ეკონომისტების ვარაუდით, საწყის ეტაპზე სხვადასხვა პროდუქტის ფასი 15-20%-ის ფარგლებში უნდა შემცირდეს
თამარ ვეფხვაძე
ვთქვათ, რამდენი პროცენტით გაიაფდება თითოეული მათგანი. თუმცა, მან არ გამორიცხა, რომ ზოგიერთი პროდუქტის ფასი – 80%-ით, ზოგიერთის კი – 5-დან 20%-მდე შემცირდეს:
„კონკრეტულ ციფრს ვერ ვიტყვი, მაგრამ იმ პროდუქტებზე, რომელთა ღირებულებაც აშკარად ალოგიკურია, საკმაოდ დიდ ფასდაკლებას ველოდები. ალბათ, ყველაზე ოპტიმალური დრო, როდესაც ამ შედეგს ველი, გაზაფხულია, რადგან ამ დროს უკვე წინასწარი მონაცემები გვექნება გარკვეულ საქონელთან დაკავშირებით“, – განუცხადა „რეზონანსს“ დავით ჩიხელიძემ.
მისი შეფასებით, სამწუხაროდ, ბიზნესმა თვითონვე მოკლა თავისუფალი ბაზარი მაშინ, როცა მცირე მეწარმეები მიიერთა, შესაბამისად, ახლა ბაზარი თავისუფალი ისედაც არ არის, რადგან მასზე გავლენას ახდენს ხუთი-ექვსი ოპერატორი. რაც შეეხება საკოორდინაციო საბჭოს, ჩიხელიძე ამ ფაქტს პოზიტიურად აფასებს, რადგან სწორედ საბჭომ უნდა შეისწავლოს ეს პრობლემა ძირეულად:
„კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარი უნდა არსებობდეს. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მოსახლეობის ძარცვა მიმდინარეობს. შესაბამისად, უნდა ჩაერთოს სახელმწიფო და მისი შესაბამისი სტრუქტურები და თუ რამე გადაცდომა იქნება, რეაგირებაც შესაბამისი უნდა იყოს. პროდუქტების ფასი იმიტომ იზრდება, რომ ამ ბაზარზე არ არიან მცირე მოთამაშეები, ბაზარი უჭირავს მსხვილ სუპერმარკეტებს და მათ შორის ხშირია იდენტური ფასები. შეუძლებელია, ხუთმა-ექვსმა კომპანიამ გადაწყვიტოს, რომ ერთსა და იგივე დღეს ჰქონდეთ ფასდაკლება ან ერთსა და იგივე დღეს გააძვირონ საქონელი. ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ მათ შორის გარკვეული გარიგება არსებობს, რასაც შეისწავლის კონკურენციის სააგენტო“, – აღნიშნა დავით ჩიხელიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებში სახელმწიფოს კონტროლი საკმაოდ მკაცრია. იქ გარკვეული სასურსათო კალათა არსებობს და მასში შემავალ პროდუქტებზე ფასის მომატება თითქმის შეუძლებელია:
„როდესაც გვესმის, რომ ევროპაში დაბალი ფასია, ამას სახელმწიფოს კონტროლი განაპირობებს. სწორედ სახელმწიფოა იმის გარანტი, რომ არაკეთილსინდისიერი ბიზნესი არ იყოს ბაზარზე და მათ გაითვალისწინონ მოსახლეობის საჭიროება. ერთია მოგება, ხოლო მეორეა მორალური მხარე და ყველამ უნდა იცოდეს, რომ არ შეიძლება საზოგადოების ძარცვაზე ბიზნესის აგება“, – განუცხადა „რეზონანსს“ დავით ჩიხელიძემ.