ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“სახლი წელიწადში ერთხელ მაინც უნდა იკურთხოს” – რა უნდა იცოდეთ სახლის კურთხევაზე და სად უნდა წაიღოთ სტიკერები რემონტის შემდეგ

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

სახლის კურთხევას დიდი ძალა აქვს. როგორც სასულიერო პირები განმარტავენ, კურთხევისას სახლში ანგელოზი შემოდის და ოჯახის მფარველად რჩება. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს ოჯახებში შემოსულ სტუმართაგან ზოგი კეთილი გულით შემოდის, ზოგიც – ბოროტი განზრახვით. სახლის კურთხევა სწორედ ამ ბოროტი ძალების განდევნისთვისაა საჭირო.

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

– რატომ არის აუცილებელი სახლის კურთხევა?

– სახლის კურთხევა ერთ-ერთი აუცილებელი მსახურებაა, რადგნაც კურთხევის დროს განიდევნება ბოროტი ძალები. იკითხება ისეთი ლოცვები, რომლებიც განწმენდს ოჯახს, რადგან ოჯახი ქრისტიანობაში მეორე ეკლესიადაა მიჩნეული. ამის შესახებ პავლე მოციქული ბრძანებს, რომ ოჯახი მეორე ეკლესიააო. სახლის კურთხევის დროს მთავარია, კედელზე ნაკურთხი ზეთით ჯვრები გამოისახოს. ეს შეიძლება დახატულ ჯვარზე გადატარდეს ან სტიკერებზე, რომელიც ძალიან პრაქტიკული და ლამაზია.

– როცა სახლი უკვე ნაკურთხია და მიკრულია “სტიკერები”, რემონტისას მათზე შპალერის გადაკვრა ან გადაღებვა შეიძლება?

– თუ სტიკერი კედელს მოძვრა, გამოიყენეთ წებო და თავიდან მიაკარით კედელზე. სახლის რემონტის დროს ფრთხილად უნდა მოიხსნას და აუცილებლად უნდა დაიმარხოს ეკლესიის ეზოში, სპეციალურად გამზადებულ ორმოში.

– რამდენ ხანში ერთხელ უნდა ვაკურთხოთ სახლი?

– სახლი წელიწადში ერთხელ მაინც უნდა იკურთხოს. მთავარია სარწმუნოებით მკვიდრობ მას შინა. თუ ადამიანი სწორად არ ცხოვრობს, ყოველდღე რომ აკურთხოს სახლი, მაინც არაფერი შეიცვლება. ქრისტიანი უნდა ეზიარებოდეს წმინდა ევქარისტიას (საიდუმლოებებს) და უნდა ცხოვრობდეს ქრისტეში. ანუ შეინარჩუნოს ის მადლი, რომელიც მიიღო ოჯახმა კურთხევის დროს.

– სახლის კურთხევის დროს იკითხება საგანგებო ლოცვები, სახარება… ასევე ისხურება ნაკურთხი წყალი…

– სახლის კურთხევის დროს იკითხება სახარება ზაქე მეზვერის მოქცევის, რაც იმის მაუწყებელია, რომ ადამიანმა ქრისტე გულში უნდა ისტუმროს და გამოხატოს მის წინაშე სინანული. ასევე ისხურება წყალი. ამ დროს მოძღვარი ამბობს: განიდევნოს სახლისა ამისაგან ყოველი ბოროტი და არაწმინდა სული. და ოთხივე მხარეს ჯვრის სახით კედლებზე წყალი ისხურება. ნაკურთხი წყლით ასევე იკურთხება ეზო და კარ-მიდამო.

თეა ცაგურიშვილი

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საინტერესო
გაიჩერეთ ნიორი პირში 30 წუთის განმავლობაში და გაიგე, რას უწყობს ხელს ეს უცნაური, მაგრამ ეფექტური ხერხი!
March 7, 2026
საინტერესო
მომილოცეთ ❤️ ელის მარიას ”ძამიკო” ეყოლება, მიშას საჩუქარია… 😱😱 ნახეთ სოფოს ნიჟარაძის ოჯახში მატება.
February 18, 2026
საინტერესო
“ერთი ადამიანი მოკვლით დამემუქრა…“ – ზალიკო ბერგერის სკანდალური განცხადება
February 12, 2026
საინტერესო
დიდი ხნის ნაცნობმა მამა გაბრიელთან რამდენიმე კაცი მიიყვანა გასაცნობად, თან განუმარტა მათ, რომ გაბრიელი წმინდა მამა იყო და არაფერს ჭამდა. სტუმრების გამოჩენისთანავე მამა გაბრიელმა ყვირილი და უცნაური სიტყვების წარმოთქმა დაიწყო. ჯამს ეცა და გაიძახოდა:
February 12, 2026