ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

სამკურნალო მცენარეები: ბუნებრივი წამლის ეფექტი

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ფიტოთერაპიას ჩვენს ქვეყანაში უძველესი ტრადიცია აქვს. ამას შუა საუკუნეებში შექმნილი სამედიცინო ლიტერატურაც მოწმობს: “უსწორო კარაბადინი”, “წიგნი სააქიმო”, “სამკურნალო წიგნი “კარაბადინი”, მოგვიანებით – “იადიგარ დაუდი”…

ჩვენი წინაპრები მხოლოდ მცენარეების სამკურნალო თვისებებს კი არ სწავლობდნენ, არამედ მათ მოშენებაზეც ზრუნავდნენ. მაგალითად, ცნობილია, რომ ლეღვთახევში, დღევანდელი თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, გაშენებული იყო დეკორატიული და სამკურნალო მცენარეების სამეფო ბაღი. მას გიორგი XII-ის მეუღლე, ქართლ-კახეთის უკანასკნელი დედოფალი მარიამი უვლიდა.

ამჟამად მრავალი სამკურნალო მცენარე გადაშენების პირასაა. გარემოს დაბინძურება, კლიმატური ცვლილებები და ადამიანის უხეში ჩარევა –  მცენარეების უკონტროლო მოპოვება – უნიკალურ სახეობებს ანადგურებს.

მიუხედავად იმისა, რომ ფიტოთერაპია ჩვენს ქვეყანაში დღესაც აქტუალურია, მცენარეთა გადარჩენისა და გამრავლებისთვის ბევრი არაფერი კეთდება…

წამალთმცოდნეობა

წამალთმცოდნეობას საქართველოში ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა მეცნიერულ ფარმაციას აქ მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა საფუძველი, როდესაც უკვე ცნობილი მეცნიერი, პროფესორი იოველ ქუთათელაძე, ივანე ჯავახიშვილის მოწვევით ოდესიდან თბილისის უნივერსიტეტის ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრის გამგედ დაბრუნდა. მის სახელს უკავშირდება ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დაარსებაც, სადაც მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერული კვლევები მიმდინარეობდა. ფიტოთერაპია აქ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ჩამოყალიბდა. ინსტიტუტმა ოთხმოცამდე უნიკალური პრეპარატი დააპატენტა, ჩაატარა მრავალი მცენარის ფარმაკოქიმიური ანალიზი, გამოავლინა საინტერესო ფარმაკოლოგიური აქტივობის მქონე სახეობები და უამრავ სიკეთესთან ერთად, საცდელი მინდვრებიც გააშენა, სადაც სამკურნალო მცენარეების კულტივირება ხდებოდა.

ამ ინსტიტუტს 1972 წლიდან, ოცდაათი წლის განმავლობაში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ეთერ ქემერტელიძე ხელმძღვანელობდა. ქალბატონი ეთერი სამკურნალო მცენარეების მნიშვნელობასა და ფიტოთერაპიის პერსპექტივებზე გვესაუბრა:

– ხალხურ მედიცინაში მცენარეებით მკურნალობის უამრავ მეთოდს იყენებდნენ. ეს ცოდნა და გამოცდილება ორიენტირად გამოსადეგია, თუმცა ყოველთვის ვერ ამართლებს. მაგალითად, ხალხურ მედიცინაში წამწამოვანი სათითურა Digitalis ciliata დამწვრობის საწინააღმდეგო საშუალებად მიიჩნეოდა, მეცნიერული კვლევებით კი დადასტურდა, რომ მისგან რადიკალური საგულე საშუალებების მიღებაა შესაძლებელი.

უცუნას ბოლქვების ალკალოიდი პერიოდული დაავადების ერთადერთ სამკურნალო საშუალებად მიიჩნევა.

ნესვის ხის ნაყოფის ლატექსისგან მიღებული მედიკამენტი დღესაც ეფექტურად კურნავს ჩირქოვან წყლულებსა და დამწვრობას, ფართოდ გამოიყენება ნეიროქირურგიაში, ტრავმატოლოგია-ორთოპედიაში, დისკოს თიაქრისა და რადიკულიტის სამკურნალოდ, სტომატოლოგიაში…

ნამგალნაყოფა ასტრაგალუსის ფოთლებისა და ყვავილებისგან თირკმლის უკმარისობის სამკურნალო ეფექტური პრეპარატი მზადდება.

ქონდრისგან მიიღება წამალი, რომელიც მეორე ტიპის დიაბეტის ეფექტური მკურნალია.

კუროსთავის სტეროიდული გლიკოზიდების საფუძველზე შექმნილია პრეპარატი, რომელიც ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის გამოიყენება და კუჭ-ნაწლავის დაავადებებსაც უხდება.

იაპონური ფაციას ფოთლებისგან მიღებულია ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება, რომლითაც რევმატოიდულ ართრიტს მკურნალობენ.

კავკასიური სუროს ფოთლებისგან კი სასუნთქი გზების ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი მზადდება.

ძეძვის ნაყოფისგან, რომელიც საქართველოში მრავლად არის, შექმნილია ჰეპატოპროტექტორული და ნაღველმდენი საშუალება.

მტვრევადი ხეჭრელას ქერქისგან კუჭ-ნაწლავის დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატს ამზადებენ. თრიმლის ფოთლებისგან ეფექტური ანტიმიკრობული საშუალება მიიღება.

ჰერპესის ვირუსის სრულ ინჰიბირებას ახდენს მედიკამენტი, რომელიც უნგერნის შქერის ფოთლებისგან მზადდება.

ხარისძირა, რომელიც ვეგეტაციას დეკემბერში იწყებს და ამის გამო ქრისტეს ვარდსაც უწოდებენ, გულის არითმიის სამკურნალო პრეპარატის დასამზადებლად გამოიყენება. გარდა ამისა, დადასტურდა, რომ მის ფესვებში დიდი ოდენობით ცხიმი კონცენტრირდება. ეს იშვიათობაა, რადგან ცხიმი არა ფესვში, არამედ თესლში გვხვდება მეტწილად. ხარისძირას ფესვის ცხიმმა კი ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება გამოამჟღავნა. კვლევა დღემდე გრძელდება.

რამდენად ეფექტურია ამ მცენარეების ნაყენის მიღება ამა თუ იმ დაავადების სამკურნალოდ, ისე, როგორც ხალხურ მედიცინაშია აპრობირებული?

– ეფექტური სამკურნალო საშუალების მისაღებად აუცილებელია მცენარის ქიმიის, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, ფარმაკოლოგიური თვისებების საფუძვლიანად შესწავლა, წამლის ტექნოლოგიის, სამკურნალო ფორმისა და კლინიკური გამოყენების ინსტრუქციების შემუშავება, შემდეგ – ექსპერიმენტული გამოყენება შედეგის ეფექტიანობის განსასაზღვრად. წამლის შექმნას ხშირად 10-12 წელიწადი სჭირდება. ამასთან, ფარმაკოლოგიური კვლევები სოლიდურ ფინანსურ დანახარჯსაც მოითხოვს, თუმცა რადიკალური სამკურნალო ეფექტი სწორედ მცენარისგან მიღებულ პრეპარატს აქვს და არა ნაყენს. შესაძლოა, ამ უკანასკნელმაც გამოიღოს შედეგი – აქ მნიშვნელოვანია დოზირება, მიღების პერიოდულობა. თვითნებურმა მკურნალობამ შესაძლოა ინტოქსიკაციაც კი გამოიწვიოს…

– ბუნებრივი პრეპარატები ეფექტურად ჩაანაცვლა სინთეზურმა ნაწარმმა. რა პერსპექტივა აქვს დღეს ფიტოთერაპიას?

– სინთეზური პრეპარატების მოდელ

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საინტერესო
გაიჩერეთ ნიორი პირში 30 წუთის განმავლობაში და გაიგე, რას უწყობს ხელს ეს უცნაური, მაგრამ ეფექტური ხერხი!
March 7, 2026
საინტერესო
მომილოცეთ ❤️ ელის მარიას ”ძამიკო” ეყოლება, მიშას საჩუქარია… 😱😱 ნახეთ სოფოს ნიჟარაძის ოჯახში მატება.
February 18, 2026
საინტერესო
“ერთი ადამიანი მოკვლით დამემუქრა…“ – ზალიკო ბერგერის სკანდალური განცხადება
February 12, 2026
საინტერესო
დიდი ხნის ნაცნობმა მამა გაბრიელთან რამდენიმე კაცი მიიყვანა გასაცნობად, თან განუმარტა მათ, რომ გაბრიელი წმინდა მამა იყო და არაფერს ჭამდა. სტუმრების გამოჩენისთანავე მამა გაბრიელმა ყვირილი და უცნაური სიტყვების წარმოთქმა დაიწყო. ჯამს ეცა და გაიძახოდა:
February 12, 2026