ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

როგორ კურნავს წმინდა ნიკოლოზი მომლოცველებს – სასწაული, რომელიც უკვე 1700 წელია ყველას აოცებს

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ნა­წი­ლე­ბი, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან თით­ქმის 1 700 წლის შემ­დეგ, კვლავ აო­ცებს მსოფ­ლი­ოს.

იტა­ლი­ა­ში, ქა­ლაქ ბა­რი­ში მდე­ბა­რე სან ნი­კო­ლას ბა­ზი­ლი­კა­ში და­ცუ­ლი რე­ლიკ­ვი­ე­ბი მის თა­ვის ქა­ლას, რამ­დე­ნი­მე დიდი და მცი­რე ზო­მის ძვალს და სხვა უმ­ცი­რეს ფრაგ­მენ­ტებს მო­ი­ცავს. აქვე არის შე­ნა­ხუ­ლი პა­ტა­რა ქვე­ბიც, რომ­ლე­ბიც წმინ­და­ნის ცხოვ­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

1950 წელს, რე­მონ­ტის დროს, მე­ო­თხე სა­უ­კუ­ნე­ში მოღ­ვა­წე ეპის­კო­პო­სის საფ­ლა­ვი 1089 წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად გა­იხ­სნა, რა­მაც მეც­ნი­ე­რებს რე­ლიკ­ვი­ე­ბის დე­ტა­ლუ­რი გა­მოკ­ვლე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა. აღ­მოჩ­ნდა რომ, 866 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი ძვლე­ბი საფ­ლავ­ში იყო გა­ფან­ტუ­ლი, ძვლის ღრუ­ებ­ში კვლავ შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და ტე­ნი­ა­ნო­ბა, ხოლო საფ­ლა­ვის ძირ­ზე გამჭვირ­ვა­ლე სი­თხე იყო დაგ­რო­ვი­ლი.
ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით ეს შემ­თხვე­ვა რე­ლიკ­ვი­ე­ბის ნამ­დვი­ლო­ბას ადას­ტუ­რებ­და, თა­ვად იდუ­მალ სი­თხეს კი “წმინ­და ნი­კო­ლო­ზის მა­ნა­ნა“ ეწო­და.
წმინ­და­ნის ნა­წი­ლე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 343 წლით თა­რიღ­დე­ბა, ნი­კო­ლო­ზი ად­რე­უ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეპო­ქის ეპის­კო­პო­სი იყო, ის რო­მის იმ­პე­რი­ის პე­რი­ოდ­ში იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რობ­და, რო­მე­ლიც დღეს თა­ნა­მედ­რო­ვე თურ­ქე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არის მოქ­ცე­უ­ლი.
წმინ­და ნი­კო­ლოზს პა­ტივს მი­ა­გე­ბენ რო­გორც რო­მის კა­თო­ლი­კე, ისე აღ­მო­სავ­ლეთ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი. ის გან­სა­კუთ­რე­ბით ცნო­ბი­ლი თა­ვი­სი გუ­ლუხ­ვო­ბის გამო გახ­და, მა­გა­ლი­თად, უყ­ვარ­და ფა­რუ­ლად სა­ჩუქ­რე­ბის ჩუ­ქე­ბა, მათ შო­რის ადა­მი­ა­ნე­ბის ფეხ­საც­მელ­ში მო­ნე­ტე­ბის და­ტო­ვე­ბა.

ეპი­დე­მი­ის გამო მშობ­ლე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ნი­კო­ლოზ­მა და­ტო­ვე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა ღა­რი­ბებს და­უ­რი­გა და ვაჭ­რე­ბის, ლუდ­სა­ხარ­შე­ბის და სა­თა­მა­შო­ე­ბის და­მამ­ზა­დებ­ლე­ბის მფარ­ვე­ლი წმინ­და­ნი გახ­და. ერთ-ერთი ლე­გენ­დის მი­ხედ­ვით, წმინ­და ნი­კო­ლოზ­მა სამი გო­გო­ნა გა­და­არ­ჩი­ნა იძუ­ლე­ბი­თი მე­ძა­ვო­ბას, რო­დე­საც ფან­ჯრი­დან ოქ­როს მო­ნე­ტე­ბი გა­და­უგ­დო მათ მა­მას, იმის­თვის რათა გო­გო­ნე­ბის­თვის მზი­თე­ვი გა­და­ე­ხა­და.

წმინ­და­ნის ცხოვ­რე­ბის მრა­ვა­ლი დე­ტა­ლი მისი სიკ­ვდი­ლი­დან დიდი ხნის შემ­დეგ და­ი­წე­რა. ყო­ვე­ლი წლის 9 მა­ისს მომ­ლოც­ვე­ლე­ბი ბა­ზი­ლი­კა­ში იკ­რი­ბე­ბი­ან, რად­გან ამ დროს რე­ლიკ­ვი­ე­ბი­დან ტკბი­ლი სურ­ნე­ლის მქო­ნე სი­თხე, მი­რო­ნი გა­მო­ი­ყო­ფა – ფე­ნო­მე­ნი პირ­ვე­ლად სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ და­ფიქ­სირ­და მი­რა­ში (თურ­ქე­თი), იქ სა­დაც წმინ­და­ნი თავ­და­პირ­ვე­ლად იყო დაკ­რძა­ლუ­ლი.
არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ჯერ კი­დევ ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნეს მისი ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი საფ­ლა­ვი, თუმ­ცა 2022–2024 წლებ­ში დემ­რე­ში, წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ეკ­ლე­სი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა გა­თხრებ­მა ეკ­ლე­სი­ის თავ­და­პირ­ვე­ლი ია­ტა­კი და შე­საძ­ლო, კარ­გად შე­მო­ნა­ხუ­ლი კირ­ქვის სარ­კო­ფა­გი გა­მო­ავ­ლი­ნა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა წმინ­და­ნის სხვა ნა­წი­ლებ­საც შე­ი­ცავ­დეს.
ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, 1087 წელს იტა­ლი­ელ­მა მე­ზღვა­უ­რებ­მა თურ­ქე­ბის შე­მო­სე­ვე­ბის­გან დაც­ვის მიზ­ნით, მისი ნაშ­თე­ბი საფ­ლა­ვი­დან მო­ი­პა­რეს და იტა­ლი­ა­ში გა­და­ი­ტა­ნეს.

ბა­რი­ში გა­და­ტა­ნილ­მა რე­ლიკ­ვი­ებ­მა კვლავ გა­ნაგ­რძო ტკბილ­სურ­ნე­ლო­ვა­ნი სი­თხის გა­მო­ყო­ფა. თავ­და­პირ­ვე­ლად ით­ვლე­ბო­და, რომ ეს სი­თხე მი­რო­ნი ან სხვა არო­მა­ტუ­ლი ზეთი იყო, თუმ­ცა ბა­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა მეც­ნი­ე­რულ­მა კვლე­ვამ და­ად­გი­ნა, რომ იგი წყა­ლია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მორ­წმუ­ნე­ე­ბი მას კვლავ მა­ნა­ნას სამ­კურ­ნა­ლო ძა­ლას მი­ა­წე­რენ. სი­თხე ყო­ველ­წლი­უ­რად გროვ­დე­ბა, დიდ ჭურ­ჭლებ­ში აზა­ვე­ბენ და ბოთ­ლე­ბით მომ­ლოც­ვე­ლებს ური­გე­ბენ.

სკეპ­ტი­კო­სე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მა­ნა­ნა შე­საძ­ლოა უბ­რა­ლოდ კონ­დენ­სა­ტი იყოს, რო­მე­ლიც წმინ­და­ნის საფ­ლავ­ში წარ­მო­იქ­მნე­ბა. თუმ­ცა მორ­წმუ­ნე­ე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ კრიპ­ტა­ში წყლის ბუ­ნებ­რი­ვი შეღ­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ისი­ნი მი­უ­თი­თე­ბენ 1954 წლის ექ­სჰუ­მა­ცი­ის პრო­ცეს­ზე, რო­დე­საც, გად­მო­ცე­მით, თა­ვად ძვლე­ბი “ოფ­ლი­ა­ნობ­დნენ“, რის გა­მოც ის ტი­ლოც კი დას­ველ­და ,რა­შიც რე­ლიკ­ვი­ე­ბი იყო შე­ფუ­თუ­ლი.

1980 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მა­ნა­ნის ამო­ღე­ბის რი­ტუ­ა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ყო­ველ­წლი­უ­რად სრულ­დე­ბა, რაც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან უამ­რავ მომ­ლოც­ველს იზი­დავს.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საინტერესო
გაიჩერეთ ნიორი პირში 30 წუთის განმავლობაში და გაიგე, რას უწყობს ხელს ეს უცნაური, მაგრამ ეფექტური ხერხი!
March 7, 2026
საინტერესო
მომილოცეთ ❤️ ელის მარიას ”ძამიკო” ეყოლება, მიშას საჩუქარია… 😱😱 ნახეთ სოფოს ნიჟარაძის ოჯახში მატება.
February 18, 2026
საინტერესო
“ერთი ადამიანი მოკვლით დამემუქრა…“ – ზალიკო ბერგერის სკანდალური განცხადება
February 12, 2026
საინტერესო
დიდი ხნის ნაცნობმა მამა გაბრიელთან რამდენიმე კაცი მიიყვანა გასაცნობად, თან განუმარტა მათ, რომ გაბრიელი წმინდა მამა იყო და არაფერს ჭამდა. სტუმრების გამოჩენისთანავე მამა გაბრიელმა ყვირილი და უცნაური სიტყვების წარმოთქმა დაიწყო. ჯამს ეცა და გაიძახოდა:
February 12, 2026