ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

თბილისიდან პეკინის მიმართულებით რეგულარული რეისები იწყება — რა ღირს ბილეთები?

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

უმ­სხვი­ლე­სი ჩი­ნუ­რი ავი­ა­კომ­პა­ნია Air China სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჩი­ნე­თის დე­და­ქა­ლა­ქებს შო­რის რე­გუ­ლა­რულ სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლას იწყებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.
მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტო­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი გა­ნა­ცხა­დის მი­ხედ­ვით, პე­კინ­სა და თბი­ლისს შო­რის ფრე­ნე­ბი მიმ­დი­ნა­რე წლის 2 დე­კემ­ბრი­დან, ქა­ლაქ ურუმ­ჩის გავ­ლით შეს­რულ­დე­ბა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავი­ა­რე­ი­სე­ბი კვი­რა­ში 2 სიხ­ში­რით, ყო­ველ სამ­შა­ბათ­სა და შა­ბათს შეს­რულ­დე­ბა. ამას­თან,სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტომ ავი­ა­კომ­პა­ნია Air China-ს ოპე­რი­რე­ბის ნე­ბარ­თვა დღეს მი­ა­ნი­ჭა.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, ჩინეთის დედაქალაქთან პირდაპირი მიმოსვლის დაწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის შედეგია, რომლის ფარგლებში სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, განხილული იყო სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავება.

„ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საჰაერო აბრეშუმის გზის განვითარების შესახებ. მემორანდუმის მიხედვით, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ „საჰაერო აბრეშუმის გზის“ განვითარებას, რაც მიზნად ისახავს საჰაერო სატრანსპორტო დერეფნების ჩამოყალიბებას ლიბერალურ პრინციპებზე დაყრდნობით და ორი ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სფეროებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებით”,- ვკითხულობთ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ავიაკომპანია Air China საქართველოს ბაზარზე 2024 წლის დეკემბერში შემოვიდა. დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია ფრენებს თბილისსა და ურუმჩის შორის კვირაში 2 სიხშირით ასრულებს და მიმდინარე წლის 10 თვის მდგომარეობით 25 035 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი.

რაც შეეხება ბილეთების ფასს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 2 დეკემბრიდან თბილისი-პეკინის მიმართულებით ცალმხრივი ბილეთის ფასი 832 ლარიდან იწყება და 885 ლარამდე ადის. ორმხრივი ბილეთის ღირებულება 1 403-1 525 ლარის ფარგლებში მერყეობს.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
“ღამის შოუს” ბენდის ახალ წევრს 2 კვირაში 600-კაციანი ქორწილი აქვს დაგეგმილი – ვინ არის და რას ამბობს “ტვ იმედზე” გამოჩენის შემდეგ “ტიკ-ტოკის” პოპულარული მომღერალი?
October 27, 2026
საზოგადოება
“ჩემი თვალებით ვნახე, კაიფში იყო ჩემი შვილი” – გურამ დადიანიძის მამის მოულოდნელი კომენტარი
October 27, 2026
საზოგადოება
მილიარდერები მსოფლიოს დასასრულისთვის ემზადებიან? – კოსმოსური თავშესაფრები, “განკითხვის დღის“ ბუნკერები და კუნძულები უსაფრთხო ზონაში
October 26, 2026
საზოგადოება
„ეს კრემის რეკლამას კი არა, პორნოგრაფიას უფრო ჰგავს“ — გარდაცვლილი შვილის დედის მიმართ კრიტიკა არ წყდება!
October 26, 2026