ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

რა უნდა ვიცოდეთ მირონმდინარე ხატებზე, რა ძალა აქვს ნაკურთხ ხატს და რამდენად აუცილებელია ხატების საკუთარ სახელზე კურთხევა?

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

წმინ­და ხა­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებს, ქვე­მო ბეთ­ლე­მის ტაძ­რის დე­კა­ნო­ზი, ალექ­სან­დრე ბოლ­ქვა­ძე გან­გვი­მარ­ტავს.

– ლოც­ვი­სას, თი­თო­ე­უ­ლი ხა­ტის ტრო­პარს წარ­მოვ­თქვამთ ან უბ­რა­ლოდ, ჩვე­ნი­ვე სი­ტყვე­ბით მივ­მარ­თავთ; ვკი­თხუ­ლობთ სპე­ცი­ა­ლუ­რად ამა თუ იმ ხა­ტის­თვის შექ­მნილ ლოც­ვებს და და­უჯ­დომ­ლებს, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ადა­მი­ანს წინ იმ­დე­ნად ბევ­რი ხატი აქვს, რომ ამის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში?

ეკ­ლე­სი­ა­ში ანა­ლო­ღი­ა­ზე ყო­ველ­თვის დას­ვე­ნე­ბუ­ლია აღ­დგო­მის ხატი, ხოლო თუ რო­მე­ლი­მე დიდი სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლია – ბზო­ბა, ხა­რე­ბა შობა და სხვა, – აღ­დგო­მის ხატი ამ სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლის ამ­სახ­ვე­ლი ხა­ტით იც­ვლე­ბა. თუ რო­მე­ლი­მე წმინ­და­ნის ან წმინ­და მოვ­ლე­ნის ხსე­ნე­ბაა, აღ­დგო­მის ხა­ტის გვერ­დით იმ ხატს და­აბ­რძა­ნე­ბენ, რო­მელ­ზე ასა­ხუ­ლი წმინ­და­ნის ან წმინ­და მოვ­ლე­ნის ხსე­ნე­ბის დღე­ცაა იმ დღეს. ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა, გა­მოვ­ყოთ სა­ლო­ცავ კუ­თხე­ში ცალ­კე ად­გი­ლი, სა­დაც აღ­დგო­მის ხატს და­ვაბ­რძა­ნებთ, მის გვერ­დით კი ის ხატი გა­მო­ვაბ­რძა­ნოთ, რო­მელ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი წმინ­და­ნის ან წმინ­და მოვ­ლე­ნის მოხ­სე­ნი­ე­ბა­ცაა იმ დღეს (თუკი, რა თქმა უნდა, ასე­თი ხატი გვაქვს) და ლოც­ვით მივ­მარ­თოთ, მაგ­რამ არი­ან ისე­თი წმინ­და­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ხში­რად მივ­მარ­თავთ შემ­წე­ო­ბის­თვის, მა­გა­ლი­თად: წმ. გი­ორ­გის, წმ. ნი­ნოს, წმ. ბარ­ბა­რეს, წმ. ნი­კო­ლოზს და ა.შ. ამი­ტომ უნდა ვე­ცა­დოთ, რომ ამ წინ­დან­თა ხა­ტებს ყო­ველ­დღი­უ­რად ვცეთ თაყ­ვა­ნი, რაც მცი­რე მე­ტა­ნი­ით და პირ­ჯვრის გა­მო­სახ­ვი­თაც შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ხა­ტოთ. რაც შე­ე­ხე­ბა ამა თუ იმ ხა­ტის­თვის შექ­მნი­ლი ლოც­ვე­ბი­სა და და­უჯ­დომ­ლე­ბის კი­თხვას, სუ­ლი­ერ მო­ძღვარ­თან შე­თან­ხმე­ბი­თა და მისი მი­თი­თე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა ვი­კი­თხოთ.

შე­იძ­ლე­ბა თუ არა, შინ ხა­ტე­ბის წინ ვაკ­მი­ოთ საკ­მე­ვე­ლი?

– ხა­ტე­ბის წინ, საკ­მე­ვე­ლი შე­იძ­ლე­ბა შინ ყო­ველ­დღი­უ­რად ვაკ­მი­ოთ. საკ­მე­ველს ვუნ­თებთ ღმერ­თს კე­თილ­სურ­ნე­ლე­ბის­თვის, რათა გარ­და­მოგ­ვივ­ლი­ნოს სუ­ლიწ­მი­დის მად­ლი, ამას­თა­ნა­ვე საკ­მე­ველს ვან­თებთ იმის­თვი­საც, რომ განვდევ­ნოთ ეშ­მა­კი, რად­გან საკ­მევ­ლის სუნი მის­თვის მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლია.

– რო­გორ იკურ­თხე­ბა ხა­ტე­ბი და რა ძალა აქვს ნა­კურთხ ხატს?

– სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ხა­ტე­ბის კურ­თხე­ვის სხვა­დას­ხვა წესი არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად, იე­რუ­სა­ლიმ­ში ხა­ტე­ბი ღვთის­მსა­ხუ­რის მიერ არ იკურ­თხე­ბა, რად­გან იე­რუ­სა­ლი­მი წმინ­და მი­წაა და იქ ხა­ტე­ბი თვით უფ­ლის მიერ იკურ­თხე­ბა. სა­ბერ­ძნეთ­ში, ათო­ნის მთა­ზე და სხვა წმინ­და ად­გი­ლებ­ში, ხატს, შექ­მნის შემ­დეგ, ორ­მო­ცი დღით სა­კურ­თხე­ველ­ში და­ას­ვე­ნე­ბენ და შემ­დეგ, ხატი ნა­კურ­თხად ით­ვლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ხა­ტე­ბის კურ­თხე­ვა ხდე­ბა ღვთის­მსა­ხუ­რის მიერ, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რი ხატ­თა კურ­თხე­ვის ლოც­ვის წარ­მოთ­ქმი­თა და ნა­კურ­თხი წყლის სხუ­რე­ბით აკურ­თხებს ხა­ტებს. კურ­თხე­ვით ხატი ღვთი­უ­რი მად­ლის მა­ტა­რე­ბე­ლი ხდე­ბა.

– რამ­დე­ნად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ხა­ტე­ბის სა­კუ­თარ სა­ხელ­ზე კურ­თხე­ვა

ხა­ტე­ბის სა­კუ­თარ სა­ხელ­ზე კურ­თხე­ვა აუ­ცი­ლებ­ლო­ბას არ წარ­მო­ად­გენს, მაგ­რამ თუკი ადა­მი­ანს ხა­ტის სა­კუ­თარ სა­ხელ­ზე კურ­თხე­ვის სურ­ვი­ლი აქვს, შე­იძ­ლე­ბა აკურ­თხე­ბი­ნოს, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ამ ხა­ტის წი­ნა­შე სხვას არ შე­უძ­ლია ლოც­ვა. ადა­მი­ანს არ ეკ­რძა­ლე­ბა აგ­რეთ­ვე, თა­ვის სა­ხელ­ზე ნა­კურ­თხი ხა­ტის გა­ჩუ­ქე­ბა.

– ეკ­ლე­სი­უ­რი სწავ­ლე­ბით, ხატი, რომ­ლის წი­ნა­შეც ვლო­ცუ­ლობთ, მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი კა­ნო­ნი­კის ზუს­ტი დაც­ვით უნდა იყოს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, რად­გან სხვა შემ­თხვვა­ში, მას ლოც­ვი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნია. რო­გორ შე­მუ­შავ­და მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი კა­ნო­ნი­კა და რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ადა­მი­ან­მა გა­არ­კვი­ოს არის თუ არა ხატი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი კა­ნო­ნი­კის ზუს­ტი დაც­ვით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი?

– მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ხა­ტის კა­ნო­ნი­კა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე, წმინ­და წე­რილ­ზე, სა­ეკ­ლე­სიო გად­მო­ცე­მებ­სა და წმინ­და მა­მა­თა სწავ­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით შე­მუ­შავ­და. მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ხატი, პირ­ველ რიგ­ში თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ყო­ველ­გვა­რი მი­წი­ე­რის­გან; წინა პლან­ზე სუ­ლი­ე­რე­ბაა წა­მო­წე­უ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა კა­ნო­ნი­კურ ნიშ­ნებს, ღვთის­მშობ­ლის ხატი შე­იძ­ლე­ბა, შემ­დე­გი ნიშ­ნე­ბით გა­ვარ­ჩი­ოთ: ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშო­ბელს ხელ­ზე საღ­მრთო ყრმა ჰყავს გა­მო­სა­ხუ­ლი, იგი იშ­ვი­ა­თად, მარ­ტოც გა­მო­ი­სა­ხე­ბა. გარ­და ამი­სა, ღვთის­მშო­ბელს გა­მო­სა­ხუ­ლი აქვს სამი ვარ­სკვლა­ვი შუბლსა და მხრებ­ზე, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ღვთის­მშო­ბე­ლი იყო ქალ­წუ­ლი – შო­ბამ­დე, შო­ბის დროს და შო­ბის შემ­დეგ. და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი აქვს აგ­რეთ­ვე წმინ­დან­თა ხა­ტებ­საც. მო­ცი­ქუ­ლებ­სა და ღმერ­თის სი­ტყვის მქა­და­გებ­ლებს სა­ხა­რე­ბა ან ქარ­ტია უპყრია ხელთ, მო­წა­მე­ებს – ჯვა­რი, მკურ­ნა­ლებს – წამ­ლის ყუთი და ა.შ. სა­ერ­თოდ, ხატს აქვს უამ­რა­ვი დე­ტა­ლი და ყვე­ლა დე­ტალს თა­ვი­სი სიმ­ბო­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და ყვე­ლა დე­ტალ­ზე სა­უ­ბა­რი შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუ რო­მე­ლი­მე ხატი ჩვენ­ში ეჭვს გა­მო­იწ­ვევს, იმის გა­სარ­კვე­ვად, არის თუ არა ის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი კა­ნო­ნი­კის ზუს­ტი დაც­ვით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, უმ­ჯო­ბე­სია, კა­ნო­ნი­კის მცოდ­ნე ადა­მი­ანს შე­ვა­მოწ­მე­ბი­ნოთ.

– აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცხა­დია, ადა­მი­ანს ხა­ტე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად შექ­მნის უფ­ლე­ბა არა აქვს – ხა­ტის და­ხატ­ვა იქ­ნე­ბა ეს, და­ქარ­გვა თუ სხვა…

ბუ­ნებ­რი­ვია, ადა­მი­ან­მა ხატი და­მო­უ­კი­დებ­ლად არ უნდა შექ­მნას. უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან ხა­ტე­ბი იქ­მნე­ბა ხატმწერ­თა მიერ. ხა­ტის შექ­მნამ­დე ხატმწე­რი ბევ­რს ლო­ცუ­ლობ­და და მარ­ხუ­ლობ­და. ეს წესი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია დღე­საც, რო­დე­საც ხატი იქ­მნე­ბა, მო­ძღვა­რი ხატმწერს აძ­ლევს ლოც­ვით კა­ნონს, უნიშ­ნავს მარ­ხვას და სხვა, მაგ­რამ დღეს­დღე­ო­ბით, ხატმწე­რი ძა­ლი­ან ცო­ტაა და ყვე­ლა მორ­წმუ­ნი­სათ­ვის ხატმწე­რი ხატს ვერ შექ­მნის, ამი­ტომ დაშ­ვე­ბუ­ლია ლი­თოგ­რა­ფი­უ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­ნი – რეპ­რო­დუქ­ცი­ე­ბი.

რა უნდა ვი­ცო­დეთ მი­რონ­მდი­ნარ ხა­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით?

– დღეს ამ სა­კი­თხმა არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მი­ი­ღო. ზოგ­ჯერ ადა­მი­ა­ნი შე­ი­ძენს ხატს, და­აბ­რძა­ნებს შინ და ელო­დე­ბა რო­დის და­ი­წყებს იქი­დან მი­რო­ნი დე­ნას. ეკ­ლე­სი­უ­რი სწვა­ლე­ბით, არ უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა იმას, იც­ვლის თუ არა სა­ხეს ხატი. ხდე­ბა თუ არა რა­ი­მე გა­მო­ცხა­დე­ბა ხა­ტის წინ ლოც­ვის დროს და ა.შ. ეს ხა­ტე­ბის მი­მართ არას­წო­რი მიდ­გო­მაა. თუკი რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოხ­დე­ბა, ღვთის გან­გე­ბით ეს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ცხად­დე­ბა. ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბაა, დავ­დგეთ ხა­ტის წინ, ვი­ლო­ცოთ, ვე­ამ­ბო­როთ და შემ­წე­ო­ბა ვთხო­ვოთ.

