საქართველოში ონლაინ ვაჭრობა დინამიკური ზრდისა და გარდაქმნის ეტაპზეა. ქვეყანა გადადის ახალ ციფრულ პარადიგმაში, სადაც კომფორტი, მოქნილობა და ლოკალური მიდგომა მომხმარებელთა ბაზრის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორებია. ინტერნეტის ფართო გავრცელება, სმარტფონების აქტიური გამოყენება და საერთაშორისო პლატფორმების გაძლიერება ცვლის იმას, თუ როგორ და რას ყიდულობენ მომხმარებლები.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 37%-მა შეიძინა პროდუქტი ან ისარგებლა მიწოდების სერვისით ბოლო 12 თვის განმავლობაში, რაც დაახლოებით ექვსი პროცენტით მეტია წინა წლის მონაცემებთან შედარებით. ქალაქებში ეს მაჩვენებელი 43–44%-ს აღწევს, ხოლო სოფლად დაახლოებით 26%-ს. განსაკუთრებით აქტიურები არიან ახალგაზრდა მომხმარებლები: 15–29 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ონლაინ შესყიდვების მაჩვენებელი 60%-ს აჭარბებს.
თუმცა ეს ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება მსოფლიოს წამყვან ბაზრებს (მაგალითად, GWI-ის მონაცემებით, ჩინეთში ზრდასრული მოსახლეობის 62.5% ყოველკვირეულად ახორციელებს ონლაინ შესყიდვებს, აშშ-ში ეს მაჩვენებელი 58%-ზე მეტია, ხოლო ევროპის უმეტეს ქვეყნებში — 50%-ს აღემატება). ეს განსხვავება მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ბაზარი ჯერ კიდევ ფლობს უზარმაზარ ზრდის პოტენციალს.
მარკეტფლეისები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ონლაინ ვაჭრობის განვითარებისა და პროდუქციის ხელმისაწვდომობის გაზრდაში. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშეა Wildberries, რომელიც აქტიურად ავითარებს სერვისებსა და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას, ასევე აფართოებს ასორტიმენტს ადგილობრივი მწარმოებლებისა და სელერების ჩართვით. პლატფორმაზე უკვე წარმოდგენილია ქართული ბრენდები, ელერების პროგრამის ამოქმედების შემდეგ მოსალოდნელია, რომ პლატფორმაზე ქართული წარმოების პროდუქციის არჩევანი კიდევ უფრო გაიზრდება. კომპანია აღნიშნავს, რომ ონლაინ შესყიდვებზე ინტერესი სწრაფად იზრდება, რაც ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ეტაპზეა.
მომხმარებლები სულ უფრო ხშირად ირჩევენ მობილურ არხებს — შეკვეთების მზარდი წილი აპლიკაციებით სრულდება, რაც ეხმიანება გლობალურ ტენდენციას — “mobile first”. ყველაზე მოთხოვნადი კატეგორიებია სილამაზისა და თავის მოვლის პროდუქტები, ტანსაცმელი, წიგნები, აქსესუარები და საყოფაცხოვრებო ნივთები. მაგალითად, Wildberries-ის პლატფორმაზე, რომელიც საქართველოში ერთი წლის წინ ამოქმედდა, სილამაზის კატეგორიაში განხორციელებულმა შესყიდვებმა შეადგინა 2025 წლის იანვარ–სექტემბერის სრული შესყიდვების 49%. მომხმარებელთა აქტიურობა იზრდება არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც — აჭარაში, ქვემო ქართლში, იმერეთში და სხვაგან. პლატფორმა, რომელიც ამჟამად მუშაობს რვა ქვეყანაში, მოიცავს 60 მილიონზე მეტი პროდუქტის ბარათს და იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც ამარტივებენ ძებნასა და შერჩევას (მათ შორის ფოტოს მიხედვით პროდუქტის ძებნასაც). Wildberries-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა შეკვეთების გაცემის პუნქტების ფორმატი — მომხმარებლებს შეუძლიათ შეძენამდე მოიზომონ ტანსაცმელი და გაიმარტივონ დაბრუნების ან გაცვლის პროცესი. დამატებით, პლატფორმა მომხმარებლებს სთავაზობს მოგვიანებით გადახდის შესაძლებლობას (იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი რაიმე მიზეზით არ აღმოჩნდა შესაფერისი).
უცხოური ონლაინ გაყიდვის პლატფორმებიც სწრაფად იძენენ პოპულარობას — საქართველოს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საზღვარგარეთიდან მიღებული ამანათების რაოდენობა
თითქმის ორჯერ გაიზარდა, რაც Temu-სა და სხვა საერთაშორისო პლატფორმების გააქტიურებას უკავშირდება.
უცხოური ონლაინ გაყიდვის პლატფორმებიც სწრაფად იძენენ პოპულარობას — საქართველოს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საზღვარგარეთიდან მიღებული ამანათების რაოდენობა თითქმის ორჯერ გაიზარდა, რაც Temu-სა და სხვა საერთაშორისო პლატფორმების გააქტიურებას უკავშირდება.
ანალიტიკური სააგენტო E-commerce Bridge-ის მონაცემებით, 2024–2028 წლებში საქართველოში ონლაინ ვაჭრობა გაიზრდება საშუალო წლიური ტემპით 15.8%, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს ევროპის საშუალო მაჩვენებლებს. ამავე პერიოდში, ონლაინ სექტორის წილი საცალო ვაჭრობაში გაიზრდება 7.9%-დან 12.4%-მდე. საქართველოში ონლაინ ბაზრის ზრდის განმაპირობებელი ფაქტორებია შედარებით ახალგაზრდა მოსახლეობა (საშუალო ასაკი — 38.1 წელი) და ციფრული ინფრასტრუქტურის უწყვეტი განვითარება, რაც ონლაინ შესყიდვებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
შოპინგის ახალი რეალობა ყალიბდება ტექნოლოგიების, ლოგისტიკური ინოვაციების და მომხმა
შოპინგის ახალი რეალობა: ონლაინ ვაჭრობის ტენდენციები საქართველოში!
wpadmin
•
•
კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90
მსგავსი სტატიები
საზოგადოება
“სიყვარულის ქალაქში… მაგრამ სად არის სიყვარული?!” – რას წერს ლიზა იასკო პარიზიდან
December 9, 2025
საზოგადოება
იმაზე მეტია ვიდრე ბევრი წარმოიდგენდა – ცნობილია ჯამურად რა თანხა გამოუმშავეს მერაბ დვალიშვილმა და პიოტრ იანმა
December 8, 2025
საზოგადოება
საშიში ცვლილებები ბავშვის ტვინში, რაზეც მშობელს ხშირად წარმოდგენაც არა აქვს – რა შედეგი დგება, როცა ბავშვის მთავარი გასართობი ეკრანია!
December 6, 2025
საზოგადოება
პირველკლასელთა რეგისტრაციას ახალი ეტაპი დაემატება – საყოველთაო რეგისტრაციამდე ბავშვის საცხოვრებელი ადგილის პრინციპით დარეგისტრირება იქნება შესაძლებელი
December 5, 2025