ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“ცივი ხელებისა და ფეხების პრობლემას სხვა დარღვევებიც მოჰყვება… გეტყვით 7 მიზეზს, რაც შეიძლება, ცივ კიდურებს იწვევდეს” – გიორგი ღოღობერიძე

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში “შენი დილა” ცივი კიდურების პრობლემაზე საუბრობს და ყველაზე ხშირად გავრცელებულ მიზეზებს ასახელებს:

თუ ფრჩხილები ადვილად გტყდებათ, თმა გცვივათ, კანის სიმშრალე გაწუხებთ – გიორგი ღოღობერიძე 3 ყველაზე გავრცელებულ მიზეზს ასახელებს, რომელთა გამოც შესაძლოა, მსგავსი პრობლემები გქონდეთ

– ძალიან ბევრი მშობელი ნერვიულობს იმაზე, თუ რატომ აქვს მის შვილს ცივი ტერფები და მტევნები. ახალგაზრდებში ეს ნამდვილად ხშირი მოვლენაა. ბევრს აღენიშნება და შესაძლოა, ვერც კი ხვდებოდნენ, რომ ეს რაიმე სერიოზული დაავადების მიზეზი იყოს, რაც, თავის,მხრივ მოგვარებას საჭიროებს და თუ არ მოგვარდება, ცივი ხელებისა და ფეხების პრობლემას სხვა დარღვევებიც მოჰყვება. გეტყვით 7 მიზეზს, რაც შეიძლება, ცივ კიდურებს იწვევდეს:

მოიმატებთ თუ არა ძილის წინ ნახევარი საათით ადრე კვებით? – რას ამბობს გიორგი ღოღობერიძე

პირველ რიგში, ეს შეიძლება, რეინოს ფენომენი იყოს. რეინოს ფენომენის დროს, როდესაც ადამიანი სიცივეში გადის, სიცივეზე საპასუხოდ, სისხლძარღვებს სპაზმური რეაქცია აქვს. სისხლძარღვები რამდენიმე წუთის, ზოგჯერ კი საათის განმავლობაში ვიწროვდება. ხელებს სისხლის მიწოდება მკვეთრად უმცირდებათ. ამას რეცეპტორებიც გრძნობს და ადამიანს სიცივის განცდა აქვს. თითებიც ფერს იცვლის, ჯერ მკვეთრად თეთრდება, მერე მოლურჯო ფერი ახლავს და შემდეგ ვარდისფერდება. ეს რეინოს ფენომენია. თუ ადამიანი 15-დან 30 წლამდეა და ასევე, მდედრობითი სქესისაა, ეს ყველაზე ხშირი მიზეზია, რის გამოც შეიძლება ცივი ხელები, ან ფეხები ჰქონდეს. მკურნალობის თავისი მეთოდი აქვს. ერთ-ერთი პრევენცია კი ის არის, რომ ადამიანი სიცივეს უნდა მოერიდოს და სპეციალური ხელთათმანი ატაროს. მედიკამენტები, რა თქმა უნდა, უშუალოდ ექიმთან შეთამხმებით უნდა შეარჩიოთ.

კიდევ ერთი მიზეზი, რაც ასევე იწვევს ცივ ხელებსა და ფეხებს, ეს შეიძლება ანემია იყოს. ანემიაც უფრო ხშირად ახალგაზრდებში, მდედრობით სქესში გვხვდება. თუ ადამიანს მენსტრუალური ციკლი დარღვეული აქვს, ამ შემთხვევაში, ძალიან ბევრ რკინას კარგავს. რკინის ნაკლებობის ფონზე კი, რკინადეფიციტური ანემია უვითარდებათ. სხეულში ჰემოგლობინის რაოდენობა იკლებს, ასევე იკლებს ჟანგბადის რაოდენობაც, ქსოვილებს ჟანგბადი აღარ მიეწოდებათ, სისხლძარღვები სპაზმირდება და ამის ფონზე, ხელები და ფეხები ცივი აქვთ. როდესაც გოგონებს მენორაგია აქვთ, ანუ ციკლი 7 დღეზე მეტხანს გრძელდება და 80 მილილიტრზე მეტ სისხლს კარგავენ, ეს სხეულში რკინის დონის დავარდნას იწვევს და ანემია ვითარდება…

გარდა ანემიისა და რეინოს ფენომენისა, კიდევ არის სხვადასხვა მიზეზი, რაც ცივ ხელებსა და ფეხებს იწვევს. ერთ-ერთი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, ჰიპოთირეოზია. როდესაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ქვეითდება, ამ შემთხვევაშიც ცივი ხელები და ფეხები ვლინდება. ეს ყველაფერი არა მხოლოდ ცივ კიდურებს, არამედ ცხვირის, ყურების მოყინვას იწვევს. როდესაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ქვეითდება და ჰიპოთირეოზი ვითარდება, ასეთ დროს ადამიანს სიცივის აუტანლობისკენ, შეკრულობისკენ, ადვილად დაღლისკენ, წონაში მატებისკენ აქვს მიდრეკილება.

კიდევ ერთი გამომწვევი მიზეზი შეიძლება, მწეველობაც იყოს. თამბაქო სისხლძარღვებს ავიწროებს. სისხლძარღვები რომ შევიწროვდება, ის ცივ კიდურებს იწვევს. ამიტომ, მწეველებში ცივი კიდურები შესაძლოა, სწორედ რომ თამბაქოს გამოყენებით იყოს განპირობებული.

შფოთვა ტიპურად შეიძლება, ცივ ხელებსა და ფეხებს იწვევდეს. როდესაც ადამიანი შფოთავს, ასეთ დროს სიმპატიკური ნერვული სისტემის ტონუსი იმატებს და საპასუხოდ, შესაძლოა, ცივი ხელები და ფეხები გვქონდეს.

გარდა ამისა, მიზეზი შეიძლება მედიკამენტები იყოს. ძალიან ბევრი ადამიანი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს სვამს, ეს მედიკამენტები და ასევე სხვა ჯგუფის ის მედიკამენტები, რაც სისხლძარღვებს ავიწროებს, შეიძლება ცივ კიდურებს იწვევდეს. ამიტომ, მედიკამენტების ჩამონათვალსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

თუ ადამიანს შაქრიანი დიაბეტი აქვს, ამის შესახებ არ იცის, ან სწორად არ მკურნალობს, ამანაც შეიძლება გამოიწვიოს როგორც სისხლძარღვების, ასევე, ნერვული ქსოვილის დაზიანება და ცივი კიდურებისკენ მიდრეკილება.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საინტერესო
გაიჩერეთ ნიორი პირში 30 წუთის განმავლობაში და გაიგე, რას უწყობს ხელს ეს უცნაური, მაგრამ ეფექტური ხერხი!
March 7, 2026
საინტერესო
მომილოცეთ ❤️ ელის მარიას ”ძამიკო” ეყოლება, მიშას საჩუქარია… 😱😱 ნახეთ სოფოს ნიჟარაძის ოჯახში მატება.
February 18, 2026
საინტერესო
“ერთი ადამიანი მოკვლით დამემუქრა…“ – ზალიკო ბერგერის სკანდალური განცხადება
February 12, 2026
საინტერესო
დიდი ხნის ნაცნობმა მამა გაბრიელთან რამდენიმე კაცი მიიყვანა გასაცნობად, თან განუმარტა მათ, რომ გაბრიელი წმინდა მამა იყო და არაფერს ჭამდა. სტუმრების გამოჩენისთანავე მამა გაბრიელმა ყვირილი და უცნაური სიტყვების წარმოთქმა დაიწყო. ჯამს ეცა და გაიძახოდა:
February 12, 2026