– რო­გორ მო­ვე­პყროთ და­ზი­ა­ნე­ბულ ხა­ტებს?

– და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხა­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ტა­ნოთ და ტაძ­რის ღუ­მელ­ში დავ­წვათ, ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხა­ტე­ბი ში­ნაც და­იწ­ვას და სუფ­თა ად­გი­ლას და­ი­მარ­ხოს. თუ ადა­მი­ანს სურ­ვი­ლი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხატი შე­უძ­ლია ხე­ლახ­ლა და­ა­ხატ­ვი­ნოს, აკურ­თხე­ბი­ნოს და სა­ლო­ცავ კუ­თხე­ში და­აბ­რძა­ნოს.

– ზოგ­ჯერ ადა­მი­ა­ნი რე­ლი­გი­ურ და სა­ე­რო ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში მო­თავ­სე­ბულ ხა­ტებს, გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად თუ უყუ­რა­დღე­ბო­ბის გამო ვერ მი­ა­გებს სა­თა­ნა­დო პა­ტივს, ხში­რად რე­ლი­გი­ურ გა­ზე­თებს ან სა­ე­რო ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბის იმ გვერდს, სა­დაც ხა­ტია გა­მო­სა­ხუ­ლი, ყო­ფი­თი სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის იყე­ნე­ბენ. სჩა­დის თუ არა ცოდ­ვას ადა­მი­ა­ნი ასეთ შემ­თხვე­ვა­ში?

– ბუ­ნებ­რი­ვია, სიწ­მინ­დე­ე­ბი­სად­მი უყუ­რა­დღე­ბო­ბა ადა­მი­ანს ცოდ­ვად ეთ­ვლე­ბა, ამი­ტომ თუ ადა­მი­ა­ნი რე­ლი­გი­ურ ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­სა თუ სა­ე­რო ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში და­ბეჭ­დი­ლი ხა­ტე­ბის მი­მართ სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბის გა­მო­ჩე­ნას ვერ მო­ა­ხერ­ხებს, უმ­ჯო­ბე­სია, ისი­ნი და­იწ­ვას და სუფ­თა ად­გი­ლას და­ი­მარ­ხოს.

რა ასა­კი­დან უნდა მი­ვაჩ­ვი­ოთ ბავ­შვე­ბი ხა­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას?

– ბავ­შვი მო­ი­ნათ­ლე­ბა თუ არა, უნდა ვე­ცა­დოთ, რომ მი­ვაჩ­ვი­ოთ ქრის­ტი­ა­ნულ ცხოვ­რე­ბას, ხა­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა იქ­ნე­ბა ეს თუ სხვა.

შო­რე­ნა მერ­კვი­ლა­ძე

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საინტერესო
გაიჩერეთ ნიორი პირში 30 წუთის განმავლობაში და გაიგე, რას უწყობს ხელს ეს უცნაური, მაგრამ ეფექტური ხერხი!
March 7, 2026
საინტერესო
მომილოცეთ ❤️ ელის მარიას ”ძამიკო” ეყოლება, მიშას საჩუქარია… 😱😱 ნახეთ სოფოს ნიჟარაძის ოჯახში მატება.
February 18, 2026
საინტერესო
“ერთი ადამიანი მოკვლით დამემუქრა…“ – ზალიკო ბერგერის სკანდალური განცხადება
February 12, 2026
საინტერესო
დიდი ხნის ნაცნობმა მამა გაბრიელთან რამდენიმე კაცი მიიყვანა გასაცნობად, თან განუმარტა მათ, რომ გაბრიელი წმინდა მამა იყო და არაფერს ჭამდა. სტუმრების გამოჩენისთანავე მამა გაბრიელმა ყვირილი და უცნაური სიტყვების წარმოთქმა დაიწყო. ჯამს ეცა და გაიძახოდა:
February 12, 2026