ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, სიკვდილით დასჯა მემუქრება…” – რას ჰყვება საქართველოში მცხოვრები ირანელი ქალი, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო?

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ხუთი დღეა, რაც ჩემი ოჯა­ხის­გან არა­ნა­ი­რი ამ­ბა­ვი არ მაქვს…“ – ასე იწყებს თხრო­ბას მა­რი­ამ მა­შა­ი­ე­ხი, ქალი, რო­მელ­მაც 9 წლის წინ სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლა გა­და­წყვი­ტა. მა­რი­ა­მი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა მა­რის ეძა­ხის, ერთ-ერ­თია იმ ათა­სო­ბით ირა­ნელ ქალს შო­რის, რომ­ლებ­მაც თა­ვი­სუფ­ლე­ბა სამ­შობ­ლო­ზე მაღ­ლა და­ა­ყე­ნეს.

დღეს მარი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს, კე­რა­მი­კო­სია და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის წევ­რია. თუმ­ცა, მისი სიმ­შვი­დის მიღ­მა დიდი ტკი­ვი­ლი და მუდ­მი­ვი შიში იმა­ლე­ბა – შიში იმ ოჯა­ხის წევ­რე­ბის გამო, რომ­ლე­ბიც ირან­ში დარ­ჩნენ და შიში მო­მავ­ლი­სა, რო­მე­ლიც ემიგ­რან­ტის­თვის ყო­ველ­თვის ბუნ­დო­ვა­ნია.

მა­რი­ა­მი გვიყ­ვე­ბა არ­ჩე­ვან­ზე, რწმე­ნა­ზე და იმ სას­ტიკ რე­ა­ლო­ბა­ზე, რო­მელ­საც ირა­ნე­ლი ხალ­ხი ყო­ველ­დღი­უ­რად უმკლავ­დე­ბა

მა­რი­ამ, მოგ­ვი­ყე­ვით თქვენს შე­სა­ხებ. სად და­ი­ბა­დეთ და რამ გა­და­გა­წყვე­ტი­ნათ ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლა?

– მე და­ვი­ბა­დე ირან­ში, ქა­ლაქ არაქ­ში და 27 წლამ­დე იქ ვცხოვ­რობ­დი. ამის შემ­დეგ, ირან­ში არ­სე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის გამო – გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლე­ბის­თვის, რაც მო­ი­ცავს ჩაც­მუ­ლო­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის წე­სის არ­ჩე­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას – გა­დავ­წყვი­ტე ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლა. თავ­და­პირ­ვე­ლად სომ­ხეთ­ში გა­და­ვე­დი, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით სამი თვე დავ­ყა­ვი. ამ პე­რი­ოდ­ში ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, სა­დაც გა­ვი­ცა­ნი ჩემი მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯე­რი იყო. და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ სა­ცხოვ­რებ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ვე­დი და აქ ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყეთ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სახ­ლე­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლად მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა თა­ვი­სუფ­ლად შევ­სუ­ლი­ყა­ვი ეკ­ლე­სი­ა­ში, რაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი აღ­მოჩ­ნდა. ამას მოჰ­ყვა ქრის­ტი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ხან­გრძლი­ვი სწავ­ლა და კვლე­ვა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლი­დან წლი­ნა­ხევ­რის შემ­დეგ, 29 წლის ასაკ­ში, ქრის­ტი­ა­ნო­ბა მი­ვი­ღე.

– თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შა რე­ლი­გი­ამ. რო­გორ მიხ­ვე­დით ქრის­ტი­ა­ნო­ბამ­დე?

რე­ლი­გი­ის შეც­ვლის შემ­დეგ, და­ვი­წყე რე­ლი­გი­უ­რი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვსწავ­ლობ­დი თე­ო­ლო­გი­ას და აქ­ტი­უ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი სა­ეკ­ლე­სიო ცხოვ­რე­ბა­ში. მას შემ­დეგ, რაც ჩემი რე­ლი­გი­ის შეც­ვლის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი, ირან­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად გაქ­რა. უკვე შვიდ­ნა­ხე­ვა­რი წე­ლია, რაც ირან­ში არ ვყო­ფილ­ვარ. ახლა 36 წლის ვარ და თით­ქმის 9 წე­ლია, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობ.

რა შე­იც­ვა­ლა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ? რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია დღეს თქვენ­თვის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა?

– თუ ვინ­მე ირან­ში ცხოვ­რობს, არის მუს­ლი­მი და შემ­დეგ რე­ლი­გი­ას შე­იც­ვლის, ნე­ბის­მი­ე­რი რე­ლი­გი­უ­რი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, მას სიკ­ვდი­ლით დას­ჯა მი­ეს­ჯე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, ირან­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სიკ­ვდი­ლით დას­ჯა მე­მუქ­რე­ბა…

2ირან­ში არ­სე­ბულ სო­ცი­ა­ლურ პი­რო­ბებ­ზე ბევ­რს ლა­პა­რა­კო­ბენ. თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით, რა არის ყვე­ლა­ზე დიდი სირ­თუ­ლე იქ მცხოვ­რე­ბი ქა­ლე­ბის­თვის?

– რო­დე­საც ირან­ში ვცხოვ­რობ­დი, სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და საკ­რავ­ზეც ვუკ­რავ­დი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ქა­ლებს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე სიმ­ღე­რის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ და ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა წა­მარ­თვეს. სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, ახა­ლი ცხოვ­რე­ბა ირა­ნის ფარ­გლებს გა­რეთ და­მე­წყო.

– სა­ქარ­თვე­ლო­ში რას საქ­მი­ა­ნობთ?

– ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობ და კე­რა­მი­კო­სად ვმუ­შა­ობ. ირან­ში პრობ­ლე­მე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლე­ბის­თვის, უკი­დუ­რე­სად მძი­მეა. თუ ქალს გან­ქორ­წი­ნე­ბა სურს, ბავ­შვზე მე­ურ­ვე­ო­ბა, რო­გორც წესი, მა­მას გა­და­ე­ცე­მა და ქალს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს. უმ­ცი­რე­სი დარ­ღვე­ვაც კი, რო­გო­რი­ცაა ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბა ან მან­ქა­ნა­ში მუ­სი­კის მოს­მე­ნა, შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს პა­ტიმ­რო­ბის, გა­მათ­რა­ხე­ბი­სა და ჯა­რი­მის მი­ზე­ზი.

მათ, ვინც პრო­ტესტს გა­მოთ­ქვამს, სიკ­ვდი­ლით დას­ჯა ან დახ­ვრე­ტა ემუქ­რე­ბათ, ხოლო სა­უ­კე­თე­სო შემ­თხვე­ვა­ში – 10-დან 15 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა. ცხოვ­რე­ბა ირან­ში არა მხო­ლოდ რთუ­ლი, არა­მედ სავ­სეა უსაფრ­თხო­ე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბი­თა და ეკო­ნო­მი­კუ­რი არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბით. სან­ქცი­ებ­მა და მუდ­მივ­მა სიძ­ვი­რემ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იქამ­დე მი­იყ­ვა­ნა, რომ ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­ძე­ნაც კი არ შე­უძ­ლი­ათ. რო­დე­საც ვუ­ყუ­რებ ქარ­თველ ხალ­ხს, რომ­ლე­ბიც ხვა­ლინ­დე­ლი დღის ში­შის გა­რე­შე ცხოვ­რო­ბენ, გული მტკი­ვა ჩემი ქვეყ­ნის გამო.

ბოლო დღე­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე ამ­ბე­ბი ვრცელ­დე­ბა. რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობთ თქვენს ოჯახ­ზე?

– ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რე­ე­ბი, ამა­ყე­ბი და ღირ­სე­უ­ლე­ბი, დღე და ღამე მუ­შა­ო­ბენ, თუმ­ცა სა­კუ­თა­რი ჭე­რიც კი არ გა­აჩ­ნი­ათ. ფა­სე­ბი იმ­დე­ნად მა­ღა­ლია, რომ და­ქორ­წი­ნე­ბა ბევ­რი ირა­ნე­ლის­თვის ოც­ნე­ბად იქცა, ზოგი კი შვი­ლის გა­ჩე­ნა­ზეც უარს ამ­ბობს, რად­გან იცი­ან, რომ ირან­ში მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თვის ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ ტან­ჯვა და სირ­თუ­ლე იქ­ნე­ბა. გთხოვთ, ირა­ნე­ლი ხალ­ხის ხმა მსოფ­ლი­ოს მი­აწ­ვდი­ნოთ. ამ­ჟა­მად ბევ­რი რე­გი­ო­ნი უკვე ერთი კვი­რაა ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და ინ­ტერ­ნე­ტის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი, ხალ­ხი კი სას­ტიკ წა­მე­ბა­სა და რეპ­რე­სი­ებს გა­ნიც­დის. მათ სჭირ­დე­ბათ დახ­მა­რე­ბა და მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა.

თით­ქმის ცხრა წე­ლია, რაც ჩემს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობ და ეს ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან მიყ­ვარს; აქ კე­თი­ლი ხალ­ხია და ირან­თან ახ­ლოს მყო­ფი კულ­ტუ­რაა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უკვე შვიდ­ნა­ხე­ვა­რი წე­ლია, რაც ჩემი ოჯა­ხი არ მი­ნა­ხავს და ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბი­ან. ჩემი ერ­თა­დერ­თი იმე­დი ირა­ნის რე­ჟი­მის შეც­ვლაა.

უკვე ხუთი დღეა, რაც ჩემი ოჯა­ხის­გან არა­ნა­ი­რი ამ­ბა­ვი არ მაქვს. ბო­ლოს ჩემი დის­შვი­ლი და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მცი­რე ასა­კის გამო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამავდრო­უ­ლად შე­ვი­ტყვე, რომ ჩვე­ნი ერთ-ერთი ნა­თე­სა­ვი, რო­მე­ლიც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლეს. ეს ამ­ბე­ბი ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია; ხუთი დღეა, რაც არც მძი­ნავს, არც მშია და მოს­ვე­ნე­ბა და­კარ­გუ­ლი მაქვს.

– მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში თავს უსაფრ­თხოდ გრძნობთ, მა­ინც არ­სე­ბობს ბა­რი­ე­რე­ბი. რა არის თქვე­ნი მთა­ვა­რი სა­ფიქ­რა­ლი დღეს?

ირა­ნე­ლე­ბის­თვის ცხოვ­რე­ბა ირა­ნის გა­რე­თაც არ არის მარ­ტი­ვი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბის აღე­ბა და გაგ­რძე­ლე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, ხოლო თავ­შე­საფ­რის პი­რო­ბე­ბი არ არის სა­ხარ­ბი­ე­ლო. მე გავ­ქრის­ტი­ან­დი და ირან­ში დაბ­რუ­ნე­ბა ჩემ­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა მა­ინც მუდ­მი­ვი სტრე­სი­სა და ში­შის ქვეშ ვცხოვ­რობ. ცხოვ­რე­ბა არა მხო­ლოდ ირან­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში, ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის გამო, სავ­სეა სირ­თუ­ლე­ე­ბით.

გაზიარება: