ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

რას ნიშნავს სიზმარში გარდაცვლილი ადამიანის ხილვა?

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

თუ თქვენ ოდესღაც დაგიკარგავთ საყვარელი ადამიანი, მაშინ იცით, რომ მისი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს მთელი ცხოვრება გრძნობთ. როდესაც განიცდით ახლობელი ადამიანის სიკვდილს, ის ხშირად ყველგან გეჩვენაბათ და სიზმარშიც კი მოდის თქვენთან.

საინტერესოა, რას ნიშნავს სიზმარში გარდაცვლილი ადამიანის ხილვა?

ფსიქოლოგ-მედიუმი, ლაური მური თვლის, რომ გარდაცვლილი ახლობელი ადამიანის სიზმარში ნახვა იმის ნიშანია, რომ მას სურს გადმოგცეს შეტყობინება. მაგალითად, სიზმარში გსტუმრობთ გარდაცვლილი ახლობელი იმისთვის, რათა გადმოგცეთ, რომ ის „იმ ქვეყნად“ კარგადაა.

ან, საყვარელი ადამიანი მოდის თქვენ სიზმარში იმისთვის, რომ გითხრათ- მხარს გიჭერთ იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში, რომლებიც მისი სიკვდილის მერე მიიღეთ.
მათ უყვარხართ.

ზოგჯერ გარდაცვლილ ახლობელს უბრალოდ სურს გადმოგცეთ, რომ უყვარხართ. ძილში ასეთი სტუმრობის შემდეგ სიხარული და სიმშვიდე გეუფლებათ.

ისინი თქვენ გაფრთხილებენ.

თუმცა შეიძლება იყოს მომენტი, როდესაც ვერ გრძნობთ სიმშვიდეს და მის მაგივრად განიცდით შიშს ან შეშფოთებას მათი სტუმრობის გამო. ასეთ შემთხვევაში საყვარელი ადამიანი ცდილობს გაგაფრთხილოთ. ასეთ დროს ის საშიშად და „უცნაურად“ გეჩვენებათ სიზმარში.

ისინი გზას გიჩვენებენ, გხელმძღვანელობენ.

ხშირ შემთხვევაში გარდაცვლილი ადამიანი სიზმარში არ გესაუბრებათ და ამის მაგივრად თავის სათქმელს ტელეპატიურად გადმოგცემთ. თუნდაც დუმს, ესეც ერთგვარი შეტყობინებაა.

თუ ხშირად გესიზმრებათ თქვენი გარდაცვლილი ახლობლები, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. ლაური მური ამბობს, რომ ისინი თითქმის ყველასთან მიდიან. მაგრამ, თუ ასეთი სიზმრები არ გაქვთ, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ჯერ კიდევ ძალიან განიცდით მათ დაკარგვას, ან, უბრალოდ არ გახსოვთ თქვენი სიზმრები. ერთ-ერთი მეთოდი სიზმრების დამახსოვრებისა არის სიზმრების დღიურის წარმოება.

კიდევ ერთი მეთოდი სიზმარში გარდაცვლილი ახლობელი ადამიანის ნახვისა არის ძილი მის ფოტოსურათთან ერთად ან ძილის წინ მასზე ფიქრი.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
“საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის” – რა განმარტება კეთდება ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემდეგ?
March 6, 2026
საზოგადოება
ირანის დაზვერვაში აცხადებენ, რომ მზად არიან, მოლაპარაკებები დაიწყონ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ომის დასასრულებლად – „ევრონიუსი“
March 4, 2026
საზოგადოება
უმძიმესი დანაშაული თბილისში – დედა 11 წლის შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ყინვებში
February 28, 2026
საზოგადოება
ლოცვა, რომელიც მიტევების კვირას უნდა წავიკითხოთ
February 22, 2026