ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

შექმნეს ჩიპები, რომლებიც ტვინში თავისით ინერგება — ნეიროქირურგიის დასასრული?

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

შესაძლოა, მალე ნეიროქირურგიის ჩანაცვლება მკურნალობის ახალი მეთოდით გახდეს შესაძლებელი. ამისთვის, უბრალოდ, მკლავში გაკეთებული ერთი პატარა ინიექციაა საჭირო. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მკვლევრებმა იპოვეს გზა, რომლითაც შეიძლება ეს ყველაფერი რეალობად იქცეს.

მათ მიკროსკოპული ბიოელექტრონული მოწყობილობა შექმნეს. ის სისხლში შეჰყავთ, საიდანაც ტვინში თავისით ინერგება ისე, რომ ქირურგიული ჩარევა აუცილებელი აღარაა. ამის შემდეგ ეს მოწყობილობა ენერგიით უსადენოდ მარაგდება, რითაც იგი ნეირონების ელექტროსტიმულაციას ახერხებს. ამას ისეთი დაავადებების მკურნალობის პოტენციალი აქვს, როგორებიც ალცჰაიმერი, სკლეროზი ან ტვინის სიმსივნეა.

ცხოველებზე ჩატარებულ ცდებში ამ მოწყობილობამ სისხლის მიმოქცევის სისტემაში გზა წარმატებით გაიკვლია და ტვინის სამიზნე რეგიონებამდე დამოუკიდებლად მიაღწია. იქ მან ლოკალიზებული სტიმულაციის მიწოდება მიკრომეტრული სიზუსტით შეძლო.

ტვინის იმპლანტანტის ოპერაციები ძალიან სარისკო და ძვირია, ახალ მიდგომას კი ამ პრობლემების აღმოფხვრის პოტენციალი აქვს: ეს მოწყობილობები ცოცხალ ბიოლოგიურ უჯრედებს ინიექციამდე ერწყმის, ამიტომ მათ იმუნური სისტემა არ გამოდევნის. ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლისა და ტვინის ბარიერს ეს ჩიპები ბუნებრივად კვეთს.

აღნიშნული ტექნოლოგიის გამოსაცდელად გუნდმა ტვინის ანთების მკურნალობა გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ მათ ბიოჰიბრიდულ მოწყობილობებს ტვინისთვის ნეირომოდულაციის მიწოდება ისე შეუძლია, რომ გარშემო არსებული ნეირონები არ დაზიანდეს.

აღნიშნული ჩიპები ზომით დაახლოებით ბრინჯის მარცვლის მემილიარდედია. ისინი მეტალებს შორის არსებული ორგანული ნახევარგამტარი პოლიმერული ფენებისგანაა დამზადებული; MIT-ის გუნდმა ნანოელექტრონიკის სიზუსტე და უჯრედების ბიოლოგიური ინტელექტი გააერთიანა — სწორედ ამაში მდგომარეობს მოწყობილობის ინოვაციურობა.

გუნდი განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ აღნიშნული ტექნოლოგია იმ დაავადებების მკურნალობისთვის გამოიყენონ, რომელთა შემთხვევაშიც წამლები ან სხვა სტანდარტული მეთოდები უძლურია. MIT-ის ლაბორატორია ამ ინოვაციის კლინიკურად გამოცდას უახლოესი 3 წლის განმავლობაში გეგმავს. მეცნიერები ახალი თაობის იმპლანტანტების განვითარებაზეც მუშაობენ, რომლებსაც ჩაშენებული სენსორები, უკუკავშირის სისტემები და სინთეზური ელექტრონული ნეირონები ექნება.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
“ღამის შოუს” ბენდის ახალ წევრს 2 კვირაში 600-კაციანი ქორწილი აქვს დაგეგმილი – ვინ არის და რას ამბობს “ტვ იმედზე” გამოჩენის შემდეგ “ტიკ-ტოკის” პოპულარული მომღერალი?
October 27, 2026
საზოგადოება
“ჩემი თვალებით ვნახე, კაიფში იყო ჩემი შვილი” – გურამ დადიანიძის მამის მოულოდნელი კომენტარი
October 27, 2026
საზოგადოება
მილიარდერები მსოფლიოს დასასრულისთვის ემზადებიან? – კოსმოსური თავშესაფრები, “განკითხვის დღის“ ბუნკერები და კუნძულები უსაფრთხო ზონაში
October 26, 2026
საზოგადოება
„ეს კრემის რეკლამას კი არა, პორნოგრაფიას უფრო ჰგავს“ — გარდაცვლილი შვილის დედის მიმართ კრიტიკა არ წყდება!
October 26, 2026