ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“40 კილო დავიკელი, მაგრამ არა ბარიატრიით.. ეს სიყვარულთან იყო დაკავშირებული” – ჩცდ-ს მსახიობის საოცარი ტრანსფორმაცია: როგორია თამარ ტყემალაძის ცხოვრება სცენისა და ეკრანის მიღმა

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

თა­მარ ტყე­მა­ლა­ძე მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია, არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო სპექ­ტაკლში აქვს ნა­თა­მა­შე­ვი. ამას­თან ჩვენ­ში არ­სე­ბულ თე­ატ­რე­ბი სცე­ნებ­ზეც აქვს ძა­ლე­ბი მო­სინ­ჯუ­ლი… უზო­მოდ უყ­ვარს თა­ვი­სი პრო­ფე­სია… მა­სობ­რი­ვად პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი­დან „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი“ გახ­და, ფარ­თო მა­ყუ­რე­ბელ­მა იქი­დან გა­იც­ნო. მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ქა­ლის როლი ჰქონ­და, რომ­ლის პერ­სო­ნა­ჟი მა­ყუ­რებ­ლის რის­ხვას ვერ ას­ცდა, თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერ­მა პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა.

რას საქ­მი­ა­ნობს ახლა თა­მარ ტყე­მა­ლა­ძე, რა­ტომ გახ­და მსა­ხი­ო­ბი და რო­გო­რი სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა აქვს, ამა­ზე ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

თა­მარ ტყე­მა­ლა­ძე:

– ბე­ბია მიყ­ვე­ბო­და, პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, ჩემ­თვის თო­ჯი­ნე­ბის თე­ატრს ვა­წყობ­დი, რა­ღა­ცას გა­ვა­ბამ­დი, რა­საც ფარ­დის დატ­ვირ­თვა ჰქონ­და და თო­ჯი­ნებს „ვა­ლა­პა­რა­კებ­დი“… არ ვიცი, ალ­ბათ ამან ბევ­რი რამ გან­სა­ზღვრა… სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე არც მი­ფიქ­რია. ყო­ველ­თვის მინ­დო­და მსა­ხი­ო­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ამას­თან კარ­გი მსა­ხი­ო­ბი.

– ვინ იყო თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი?

მე და ჩემი თა­ო­ბა 90-ია­ნე­ლე­ბად ვით­ვლე­ბით. თა­ვი­დან დიდ დო­ზით იყო ის ფილ­მე­ბი, რა­საც იმ პე­რი­ოდ­ში ტე­ლე­ვი­ზი­ით აჩ­ვე­ნებ­დნენ და მერე 2000-იანი წლე­ბი­დან ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში შე­მო­ვიდ­ნენ ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბე­ბი. ჩემი თი­ნე­ი­ჯე­რო­ბა დი­კაპ­რი­ოს და მის თა­ო­ბას, მათ ფილ­მებს და­ემ­თხვა, რა­ზეც შეგ­ვეძ­ლო ღამე გაგ­ვე­თე­ნე­ბი­ნა… დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა გოგი გვა­ხა­რი­ას, რომ იმ დრო­ის­თვის ისეთ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ გა­და­ცე­მა­ზე მუ­შა­ობ­და, რო­გო­რიც „ფსი­ქო“ იყო, რა­საც აქ­ტი­უ­რად ვუ­ყუ­რებ­დით. იქ ისეთ ფილ­მებს აჩ­ვე­ნებ­დნენ, რო­მე­ლიც ჩემს მშობ­ლებ­საც კი არ ჰქონ­დათ ნა­ნა­ხი. ისი­ნი თუ ამა თუ იმ ფილ­მის ყუ­რე­ბის ნე­ბარ­თვას არ მომ­ცემ­დნენ, მერე ჩუ­მად ფილ­მის გარ­ჩე­ვას მა­ინც ვუ­ყუ­რებ­დი ხოლ­მე… ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მართ თა­ვი­დან­ვე დიდი ინ­ტე­რე­სი მქონ­და და ოჯახ­შიც ამ ყვე­ლა­ფერს დი­დად აფა­სებ­დნენ.

მი­ზანს ად­ვი­ლად მი­აღ­წი­ეთ?

– კი, ზედ­მე­ტი ძა­ლის­ხმე­ვა არ გახ­და სა­ჭი­რო. იმ­დე­ნად ბავ­შვუ­რად, გულ­წრფე­ლად და ლა­ღად მი­ვუ­დე­ქი „თე­ატ­რა­ლურ­ში“ გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბას, რომ რა­ღაც დიდი სირ­თუ­ლეს­თან არ ყო­ფი­ლა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ძი­რი­თა­დად ასეა – როცა ბავ­შვი ხარ, ლაღი ხარ, რა­ღა­ცებ­ზე არ ფიქ­რობ… მოკ­ლედ, ჩე­მით მი­ვე­დი, დედა გა­მომ­ყვა და გა­მო­ვი­და, რომ ჩა­ვა­ბა­რე. მშობ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა ყო­ველ­თვის მქონ­და და ამას მათ­გან სულ ვგრძნობ­დი. „თე­ატ­რა­ლურ­ში“ სხვა სას­წავ­ლებ­ლებ­თან შე­და­რე­ბით გა­მოც­დე­ბი ყო­ველ­თვის ადრე იყო. სკო­ლა­ში კარ­გად ვსწავ­ლობ­დი და ამი­ტომ მა­მამ მი­თხრა, ჯერ იქ გადი და მერე სა­ბუ­თე­ბი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­ი­ტა­ნე. თუ „თე­ატ­რა­ლურ­ში“ არა­ფე­რი გა­მო­გი­ვა, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რე­ბო. სა­დღაც ალ­ბათ ეგო­ნა, რომ „თე­ატ­რა­ლურ­ში“ არა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­დო­და. მოკ­ლედ, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად მო­მიდ­გა. როცა ჩა­ვა­ბა­რე, ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან ამა­ყი იყო და ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და.

თა­ვად რამ­დე­ნად კმა­ყო­ფილ ხართ არ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სი­ით? მსა­ხი­ო­ბე­ბი ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ რე­ჟი­სორ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი ვართ და ისი­ნი ხში­რად სა­თა­ნა­დოდ ვერ გვი­ყე­ნე­ბე­ნო…

– ნამ­დვი­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­აა, მაგ­რამ ხან­და­ხან ეგ მსა­ხი­ო­ბე­ბის­გან თა­ვის მარ­თლე­ბაც არის. სა­ერ­თოდ ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბაა ასე­თი და მხო­ლოდ მსა­ხი­ო­ბებს არ ახა­სი­ა­თებთ, – თუ იქ ხარ და იმ ად­გი­ლას, ან რამე თუ არ გა­მო­გი­ვი­და, ეს იმის ბრა­ლია, რომ რა­ღაც და­გაკ­ლეს. კი, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს რე­ჟი­სორს, მაგ­რამ მა­ინც მგო­ნია, რომ იმ მო­მენ­ტში მე და­ვა­კე­ლი ჩემს საქ­მეს და კარ­გად იმი­ტომ არ გა­მო­ვი­და. ოდ­ნავ თუ მო­დუნ­დე­ბი, რა­ღა­ცას და­აკ­ლებ, მიხ­ვდე­ბი, რომ რა­ღაც და­ა­კე­ლი, ცოტა იზარ­მა­ცე, კარ­გად არ მო­ე­პყა­რი და შე­დე­გიც ადეკ­ვა­ტუ­რია. ნამ­დვი­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­აა, ყვე­ლა მსა­ხი­ობს ვუ­სურ­ვებ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კარგ გა­რე­მო­სა და სა­მუ­შაო ატ­მოს­ფე­რო­ში მოხ­ვედ­რას, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სა­ერ­თოდ ბევ­რი ნი­უ­ან­სი და დე­ტა­ლია, რაც მსა­ხი­ო­ბე­ბის­თვის ცოტა ინ­ტი­მუ­რი სა­კი­თხე­ბია. რე­ა­ლუ­რად კი მა­ინც ვფიქ­რობ, მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბის­თვის იმა­ზე მეტი შეგ­ვიძ­ლია, ვიდ­რე ვა­კე­თებთ. სა­ბო­ლო ჯამ­ში, ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ბეწ­ვის ხიდ­ზეა გა­სავ­ლე­ლი და ეს რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბი ჩვე­ნი გა­სავ­ლე­ლია. გარ­კვე­ულ ეტაპ­ზე თვი­თო­ნაც უნდა მიხ­ვდე რა­ღა­ცებს და ანა­ლი­ზი გა­უ­კე­თო…

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ხართ, სხვა­დას­ხვა თე­ატ­რში გაქვთ ნა­თა­მა­შე­ვი. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მო­თხოვ­ნა­დი მსა­ხი­ო­ბი ხართ?

– არ ვიცი, მო­თხოვ­ნა­დი ვარ თუ არა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ვცდი­ლობ, გა­მოწ­ვე­ვე­ბი მი­ვი­ღო, მოვ­სინ­ჯო, ვნა­ხო, გა­მოვ­ცა­დო, ეს ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა. ჩემი საყ­ვა­რე­ლი თე­ატ­რი­დან, მო­ზარ­მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რი­დან გას­ვლა და სხვა­გან თა­მა­ში კი­დევ ახლი ახა­ლი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სა­ვა­ლია.

– ერთ-ერთი გა­მოწ­ვე­ვა ალ­ბათ პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში თა­მა­ში იყო. რა მო­გი­ტა­ნათ “და­ქა­ლებ­ში” ეკას როლ­მა და თქვენს კა­რი­ე­რა­ში რა ად­გი­ლი და­ი­კა­ვა ამ ნა­მუ­შე­ვარ­მა?

– იმ პე­რი­ოდს ძა­ლი­ან ტკბი­ლად და თბი­ლად ვიხ­სე­ნებ. ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაო და გა­რე­მო იყო. სა­ინ­ტე­რე­სო მსა­ხი­ო­ბებ­თან გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მო­მი­წია ყოფ­ნა. ესე­ნი იყ­ვნენ – ბა­ი­კო დვა­ლიშ­ვი­ლი, ბესო მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი სვა­ნი­ძე – ჩემს მე­უღ­ლეს თა­მა­შობ­და, ასე­ვე პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი, ვინც ჩემს შვი­ლებს თა­მა­შობ­დნენ. გარ­და ამი­სა, სა­ო­ცა­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გუნ­დი იყო. რა მო­მი­ტა­ნა და პო­პუ­ლა­რო­ბა. არ მე­გო­ნა, რომ ეს პერ­სო­ნა­ჟი ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სე­რი­ალ­ში დარ­ჩე­ბო­და. თა­ვი­დან ეპი­ზო­დი იყო, რაც გა­ვი­და, რა­საც შემ­დეგ მა­ყუ­რებ­ლის რე­აქ­ცია-გან­ხილ­ვა მოჰ­ყვა, ძი­რი­თა­დად მლან­ძღავ­დნენ.

თუ გლან­ძღა­ვენ ე.ი. ამო­ცა­ნა შეს­რუ­ლე­ბუ­ლია – როლი და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იყო..

– ეტყო­ბა, მაგ­რამ ამა­ზე მა­შინ ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე. მერე უკვე მომ­წონ­და, ასეთ კო­მენ­ტა­რებს რომ წერ­დნენ და პერ­სო­ნაჟ­თან მა­ი­გი­ვებ­დნენ. ქუ­ჩა­ში ვინ­მე რომ შემ­ხვდე­ბო­და, თბი­ლად რომ გა­ვუ­ღი­მებ­დი, – „ღმერ­თო, შენ რა, იღი­მი?!“ ზოგი მე­უბ­ნე­ბო­და, – „მეც ასე ვარ და შენ გა­მარ­თლებ“, „შენ ცუდი ქმა­რი გყავს, თო­რემ კარ­გი გოგო ხარ“ – ამის მოს­მე­ნა იცით, რო­გორ მი­ხა­რო­და?!.

– რე­ა­ლუ­რად რო­გო­რი გოგო იყო ეკა?

– ალ­ბათ არ იყო ცუდი, მაგ­რამ სი­დუ­ხ­ჭი­რემ, ბევ­რმა ბავ­შვმა, ჩა­კე­ტა, იმ გა­სა­ჭირ­ში მო­ექ­ცა და მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი წრი­დან ვე­ღარ გა­მო­დი­ო­და, თა­ვის პრობ­ლე­მებ­ში იხარ­შე­ბო­და. ასე­თი ადა­მი­ა­ნი მა­ში­ნაც ბევ­რი იყო და დღე­საც ბევ­რია. უფრო ხში­რი გა­და­ღე­ბა ბა­ი­კოს­თან მქონ­და. რო­გორც შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნია, ასე­თი­ვე სა­უ­კე­თე­სო პარტნი­ო­რია. ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ მისი და დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით ვარ მის მი­მართ გან­წყო­ბი­ლი. მე და ბა­ტო­ნი ბესო მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი ერთ თე­ატ­რში ვი­ყა­ვით და ერთ სპექ­ტაკლში გვი­თა­მა­შია, შე­სა­ბა­მი­სად უფრო კარ­გად ვიც­ნობ­დი. ბა­ი­კოს კი პირ­და­პირ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე შევ­ხვდი. კი, ბევრ რა­მე­ში მისი მად­ლი­ე­რი ვარ.

ტიკ-ტოკ­ზე” თქვენს ფო­ტო­ებს ხში­რად აზი­ა­რე­ბენ, სა­დაც „და­ქა­ლე­ბი­და­ნაც“ არის ფოტო აღე­ბუ­ლი…

– არ მაქვს „ტიკ-ტოკი“ და მი­თხრეს, რომ ჩემი ფო­ტო­ე­ბი აქ­ტი­უ­რად ტრი­ა­ლებს. ერთ-ერ­თმა ძა­ლი­ან ცუ­დად გა­მო­ი­ყე­ნა. ფსი­ქო­ლო­გია, ქვე­მოთ უწე­რია, რომ არის დი­ე­ტო­ლო­გიც და თუ ვინ­მეს წო­ნა­ში დაკ­ლე­ბა უნდა, მას მი­მარ­თოს, ნო­მე­რიც აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი. მოკ­ლედ ჩემი ორი ფოტო უდევს – ერთი „და­ქა­ლე­ბი­დან“ და მე­ო­რე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­და­ნაა აღე­ბუ­ლი – ჩემი პრო­ფი­ლის ფოტო. მივ­წე­რე, მი­პა­სუ­ხა, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბაა თუ არა, ამას ვერ მივ­ხვდი და და­ვეჭ­ვდი. ვერ გა­ვი­გე რე­ა­ლურ ადა­მი­ანს ვე­ლა­პა­რა­კე თუ არა. ვუ­თხა­რი, გი­ჩივ­ლებთ, ასე­თი რამ არ შე­იძ­ლე­ბა-მეთ­ქი. მი­ჩივ­ლეთ, გა­ა­ზი­ა­რეთ, – ეს ჩემ­თვის კარ­გი­აო… ბო­ლომ­დე აღარ მივ­ყე­ვი, რად­გან რო­გორც ვთქვი, არ ვი­ცო­დი, ვის ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი. უბ­რა­ლოდ, მინ­და ხალ­ხმა გა­ი­გოს, რომ მას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ მაქვს, არა­სო­დეს მი­მი­მარ­თავს მის­თვის დი­ე­ტა­ზე და არც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბის­თვის. ჩემი ფო­ტო­ე­ბი ჰქონ­და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იმის­თვის, რომ მისი, რო­გორც ფსი­ქო­ლო­გის პო­ზი­ცი­ის გამ­ყა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­როს…

იმი­ჯი სე­რი­ა­ლის შემ­დეგ მარ­თლაც შეც­ვლი­ლი გაქვთ. იმ ფო­ტო­ებს რომ ვუ­ყუ­რებ და ახ­ლან­დელს – თით­ქოს 2 სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნია. წო­ნის დაკ­ლე­ბამ ძა­ლი­ან შეგცვა­ლათ. თქვენ შემ­თხვე­ვა­ში ბა­რი­ატ­რი­ას­თან ხომ არ გვაქვს საქ­მე?

– არა, ბა­რი­ატ­რია არ ყო­ფი­ლა – ეს სიყ­ვა­რულ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან ბევ­რი კი­ლოგ­რა­მი და­ვი­კე­ლი, სა­დღაც 40-ზე მეტი… მერე ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი და ისევ მო­ვი­მა­ტე. ახლა ძველ წო­ნა­ზე არ ვარ, მაგ­რამ მა­ინც მო­მა­ტე­ბუ­ლი ვარ… 2 წლის პა­ტა­რა მყავს და ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ვიკ­ლებ. ისე სა­ნამ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი, მა­ნამ­დეც დი­ე­ტა­ზე ვი­ყა­ვი და ასე­ვე და­ვი­კე­ლი.

– ვინ არის თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ობი­ექ­ტი?

– ჩემი მე­უღ­ლე – და­ვით ჟღენ­ტი და ახალ მე და ჩემი მე­უღ­ლე ვზრდით ჩვენს გო­გო­ნას…

ახა­ლი წელი მო­დის, რო­გო­რია თქვე­ნი წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა…

– გან­წყო­ბა გა­და­სა­რე­ვი გვაქვს, სა­ზე­ი­მო. ვცდი­ლობთ, ყვე­ლა­ფე­რი მო­ვაგ­ვა­როთ – რა­ღაც საქ­მე­ე­ბი 2026 წელს არ გა­და­ვი­ტა­ნოთ. თე­ატ­რში მაქვს სპექ­ტაკ­ლე­ბი – ფაქ­ტობ­რი­ვად სა­ა­ხალ­წლო სპექ­ტაკ­ლე­ბია პა­ტა­რე­ბის­თვის. თვი­თო­ნაც სა­ა­ხალ­წლო გა­წა­მა­წი­ა­ში ვარ, ბავ­შვი, თე­ატ­რი – ამ პე­რი­ოდ­ში ასეა მსა­ხი­ო­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა. გა­წყო­ბა კი ასე­თია – ყო­ველ­თვის დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი უკვე გა­სულ წელს, რაც იყო, რო­გორც იყო – ყვე­ლაფ­რის­თვის და დიდი იმე­დე­ბით ვე­ლო­დე­ბი ახალ წელს. მო­ლო­დი­ნი და იმე­დი მაქვს, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. იქ­ნე­ბა მშვი­დო­ბა, მო­ხუ­ცე­ბიც კარ­გად იქ­ნე­ბი­ან, ბავ­შვე­ბიც, ბევ­რი რამ და­ლაგ­დე­ბა, პრობ­ლე­მე­ბი აღარ იქ­ნე­ბა.

ეს ფიქ­რე­ბი ჩემ­ში ლოც­ვა­სა­ვით არის ხოლ­მე და ტრა­დი­ცი­ა­სა­ვით მაქვს, რომ 12 სა­ა­თამ­დე ამას გო­ნე­ბა­ში სულ ვი­მე­ო­რებ. მთა­ვა­რი მა­ინც ისაა, რომ მად­ლი­ე­რე­ბი ვი­ყოთ და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. ბავ­შვსაც უხა­რია, მი­ი­ღო სა­ჩუქ­რე­ბი – ჟი­ვილ-ხი­ვი­ლით ხვდე­ბა სა­ჩუქ­რებს, მაგ­რამ ჯერ პა­ტა­რაა იმის­თვის, რომ კარ­გად გა­ი­გოს, რა ხდე­ბა. დამ­დე­გი ახა­ლი წელი მინ­და მი­ვუ­ლო­ცო სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემს გო­გო­ებს, არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მსა­ხი­ო­ბებს – ანი ზამ­ბა­ხი­ძეს და ანი მღებ­რიშ­ვილს – ვის­თან ერ­თა­დაც მო­მი­წევს ამ ახა­ლი წლის დღე­ებ­ში სპექ­ტაკლზე მუ­შა­ო­ბა. ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში პრაქ­ტი­კუ­ლად ერთ ოთახ­ში უნდა ვი­ყოთ. რო­გორც პა­ტა­რა მა­ყუ­რებ­ლებს გა­ვუ­ლა­მა­ზებთ სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბას, ისე ერ­თმა­ნე­თის გან­წყო­ბა­ზეც უნდა ვიზ­რუ­ნოთ.

გაზიარება: