ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

117 წლის ქალის დიეტამ შეიძლება, ყველა უფრო დიდხანს გვაცოცხლოს – რას მიირთმევდა მარია ბრანიას მორერა მთელი ცხოვრების განმავლობაში?

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი უხუ­ცე­სი ქალი მა­რია ბრა­ნი­ას მო­რე­რა 2024 წელს, 117 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მან მო­გო­ნე­ბე­ბის გარ­და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­ღა­ცაც და­ტო­ვა და ეს მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის ნამ­დვი­ლი სა­ჩუ­ქა­რი იყო – სა­უ­ბა­რია გარ­დაც­ვლი­ლის მიკ­რო­ბი­ო­მის ნი­მუ­შებ­ზე.

მკვლევ­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ 117 წლის ქა­ლის ნაწ­ლა­ვე­ბი ისე­თი­ვე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო, რო­გო­რიც ახალ­გაზ­რდი­სა. ის მდი­და­რი იყო სა­სარ­გებ­ლო ბაქ­ტე­რი­ე­ბით, რომ­ლე­ბიც გამ­ძლე­ო­ბა­სა და დღეგ­რძე­ლო­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. არის ვა­რა­უ­დო, რომ შე­საძ­ლოა, ამა­ში წვლი­ლი მა­რი­ას ჩვე­ვამ შე­ი­ტა­ნა, ის ყო­ველ­დღი­უ­რად სვამ­და იო­გურტს და “ხმელ­თა­შუა ზღვის დი­ე­ტას“ იცავ­და.

მიკ­რო­ბი­ომ­ზე ზრუნ­ვა შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯან­მრთე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ერთ-ერთი გზა იყოს.

ჟურ­ნალ „Cell Reports Medicine“-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში მკვლევ­რებ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს, შე­საძ­ლოა, ყვე­ლა­ზე დე­ტა­ლუ­რი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვა ზე­ას­წლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ბრა­ნი­ა­სი და­თან­ხმდა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო კვლე­ვა­ში, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავ­და იმის დად­გე­ნას, თუ რო­გორ ახერ­ხებ­და ის ასე­თი ხან­გრძლი­ვი და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას.

მეც­ნი­ე­რებ­მა მისი ნი­მუ­შე­ბი შე­ა­და­რეს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ნი­მუ­შებს, რომ­ლებ­მაც ასეთ გან­სა­კუთ­რე­ბულ ასაკს არ მი­აღ­წი­ეს, გე­ნე­ტი­კუ­რი შე­დე­გე­ბი გა­საკ­ვი­რი არ იყო: ბრა­ნი­ას ჰქონ­და ბაქ­ტე­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან იცავ­დნენ.

მიკ­რო­ბი­ო­მი არის ბაქ­ტე­რი­ე­ბის, სო­კო­ე­ბის და სხვა მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა, რომ­ლე­ბიც ნაწ­ლა­ვებ­ში ბი­ნად­რო­ბენ. ისი­ნი ხელს უწყო­ბენ საკ­ვე­ბის მო­ნე­ლე­ბას, ვი­ტა­მი­ნე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ ჩვენს იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე და ურ­თი­ერთქმე­დე­ბენ ტვინ­თა­ნაც კი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნი გე­ნე­ბი მხო­ლოდ მცი­რე როლს თა­მა­შო­ბენ ჩვე­ნი მიკ­რო­ბი­ო­მის ფორ­მი­რე­ბა­ში, კვე­ბა და ცხოვ­რე­ბის წესი გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

რო­გორც წესი, ასაკ­თან ერ­თად, ნაწ­ლა­ვის მიკ­რო­ბი­ო­მი კარ­გავს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას და სა­სარ­გებ­ლო ბაქ­ტე­რი­ე­ბის – რო­გო­რი­ცაა ბი­ფი­დო­ბაქ­ტე­რი­ე­ბი.

  • მა­რი­ას ნაწ­ლა­ვებ­მა გან­სხვა­ვე­ბულ სუ­რა­თი აჩ­ვე­ნა. მისი მიკ­რო­ბი­ო­მი ისე­თი­ვე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო, რო­გორც ახალ­გაზ­რდი­სა. მკვლე­ვა­რებ­მა და­ას­კვნეს, რომ ეს უჩ­ვე­უ­ლოდ ახალ­გაზ­რდუ­ლი მიკ­რო­ბი­ო­მი უწყობ­და ხელს მისი სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბას.

ბი­ფი­დო­ბაქ­ტე­რი­ე­ბი

ბი­ფი­დო­ბაქ­ტე­რი­ე­ბი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბია, რომ­ლე­ბიც ჩვი­ლის ნაწ­ლა­ვებს კო­ლო­ნი­ზა­ცი­ას უკე­თე­ბენ და ზო­გა­დად სა­სარ­გებ­ლოდ ით­ვლე­ბა მთე­ლი სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში. კვლე­ვამ ისი­ნი და­ა­კავ­ში­რა იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მხარ­და­ჭე­რას­თან.

მა­რია ბრა­ნი­ას თქმით, ყო­ველ­დღი­უ­რად სამ იო­გურტს მი­ირ­თმევ­და, რო­მელ­თა­გან თი­თო­ე­უ­ლი შე­ი­ცავ­და ცო­ცხალ ბაქ­ტე­რი­ებს.

ის ასე­ვე ძი­რი­თა­დად ხმელ­თა­შუა ზღვის დი­ე­ტას მის­დევ­და, რაც ხელს უწყობს ნაწ­ლა­ვის მიკ­რო­ბი­ო­მის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას და კარგ ჯან­მრთე­ლო­ბას.

საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც ხელს უწყობს ბი­ფი­დო­ბაქ­ტე­რი­ე­ბის ზრდას, არის კე­ფი­რი, კომ­ბუ­ჩა და ფერ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ბოსტნე­უ­ლი. ისი­ნი შე­ი­ცა­ვენ პრო­ბი­ო­ტი­კებს – ცო­ცხალ ბაქ­ტე­რი­ებს, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ ნაწ­ლა­ვე­ბის კო­ლო­ნი­ზა­ცია და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

ხმელ­თა­შუა ზღვის დი­ე­ტა კი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ბოსტნე­ულ­ზე, ხილ­სა და მარ­ცვლე­ულ­ზე, სა­დაც ცხი­მის ძი­რი­თა­დი წყა­როა ზე­ი­თუ­ნის ზეთი, თევ­ზი­სა და პარ­კოს­ნე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლი მოხ­მა­რე­ბა. მი­ნი­მა­ლი­ზე­ბუ­ლია წი­თე­ლი ხორ­ცი, გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი და და­მა­ტე­ბუ­ლი შა­ქა­რი.

ეს ჩვე­ვე­ბი 110 წელ­ზე მეტი სი­ცო­ცხლის გა­რან­ტი­ას არ იძ­ლე­ვა, მაგ­რამ ისი­ნი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია კი­ბოს, მე-2 ტი­პის დი­ა­ბე­ტის და გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის და­ბალ რისკთან.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საინტერესო
გაიჩერეთ ნიორი პირში 30 წუთის განმავლობაში და გაიგე, რას უწყობს ხელს ეს უცნაური, მაგრამ ეფექტური ხერხი!
March 7, 2026
საინტერესო
მომილოცეთ ❤️ ელის მარიას ”ძამიკო” ეყოლება, მიშას საჩუქარია… 😱😱 ნახეთ სოფოს ნიჟარაძის ოჯახში მატება.
February 18, 2026
საინტერესო
“ერთი ადამიანი მოკვლით დამემუქრა…“ – ზალიკო ბერგერის სკანდალური განცხადება
February 12, 2026
საინტერესო
დიდი ხნის ნაცნობმა მამა გაბრიელთან რამდენიმე კაცი მიიყვანა გასაცნობად, თან განუმარტა მათ, რომ გაბრიელი წმინდა მამა იყო და არაფერს ჭამდა. სტუმრების გამოჩენისთანავე მამა გაბრიელმა ყვირილი და უცნაური სიტყვების წარმოთქმა დაიწყო. ჯამს ეცა და გაიძახოდა:
February 12, 2026