ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

რატომ არის სასარგებლო ყაბაყი და როგორ მოვუმზადოთ ბავშვს – პედიატრის პასუხი

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

საუკუნეთა მანძილზე გოგრისებრთა ოჯახის ეს წარმომადგენელი იროკეზის ტომის ინდიელებისათვის ყოველდღიური საკვები იყო. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღიცხვამდე ისინი ყაბაყს ლობიოსთან და სიმინდთან ერთად თესავდნენ, რადგან მიაჩნდნათ, რომ ეს სამეული ერთად გაცილებით უკეთ იზრდებოდა და უხვ მოსავალს იძლეოდა.

მე-16 საუკუნეში ინდიელთა სუფრის ეს აუცილებელი საკვები ევროპელთა სუფრაზეც მოხვდა.

გემრიელი და სასარგებლო

ყაბაყი დაბალკალორიული ბოსტნეულია. მისი ყოველი 1 კგ მხოლოდ 270 კკალ ენერგიას შეიცავს. ამიტომ თუ თქვენი პატარა ჭარბ წონას ებრძვის, ეს პროდუქტი აუცილებლად უნდა შეიტანოთ მის საკვებ რაციონში. ნაზი სტრუქტურის წყალობით არ აღიზინებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, კარგად მოინელება, ადვილად აითვისება მოხარშულიც და შემწვარიც, ამიტომ ბაშვთა კვებისათვის იდეალური პროდუქტია. ყაბაყის შემდგენლობაში 90% ბუნებრივად კრისტალიზებული წყალია. აქვს შარდმდენი ეფექტი, რის გამოც განსაკუთრებით სასარგებლოა საშარდე გზების დაავადებების დროს. ის შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, რაც აუცილებელია უჯერდების ფუქიცნიონირებისათვის, ხელს უწყობს ორგანიზმში წყლის ბალანსის დაცვას, გულის ნორმალურ ფუნქციონირებას. ცოტაა პროდუქტი, რომელიც ისეთი რაოდენობებით შეიცავს მიკროლემენტებს, როგორც ყაბაყი – ის მდიდარია ტიტანიუმით, მოლიბდენით, ლითიუმით, თუთიით. კალციუმი და ფოსფორი, რაც დიდი რაოდენობითაა ამ პროდუქტში ხელს უწყობს ბავშვის ძვლოვანი სისტემის და კბილების განვითარებას. საინტერესოა, რომ ყაბაყი დიდი რაოდენობით E ვიტამინს შეიცავს, ის ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, ეს ვიტამინი იცავს უჯერდების გარსებს დაზიანებისაგან, რაც უჯრედებს რადიაციისაგან და სხვადასხვა ტოქსინისაგან ემუქრებათ. A და C ვიტამინები, რომლებიც დიდი რაოდენობითაა ყაბაყის შემადგენლობაში, აუცილებელია ბავშვის ზრდა-განვითარებისათის, მისი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის. ყაბაყი ჰიპოალერგიული პროდუქტია და საუკეთესოა დამატებითი კვების დაწყებისას შესარჩევ პროდუქტად 5-6 თვიდან.

გახსოვდეთ, რომ ყაბაყი, ისევე როგორც კიტრი, ზრდისას აქტიურად ირთავს ნიადაგიდან პესტიციდებს, მძიმე მეტალებს, ამიტომ საკვებად მხოლოდ საიმედო ბიოლოგიური პროდუქტი უნდა შეარჩიოთ.

როგორ მოვამზადოთ ყაბაყი ბავშვისათვის

ყაბაყის პიურეს ყველაზე მარტივი რეცეპტი 6 თვიდან:

მომცრო ზომის ყაბაყი გარეცხეთ, გააცალეთ კანი და დაჭერით რგოლებად. მოხარშეთ.

ყაბაყი სწრაფად იხარშება, საკმარისია დაახლოებით 7-10 წუთი.

ვიტამინების შესანარჩუნებლად უმჯობესია, თუ ორთქლზე მოხარშავთ. თუ ჩვეულებრივ წყალში ხარშავს გადაწყვეტთ, სჯობს დაჭრილი ყაბაყი ადუღებულ წყალში ჩაყაროთ ისე, რომ დაიფაროს. ამ გზით ვიტამინებს დაშლისაგან გადარჩენთ.

მოხარშული ყაბაყი დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ გამოწველილი დედის რძე ან ხელოვნური ნარევი, 1 ჩ.კ ზეითუნის ზეთი. პიურე მზადაა!

გემრიელი და სასარგებლო ბოსტნეულის პიურე ხორცით 7 თვიდან

გასუფთავებული სტაფილო და კარტოფილი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით მდუღარე წყალი და დადგით ცეცხლზე. ბოსტნეული რომ დარბილდება, ჩაუმატეთ დაჭრილი ყაბაყი.

მოხარშვის შემდეგ ბოსტნეულს დაუმატეთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ან წვრილად დაწილადებული ქათმის თეთრი ხორცი და დააბლენდერეთ, დაუმატეთ დედის რძე ან ხელოვნური ნარევი და 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.

1 წლის ასაკიდან ყაბაყი სხვადასხვა კერძის შემადგენლობაში შეგიძლიათ შეიტანოთ. მე მხოლოდ ერთ იდეას შემოგთავაზებთ გემრიელი და ყუათიანი საუზმისათვის.

ყაბაყის ოლადები 1 წლის ზემოთ პატარებისათვის

2 საშუალო ზომის ყაბაყი გახეხეთ მსხვილ სახეხზე. შეათქვიფეთ 2 კვერცხი, 4 სუფრის კოვზი რძე. დაამატეთ პურის ფქვილი იმ რაოდენობით, რომ არაჟნისებრი მასა მიიღოთ.

მიღებული მასა დაასხით მცირე ულუფებით კოვზით ზეთიან ტაფაზე და გამოაცხვეთ ორივე მხრიდან.

ყაბაყი თქვენი კანის სილამაზისათვის

ახლა კი სასარგებლო ნიღბების რეცეპტი თქვენთვის, დედებო და ბებიებო.

ყაბაყის მკვებავი ნიღაბი

2 სუფრის კოვზი გახეხილი ყაბაყს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი არაჟანი და ამდენივე თაფლი. 20 წუთის შემდეგ, ნიღაბს რომ ჩამოიბანთ, თქვენი კანი სრულად დატენიანებული და ნაზი იქნება!

მედიცინის დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საინტერესო
გაიჩერეთ ნიორი პირში 30 წუთის განმავლობაში და გაიგე, რას უწყობს ხელს ეს უცნაური, მაგრამ ეფექტური ხერხი!
March 7, 2026
საინტერესო
მომილოცეთ ❤️ ელის მარიას ”ძამიკო” ეყოლება, მიშას საჩუქარია… 😱😱 ნახეთ სოფოს ნიჟარაძის ოჯახში მატება.
February 18, 2026
საინტერესო
“ერთი ადამიანი მოკვლით დამემუქრა…“ – ზალიკო ბერგერის სკანდალური განცხადება
February 12, 2026
საინტერესო
დიდი ხნის ნაცნობმა მამა გაბრიელთან რამდენიმე კაცი მიიყვანა გასაცნობად, თან განუმარტა მათ, რომ გაბრიელი წმინდა მამა იყო და არაფერს ჭამდა. სტუმრების გამოჩენისთანავე მამა გაბრიელმა ყვირილი და უცნაური სიტყვების წარმოთქმა დაიწყო. ჯამს ეცა და გაიძახოდა:
February 12, 2026