ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

მსოფლიოს უდიდესი 10 ქალაქი, სადაც 80 წლის შემდეგ ადამიანები ვეღარ იცხოვრებენ

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­ულ საფრ­თხე­ებ­ზე მეც­ნი­ე­რე­ბი ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ. ძლი­ე­რი ქარი, კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნი წყალ­დი­დო­ბე­ბი და გვალ­ვე­ბი სულ უფრო სა­შიშ სა­ხეს იღებს.

რო­გორც Business Insider წერს, კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის სამ­თავ­რო­ბო­თა­შო­რი­სო პა­ნელ­მა ივა­რა­უ­და, რომ 2040 წლის­თვის ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას მძი­მე შე­დე­გე­ბი მოყ­ვე­ბა, სა­უ­კუ­ნის და­სას­რულს კი პლა­ნე­ტის რამ­დე­ნი­მე ნა­წილ­ში ცხოვ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

მეც­ნი­ე­რებ­მა და­ა­სა­ხე­ლეს 10 ქა­ლა­ქი, სა­დაც 2100 წლის­თვის ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რე­ბას, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ.

2100 წლის­თვის მა­ი­ა­მი­ში 3.3 მლნ ადა­მი­ან­ზე მეტს ძლი­ე­რი წყალ­დი­დო­ბე­ბი ემუქ­რე­ბა, ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია კვლე­ვა­ში, რო­მე­ლიც 2016 წელს ჟურ­ნალ­ში Nature Climate Change გა­მოქ­ვეყ­ნდა. მე­თიუ ჰო­ი­ე­რი აშშ-ს კონ­ტი­ნენ­ტურ ნა­წილ­ზე ზღვის დო­ნის მა­ტე­ბის საფრ­თხე­ებ­ზე სა­უბ­რობს. საფრ­თხეს­თან გამ­კლა­ვე­ბას კი, ჰო­ი­ე­რის აზ­რით, მა­ი­ა­მი ვერ შეძ­ლებს.

წყლით და­ფარ­ვის საფრ­თხე აქვს ნიუ ორ­ლე­ან­საც. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, დატ­ბორ­ვა 100 ათას­ზე მეტ ადა­მი­ანს ემუქ­რე­ბა.

ჩი­კა­გო­ში ჰა­ე­რის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდე­ბა. ქა­ლა­ქი აშშ-ს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცხელ ად­გი­ლად არის მიჩ­ნე­უ­ლი, 1995 წელს სი­ცხის გამო 700-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. მი­ჩი­გა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რი, რი­ჩარდ რუდი ამ­ბობს, რომ ქა­ლაქ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რამ რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს შე­საძ­ლოა, ნე­ბის­მი­ერ დროს მი­აღ­წი­ოს.

2070 წლის შემ­დეგ დუ­ბა­ი­ში, ზა­ფხულ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა 45 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა.

მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ძლი­ე­რი სი­ცხე სი­ცო­ცხლეს საფრ­თხეს შე­უქ­მნის.

ამა­ვე კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ყო­ველ­დღი­უ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის დე­და­ქა­ლაქ­ში, აბუ-და­ბი­შიც გა­უ­საძ­ლი­სი იქ­ნე­ბა. ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რაც რე­გი­ონ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, 52 გრა­დუ­სია. მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვლე­ვის მი­ხედ­ვით კი 2070 წლის შემ­დეგ აბუ-და­ბი­ში სი­ცხე კი­დევ უფრო მო­ი­მა­ტებს.

შან­ხა­ი­ში, ჩი­ნეთ­ში 2070-2100 წლებ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში იქ­ნე­ბა. ჟურ­ნალ­ში Nature Communications გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს აქ სი­ცხის ძლი­ერ ტალ­ღებს ელო­დე­ბი­ან. შან­ხა­ი­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 25 მლნ ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა.

პე­კინ­ში ძლი­ე­რი სმო­გის გამო ცხოვ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

ჩი­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში სმო­გი იმ­დე­ნად ძლი­ე­რია, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა ქუ­ჩებ­ში ნიღ­ბე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბა.

გა­მო­ნა­ბოლ­ქვი სი­გა­რე­ტის ბოლ­ზე მე­ტად მავ­ნე­ბე­ლია და 15-ჯერ მეტ ადა­მი­ანს კლავს, ვიდ­რე ომე­ბი და ძა­ლა­დო­ბა.

ინ­დო­ეთ­ში, ნიუ დე­ლი­ში მო­სახ­ლე­ო­ბას ღე­ბი­ნე­ბა და თა­ვის ტკი­ვი­ლი შე­ა­წუ­ხებს, რაც ძლი­ე­რი სი­ცხი­სა და სმო­გის ბრა­ლი იქ­ნე­ბა. აქ ტემ­პე­რა­ტუ­რა ისე­თი­ვე მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა, რო­გორც პე­კინ­სა და შან­ხა­ი­ში.

სმო­გით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რი გა­მო­იწ­ვევს კან­ზე გა­მო­ნა­ყარს, გუ­ლის­რე­ვას, თა­ვის ტკი­ვილს, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი კი გო­ნე­ბას და­კარ­გავს.

და­კა­ში, ბან­გლა­დე­შის დე­და­ქა­ლაქ­ში ზღვის დონე კა­ტას­ტრო­ფუ­ლად გა­იზ­რდე­ბა. კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გამო ბან­გლა­დეშს დიდი ზი­ა­ნი ად­გე­ბა. აქ ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას და წყალ­დი­დო­ბებს გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი შე­დე­გე­ბი უკვე მო­აქვს. 2017 წლის ზა­ფხულ­ში წყალ­დი­დო­ბამ ქვე­ყა­ნა­ში 8 მლნ-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ა­ზა­რა­ლა, გარ­და­იც­ვა­ლა და­ახ­ლო­ე­ბით 140 ადა­მი­ა­ნი.

კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გამო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სოფ­ლე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა სა­ცხოვ­რებ­ლად და­კა­ში გა­და­დის.

დატ­ბორ­ვის მას­შტა­ბე­ბი სულ უფრო გა­იზ­რდე­ბა ლა­გოს­შიც, ნი­გე­რი­ა­ში. ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე დიდ ქა­ლაქ­ში მო­სახ­ლე­ო­ბა მუდ­მი­ვად მა­ტუ­ლობს, მომ­დევ­ნო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი, მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ წყალ­დი­დო­ბა 260,000-მდე ადა­მი­ანს იმ­სხვერ­პლებს.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საინტერესო
გაიჩერეთ ნიორი პირში 30 წუთის განმავლობაში და გაიგე, რას უწყობს ხელს ეს უცნაური, მაგრამ ეფექტური ხერხი!
March 7, 2026
საინტერესო
მომილოცეთ ❤️ ელის მარიას ”ძამიკო” ეყოლება, მიშას საჩუქარია… 😱😱 ნახეთ სოფოს ნიჟარაძის ოჯახში მატება.
February 18, 2026
საინტერესო
“ერთი ადამიანი მოკვლით დამემუქრა…“ – ზალიკო ბერგერის სკანდალური განცხადება
February 12, 2026
საინტერესო
დიდი ხნის ნაცნობმა მამა გაბრიელთან რამდენიმე კაცი მიიყვანა გასაცნობად, თან განუმარტა მათ, რომ გაბრიელი წმინდა მამა იყო და არაფერს ჭამდა. სტუმრების გამოჩენისთანავე მამა გაბრიელმა ყვირილი და უცნაური სიტყვების წარმოთქმა დაიწყო. ჯამს ეცა და გაიძახოდა:
February 12, 2026