ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

სად არის და როგორ გრძნობს თავს ირანული კლუბის ქართველი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი? – ” ინტერნეტი არ არის და გიორგი საელჩოს მეშვეობით ვეკონტაქტებით… მამხნევებს…”

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ირან­ში შექ­მნილ მძი­მე ვი­თა­რე­ბის გამო, სულ უფრო სა­ხი­ფა­თო რჩე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა. და­ვინ­ტე­რეს­დით, სად არის და რო­გორ გრძნობს თავს, ირა­ნუ­ლი “სე­პა­ჰა­ნის” ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის გიორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნი? – გვე­სა­უბ­რე­ბა მისი მე­უღ­ლე ლინ­და კი­კო­ლაშ­ვი­ლი:

გი­ორ­გის­თან არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, ამ­ჟა­მად ირან­ში იმ­ყო­ფე­ბა და არის უსაფრ­თხოდ. აქ­ტი­ვის­ტებს კონ­კრე­ტუ­ლი დრო­ე­ბი აქვთ გა­მო­ყო­ფი­ლი, ძი­რი­თა­დად სა­ღა­მოს ხდე­ბა გა­მოს­ვლე­ბი – 4-5 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. დღე სიმ­შვი­დეა. რა თქმა უნდა, ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ მშვი­დო­ბა იქ­ნე­ბა. ირა­ნე­ლი ხალ­ხი თა­ვის დამ­სა­ხუ­რე­ბულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას მი­აღ­წევს, რა­შიც სუ­ლი­ე­რად გვერ­დში ვუდ­გა­ვართ და ძა­ლი­ან ვგულ­შე­მატ­კივ­რობთ.

ირან­ში ინ­ტერ­ნეტ­კავ­ში­რი არ არის და გი­ორ­გის სა­ელ­ჩოს მეშ­ვე­ო­ბით ვე­კონ­ტაქ­ტე­ბით. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო ოპე­რა­ტი­უ­ლა­დაა ჩარ­თუ­ლი – კონ­ტაქ­ტზეა ჩვენ­თან – რო­გორც ოჯა­ხის წევ­რებ­თან, ისე გი­ორ­გის­თა­ნაც. მოკ­ლედ, სა­ფეხ­ბურ­თო გუნდში მშვი­დო­ბაა და უკე­თე­სის მო­ლო­დინ­ში ვართ.

– ანუ ირან­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო უზ­რუნ­ველ­ყოფს თქვენს გი­ორ­გის­თან და­კავ­ში­რე­ბას?

– კი, უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი გი­ორ­გის­თან არ გვაქვს, ჩვენს კავ­შირს უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო. სა­ერ­თოდ ირან­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მრავ­ლად არ ცხოვ­რო­ბენ.

– და თვი­თონ გი­ორ­გი რო­გორ გან­წყო­ბა­ზეა?

რო­გორც გად­მომ­ცე­მენ, ნორ­მა­ლუ­რა­დაა და გან­წყო­ბაც ასე­თი­ვე აქვს. მას­თან პი­რა­დად, რო­გორც გი­თხა­რით, არ მი­სა­უბ­რია. რო­გორც გად­მომ­ცეს, – მამ­ხნე­ვებს, მე­უბ­ნე­ბა, რომ არ ვი­ნერ­ვი­უ­ლო და ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა. მთა­ვა­რია, რომ უსაფრ­თხოდ არის.

– ვი­ნა­ი­დან თა­ვა­დაც ხართ ირან­ში გი­ორ­გის­თან არა­ერ­თხელ ნამ­ყო­ფი და იქა­ურ ყო­ფის შე­სა­ხებ ბევ­რი რამ იცით, – რო­გო­რი გან­წყო­ბა იყო მა­ნამ­დე ხალ­ხში?

– ხალ­ხს სწყუ­რო­და თა­ვი­სუფ­ლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, ახალ­გაზ­რდებს, თუმ­ცა არის ადა­მი­ა­ნე­ბის კა­ტე­გო­რია, რო­მელ­თაც იქა­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა აკ­მა­ყო­ფი­ლებს და ისი­ნი უმ­ცი­რე­სო­ბა­ში არი­ან… ვფიქ­რობ, რომ მომ­წი­ფე­ბუ­ლი იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი, რაც ახლა იქ ხდე­ბა, რად­გა­ნაც, ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან ვი­ტყვი, დიდ შე­ზღუდ­ვებ­ში ცხოვ­რო­ბენ.

– დღეს მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა ირა­ნის­კე­ნაა მი­პყრო­ბი­ლი და ირან­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა თა­ვის დას­კვნას, შე­ფა­სე­ბას აკე­თებს იმა­ზე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი. თქვენ რას იტყვით?

ვფიქ­რობ, რომ თუ გარე ძა­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა არ მოხ­და, აქ­ტი­ვის­ტებს ლო­კა­ლუ­რად გა­უ­ჭირ­დე­ბათ, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან დიდ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ხვდე­ბი­ან. რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ აქ­ტი­ვის­ტებ­საც გარე ძა­ლე­ბის დახ­მა­რე­ბის იმე­დი აქვთ…

– ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რომ პო­ზი­ცი­ებს დათ­მობს, ამის მო­ლო­დი­ნი არ გაქვთ?

– არ მგო­ნია. ჩვენ გუ­ლით და სუ­ლით ვუ­სურ­ვებ ადა­მი­ა­ნებს მიზ­ნის მიღ­წე­ვას. მათ სა­ში­ნე­ლი წე­სე­ბის დაც­ვი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის ქვეშ უწევთ ცხოვ­რე­ბა…

ის­ტო­რი­ი­დან ვი­ცით, ფო­ტო­ე­ბიც გვაქვს ნა­ნა­ხი, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში რა სი­ტუ­ა­ცია იყო ირან­ში, რო­გორ ცხოვ­რობ­დნენ და მერე რა მოხ­და… ადა­მი­ანს 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში უნდა ჰქონ­დეს ელე­მენ­ტა­რუ­ლად სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რა­საც ირა­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას გუ­ლით ვუ­სურ­ვებ…

გაზიარება: