ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

ინტერნეტ-ვარსკვლავები ქვეშეთიდან: როგორ შეიცვალა ბექა ბუჩუკურისა და მარიამ ნარიმანიძის ცხოვრება 6 წლის შემდეგ

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

2019 წელს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ­მა ერ­თმა ფო­ტომ, რო­მელ­ზეც სო­ფელ ქვე­შე­თის ორი პა­ტა­რა ბი­ნა­და­რი – ბექა ბუ­ჩუ­კუ­რი და მა­რი­ამ ნა­რი­მა­ნი­ძე იყ­ვნენ აღ­ბეჭ­დი­ლი, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მო­იც­ვა. ფო­ტოგ­რა­ფის, გი­ორ­გი ნა­დი­რაშ­ვი­ლის მიერ გა­და­ღე­ბულ­მა ამ სუ­რათ­მა, რო­მელ­ზეც ბავ­შვე­ბი ექთ­ნის დამ­ხმა­რე­ე­ბის ფორ­მა­ში, წი­თე­ლი პი­ო­ნე­რუ­ლი ჩან­თით ხელ­ში პო­ზი­რებ­დნენ, ისი­ნი ერთ ღა­მე­ში ნამ­დვილ ინ­ტერ­ნეტ-სენ­სა­ცი­ად აქ­ცია.

ქვე­შე­თე­ლი პა­ტა­რე­ბი მყი­სი­ე­რად გახ­დნენ პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი, იწ­ვევ­დნენ გა­და­ცე­მებ­ში, არ­თმევ­დნენ ინ­ტერ­ვი­უ­ებს და მათ­ზე სი­უ­ჟე­ტებს ამ­ზა­დებ­დნენ.

ბექა და მა­რი­ა­მი 2019 წელს…

ყვე­ლა­ფე­რი კი იმით და­ი­წყო, რომ რე­ჟი­სო­რი მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი აკა მორ­ჩი­ლა­ძის ნა­წარ­მო­ე­ბის “ტერ­ცო მონ­დოს” მი­ხედ­ვით ფილ­მს იღებ­და. “ქარ­თუ­ლი ფილ­მის” დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნელ­მა ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძემ სკო­ლის ეზო­ში მო­თა­მა­შე მა­რი­ა­მი და ბექა შე­ამ­ჩნია. ბავ­შვე­ბი სცე­ნარ­ში თავ­და­პირ­ვე­ლად არც იყ­ვნენ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ­ნი, თუმ­ცა მათი სიყ­ვა­რუ­ლით, ფუმ­ფუ­ლა იე­რი­თა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ქა­რიზ­მით მო­ხიბ­ლულ­მა ბა­ტონ­მა მე­რაბ­მა, სი­ცი­ლი და­ი­წყო და მათ­თვის რო­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნა. ფილმში, რო­მე­ლიც 90-იანი წლე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ეხ­მი­ა­ნე­ბა, მათ ექთ­ნის თა­ნა­შემ­წე­ე­ბის ეპი­ზო­დუ­რი რო­ლე­ბი აქვთ.

მა­რი­ამს და ბე­ქას სა­გან­გე­ბოდ შე­უ­კე­რეს ოქ­ტომ­ბრე­ლე­ბის ფორ­მა, ბიჭს ხელ­ში ვი­ნი­პუ­ჰის წი­თე­ლი ჩან­თა და­ა­ჭე­რი­ნეს და სწო­რედ ამ კად­რებ­მა აქ­ცია ისი­ნი სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ფა­ვო­რი­ტე­ბად.

6 წელი შემ­დეგ: გაზ­რდი­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი და ახა­ლი ოც­ნე­ბე­ბი

2024 წელს მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლის ფილ­მის, “ტერ­ცო მონ­დო”-ს პრე­მი­ე­რა შედ­გა, რა­საც უკვე გაზ­რდი­ლი ბექა და მა­რიც და­ეს­წრნენ. ექ­ვსი წლის შემ­დეგ, ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით, რო­გორ შე­იც­ვა­ლა ქვე­შე­თე­ლი პა­ტა­რე­ბის ცხოვ­რე­ბა და რა ოც­ნე­ბე­ბი აქვთ მათ დღეს.

გაზ­რდი­ლი ბექა, უც­ვლე­ლი მიზ­ნით

რო­გორც ბე­ქას დედა, ნინო აღ­ნიშ­ნავს, ბიჭი კი­დევ უფრო დამ­რგვალ­და და გა­ი­ზარ­და.

ნინო (ბე­ქას დედა):

“ბექა ახლა ბევ­რად უფრო პუტ­კუ­ნაა და ბევ­რად დი­დია. მოს­წონს ძველ სტა­ტი­ებს რომ კი­თხუ­ლობს და სი­უ­ჟე­ტებს უყუ­რებს. დიახ, ძა­ლი­ან მოს­წონს, კი­დევ უნდა აქ­ტი­უ­რო­ბა. ბევ­რჯერ ჰქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, მაგ­რამ ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლა. ძა­ლი­ან კარ­გად სწავ­ლობს ბექა, ისევ ქვე­შე­თის სკო­ლა­ში და­დის. მა­რის­თან ძვე­ლე­ბუ­რად მე­გობ­რობს, ერთ სკო­ლა­ში სწავ­ლო­ბენ.”

ბექა:

“კარ­გად ვარ, პო­ლი­ცი­ე­ლო­ბა ისევ მინ­და. ძა­ლი­ან მომ­წონს მა­გა­თი ჩაც­მუ­ლო­ბა, ფორ­მა და საქ­მი­ა­ნო­ბა. ყო­ველ­დღე დავ­დი­ვარ სკო­ლა­ში, ვნა­ხუ­ლობ ნა­რი­მა­ნი­ძე მა­რის, ხან ერ­თმა­ნეთს ვაბ­რა­ზებთ და გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ ისევ ვბრუნ­დე­ბით. ყვე­ლა­ზე მე­ტად სკო­ლის საგ­ნე­ბი­დან მა­თე­მა­ტი­კა და ინ­გლი­სუ­რი მიყ­ვარს.”

მა­რი­ა­მი: ექი­მო­ბი­დან ბოქსზე გა­დარ­თუ­ლი ოც­ნე­ბე­ბი

მა­რი­ა­მის დედა აღი­ა­რებს, რომ არა­ვინ ელო­და, რომ ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი გახ­დე­ბოდ­ნენ ბავ­შვე­ბი.

ანა (მა­რი­ა­მის დედა):

“ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო ეგ პე­რი­ო­დი, არა­ვინ ვე­ლო­დით რომ 6 და 7 წლის ბავ­შვე­ბი ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი გახ­დე­ბოდ­ნენ… მა­რი­ა­მი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი გო­გოა, მაგ­რამ სწავ­ლა­ზე მე­ტად სპორ­ტი უყ­ვარს. მარ­თა­ლია, ცეკ­ვა­ზეც და­დის, მაგ­რამ ბოქ­სით უფრო არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.”

მა­რი­ა­მი:

“ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მახ­სოვს იმ წლე­ბი­დან, ახლა რომ ვუ­ყუ­რებ ჩემს ვი­დე­ო­ებს, ისეთ რა­ღა­ცებს ვლა­პა­რა­კობ და ვა­კე­თებ, ახლა უფრო მე­ცი­ნე­ბა. ბოქ­სი და ძი­უ­დო მა­ინ­ტე­რე­სებს, ჯერ არ მივ­სულ­ვარ, მაგ­რამ ვა­პი­რებ. სო­ფელ­ში ვსწავ­ლობ ისევ. მე და ბექა მე­გობ­რე­ბი ვართ და ერთ სკო­ლა­ში დავ­დი­ვართ, რო­გორც ბავ­შვო­ბა­ში ვა­კე­თებ­დი, ახლა ისე აღარ ვიქ­ცე­ვი, აღარ ვცემ.”

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ექ­ვსი წლის შემ­დეგ სა­ერ­თო ფოტო აღარ გა­და­უ­ღი­ათ, ბექა და მა­რი­ა­მი კვლავ მე­გობ­რო­ბენ, სწავ­ლო­ბენ ერთ სკო­ლა­ში და უკვე ახა­ლი ოც­ნე­ბე­ბით ცხოვ­რო­ბენ: ერთი – მო­მა­ვა­ლი პო­ლი­ცი­ე­ლია, მე­ო­რე – კი სპორ­ტსმე­ნო­ბა­ზე ფიქ­რობს. მათი ის­ტო­რია კი უც­ვლე­ლი სით­ბო­თი რჩე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დღემ­დე პე­რი­ო­დუ­ლად ვრცელ­დე­ბა მათი ფოტო ტექ­სტით, გახ­სოვთ, ქვე­შე­თე­ლი ბავ­შვე­ბი, ნეტა ახლა რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან?

გაზიარება: