ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

ცხოვრება შეცვლილი სახელით და ნაკლები ხარჯებით: სად გაქრა ჯიმ კერი – “მის გარშემო ბოლო სკანდალი 2015 წელს ატყდა, როცა მისმა შეყვარებულმა თავი მოიკლა”

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

2010-იანი წლე­ბის შუა პე­რი­ო­დი­დან ჯიმ კერი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბი­დან გაქ­რა. ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე რამ­დენ­ჯერ­მე გა­მოჩ­ნდა და მხო­ლოდ ერთი როლი ითა­მა­შა. პირ­ვე­ლად, ვარ­სკვლავ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბი მისი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის მი­ზე­ზებს ამ­ხე­ლენ.

  • “Sun Showbiz“-ის წყა­როს ცნო­ბით, მსა­ხი­ო­ბი ჰა­ვა­ი­ზე ცხოვ­რობს და სხვა სა­ხელს იყე­ნებს. ამ­ბო­ბენ, რომ წე­ლი­წად­ში სა­მი­დან ოთხ ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მა­ინც სთა­ვა­ზო­ბენ, თუმ­ცა ყვე­ლა მათ­გან­ზე უარს ამ­ბობს.

60 წლის ასაკ­ში გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ დრო ზედ­მე­ტად სწრა­ფად გა­დის. თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს გა­მო­ე­თი­შა. აღარ სურს მისი ნა­წი­ლი იყოს. ის თვით­შე­მეც­ნე­ბის სუ­ლი­ერ მოგ­ზა­უ­რო­ბა­შია, ცხოვ­რე­ბა­სა და თა­ვის მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ზე ფიქ­რობს. გრძნობს, რომ ფილ­მებ­ში კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ახლა ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლია… ინ­დუსტრი­ამ ის გა­მო­ფი­ტა, მან მის­და­მი სიყ­ვა­რუ­ლი და­კარ­გა.

დიდ ფულს არ ხარ­ჯავს, უბ­რა­ლოდ ცხოვ­რობს – სე­ირ­ნობს, სვამს ყა­ვას და ოკე­ა­ნეს უყუ­რებს, კი­თხუ­ლობს, წერს… ესე­ებ­სა და მო­თხრო­ბებ­ზე მუ­შა­ობ­და. ფიქ­რობს მათ ფსევ­დო­ნი­მით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­ზე, რათა ხალ­ხმა ისი­ნი მხო­ლოდ მისი სა­ხე­ლის გამო არ იყი­დოს.”

მსა­ხი­ობ­მა აგ­ვის­ტო­ში ლოს-ან­ჯე­ლე­სის მდიდ­რულ და ბრენტვუ­დის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე თა­ვი­სი ვრცე­ლი ქო­ნე­ბა 17 მი­ლი­ონ დო­ლა­რად გა­ყი­და. ჯიმ­მა სახ­ლი 1994 წელს 3.8 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა და მისი გა­სა­ყი­დად ფა­სის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცი­რე­ბა მო­უ­წია. რო­გორც ამ­ბო­ბენ, კო­მი­კო­სი დიდ დროს ატა­რებს ჰა­ვა­ის წყნარ, მშვიდ კუნ­ძულ მა­უ­ი­ზე, სა­დაც მას სა­ნა­პი­რო­ზე სახ­ლი აქვს.

“ზოგ­ჯერ ის სხვა კუნ­ძულ­ზე გა­დას­ვლა­ზე სა­უბ­რობს – შე­საძ­ლოა ევ­რო­პა­ში სად­მე , მა­გა­ლი­თად სა­ბერ­ძნეთ­ში , ბა­ლე­ა­რის კუნ­ძუ­ლებ­ზე ან ხმელ­თა­შუა ზღვის რო­მე­ლი­მე ად­გი­ლას – უბ­რა­ლოდ იმის­თვის, რომ კი­დევ უფრო იზო­ლი­რე­ბუ­ლი იყოს “, -ამ­ბობს მსა­ხი­ობ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი.

მსა­ხი­ო­ბის გარ­შე­მო ბოლო სკან­და­ლი 2015 წელს ატყდა, როცა მის­მა შეყ­ვა­რე­ბულ­მა თავი მო­იკ­ლა – 30 წლის კეტ­რი­ონ უა­ი­ტი წამ­ლის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დო­ზით სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ქალ­მა თავი მსა­ხი­ობ­თან გან­შო­რე­ბის გამო მო­იკ­ლა. დაკ­რძალ­ვის პრო­ცე­სის დროს მსა­ხი­ობს სხვა მა­მა­კა­ცებ­თან ერ­თად მიჰ­ქონ­და სა­სახ­ლე.

გაზიარება: