 0.5 ჩკ
- ვანილი
- ძმარი 9% – 1 ჩკ
- ზეთი – 5 სკ
- თბილი წყალი – 250 მლ
მომზადების წესი
პირველ ეტაპზე ერთმანეთს მშრალი ინგრედიენტები შეურიეთ. ცალკე ჭიქაში გააზავეთ ზეთი და ძმარი, შემდეგ კი მიღებული სითხე ფხვიერ მასას დაუმატეთ. ჩაასხით 250 მლ თბილი წყალი და კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, გადაიტანეთ მასში ცომი და გამოაცხვეთ 180°C-ზე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით. გამომცხვარი კექსი გააგრილეთ და მორთეთ სურვილისამებრ.
რჩევა: მე 26 სმ-იანი ფორმა გამოვიყენე, თუმცა უკეთესი შედეგისთვის გირჩევთ 20-22 სმ-იანი ფორმა აიღოთ — ასე კექსი უფრო მაღალი და ეფექტური გამოვა.მიუხედავად იმისა, რომ დესერტი სრულად სამარხვო ინგრედიენტებით მზადდება, ის საოცრად ნოტიო, ჰაეროვანი და გემრიელი გამოდის